რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ყველა იუდეველს, განსაკუთრებით კი საქართველოს ებრაულ თემს, როშ-ჰაშანას, ახალი წლის დღესასწაულს ულოცავს და ბედნიერ, ნაყოფიერ და მშვიდობიან წელს უსურვებს მათ.
“6-7 სექტემბერს, იუდეველები როშ-ჰაშანას, ებრაულ ახალ წელიწადს ზეიმობენ. როშ -ჰაშანა ებრაელთათვის გასულ წელზე სულიერი ანგარიშის პერიოდია, რომლის დროსაც, ყოველი ებრაელი ინანიებს საკუთარ შეცდომებსა და ცოდვებს“, – ნათქვამია სააგენტოს მილოცვაში.
კომენტარები