• რეკლამა
  • კონტაქტი
22:17, ოთხშაბათი, 1 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რემდესევირი არ ამცირებს კორონა-სიკვდილიანობას, მისი შესყიდვა უაზრობაა” – ზურაბ გურული

ალია ავტორი - ალია
18:18 10-24-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
27

ამიერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი, ზურაბ გურული პრეპარატის “რემდესევირის” შესყიდვას საკითხს სოციალურ ქსელის საშუალებით ეხმაურება.

ექიმის განმარტებით, თუ საქართველო ამ პრეპარატს საჩუქრად არ იღებს, მისი შესყიდვა დიდი პარტიებით სრული უაზრობაა.

ექიმის “ფეისბუქ” პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

“ამერიკული კლინიკურ-ეპიდემიოლოგიური გამოცდილების გაზიარებისას, ცხადია საქართველოში მყოფი კოლეგა თუ უბრალოდ პაციენტი იფიქრებს, რომ შეუძლებელია ამ ყველაფრის განხორციელება. ასეთი მიდგომა არასწორია. უცხოური გამოცდილების გადახედვა იმიტომ არის საჭირო, რომ შეხედო, რა ლოგიკით მოქმედებს იქაური ექიმი თუ ეპიდემიოლოგი, რათა თავადაც იაზროვნო და უკვე გამოგონებული მიდგომა თუ მანევრი საკუთარ რეალობას მოარგო.

ყველაზე მთავარი ადამიანური და ფინანსური რესურსების დაზოგვა და სწორი მიმართვაა. უცხოეთის არ იყოს, საქართველომ უკვე “მოახერხა” მილიონების არასწორი მიმართულებით “გაშვება”, ძირითადათ პანდემიის პოლიტიზირებისა და პოლიტიკური კეკლუცობის ხარჯზე. მდიდარი საზღვარეთისაგან განსხვავებით, არ აქვს ღარიბ, ეკონომიკაჩამოქცეულ ქვეყანას ამის ფუფუნება და უფრო მეტიც, ასეთი ფლანგვა დანაშაულია.

ჩვენ საკუთარ შეცდომებზე სწავლის უფლება არ გვაქვს; სხვის შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ. პლაქვენილის თუ რემდესევირის პანაცეად ქცევა ამერიკული პოლიტიკური ნოუ ჰაუ იყო და არის. ამერიკას აქვს ამ მიმართულებით თამაშის შესაძლებლობა. გაუძლებს. გასაგებია, რომ მომგებიანია პოტენციურ ამომრჩეველთა გრძნობებზე თამაში დაქირავებული პროპაგანდისტების მეშვეობით, აქაოდა ამერიკაში კორონას სამკურნალოდ დამტკიცებული ერთადერთი პრეპარატი ჩვენც შემოგვაქვს სასწრაფოდო, მაგრამ მერწმუნეთ, ასეთი ტკბობა ისევ ხანმოკლე იქნება და ვიღაცას მოუწევს პასუხისგება ამაზე. რემდესევირი არ ამცირებს კორონა-სიკვდილიანობას. არ იძლევა არავითარ არსებით, ხელშესახებ დახმარებას მკურნალობის პროცესში; პრაქტიკულად სასოწარკვეთილი შემთხვევების მართვის ერთი მორიგი მცდელობაა და თუ საქართველო ამ პრეპარატს საჩუქრად არ იღებს, მისი შესყიდვა დიდი პარტიებით სრული უაზრობაა. დიდი და მდიდარი ქვეყნები უარს აცხადებენ მის შეძენაზე კლინიკური და ფინანსური არარენტაბელობის გამო.

გამოვიყენოთ თანხები მიზანმიმართულად, თუნდაც სარეზერვო კადრების გაწვრთვნა-ხელფასებისათვის; N 95 ნიღაბი უნდა ჰქონდეს დავირუსებულ პაციენტებთან მომუშავე ყველა ექიმსა და ექთანს; ყველა კლინიკაში; თუნდაც ამისათვის. ინფორმაციის საოცარი დეფიციტია ქვეყანაში; სასოწარკვეთილ ადამიანებს სჭირდებათ ექიმთან დაკავშირება.

გავხსნათ ახალი ცხელი ხაზები, სადაც მოქალაქეებს რამდენიმე წუთში შეეძლებათ სტანდარტიზირებული კლინიკური ინფორმაციის მიღება და დამშვიდება… ვიმოქმედოთ გონივრულად”, – წერს ზურაბ გურული.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად
ახალი ამბები

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად

15:30 04-01-2026
რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved