• რეკლამა
  • კონტაქტი
11:27, კვირა, 18 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„რეგვენმა მიშა სააკაშვილმა ხელიც კი არ ჩამოგართვათ და ზურგი შეგაქციათ“ – რა ფოტო გამოუქვეყნეს სალომე ზურაბიშვილს

ალია ავტორი - ალია
12:20 09-12-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
50

ჟურნალისტი თეა ფირცხალავა სოციალური ქსელის მეშვეობით საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს:

„ქალბატონო პრეზიდენტო! #Salome Zourabichvili

თქვენდამი დიდი პატივისცემის მიუხედავად, მინდა, ღიად დავაფიქსირო ჩემი პოზიცია და ეჭვები საქართველოდან გაქცეული უკრაინის მოქალაქის და მასთან დაკავშირებით თქვენი მორიგი, შესაძლო „სიურპრიზის“ შესახებ:

საქართველოს პრეზიდენტად თქვენი არჩევის პირველივე დღიდანვე მივეჩვიეთ თქვენი მხრიდან „ევროპული“ ნაბიჯების გადადგმას და სასიამოვნო და არასასიამოვნო სიურპრიზების „მოწყობას“, რაც, მართალი გითხრათ, თქვენგან განსხვავებული მენტალობის მქონე საქართველოს მრავალი მოქალაქისთვის, განსაკუთრებით კი ქართველებისთვის, სრულიად ამოუცნობი და მიუღებელი იყო, მეტადრე მაშინ, როდესაც კრიმინალების შეწყალების თაობაზე მიღებული თქვენი გადაწყვეტილება ეფუძნებოდა არა ქართველი ერის ნებას, არამედ მთელი რიგი ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსების შეშფოთებას, მათ რეკომენდაციებსა და დაჟინებულ „თხოვნას“.

ამიტომ… კვლავაც რომ არ დავრჩეთ განსაცვიფრებლად განცვიფრებულები, მსურს გავაკეთო პრევენციული განცხადება და მეხსიერების გავარჯიშების მიზნით შეგახსენოთ თქვენი ხანგრძლივი პოლიტიკური ცხოვრების ერთი დღე, კერძოდ თქვენი შეხვედრა ქვეყნის რეგვენ პრეზიდენტ მიშა სააკაშვილთან, რომელმაც თქვენ, მაშინდელი ოპოზიციის ლიდერს და დახვეწილ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს ხელიც კი არ ჩამოგართვათ, (რბილად რომ ვთქვათ) ზურგი შეგაქციათ და ა.შ., რაც არა მგონია, სასიამოვნო ყოფილიყო თქვენნაირი ამბიციური ქალბატონისთვის.

ქალბატონო პრეზიდენტო! გაუძელით ნებისმიერ ზეწოლას, „რეკომენდაციასა“ და ყურში წაჩურჩულებას და არასოდეს იკადროთ ქვეყნიდან გაქცეული კრიმინალის – მიშა სააკაშვილის შეწყალება, რადგან ამას აუცილებლად მოყვება საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ქუჩაში გამოსვლა და სისხლის ტბების დაყენება, რასაც არასოდეს გაპატიებთ ჩვენი ერი და ისტორია.

პატივისცემით, თეა ფირცხალავა“.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!

13:16 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved