• რეკლამა
  • კონტაქტი
10:17, შაბათი, 4 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რაზე უნდა თქვათ უარი 10 მარტის ახალი მთვარის დროს

ალია ავტორი - ალია
10:34 03-05-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
90

მარტი არაერთი მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენითაა სავსე. ეს მხოლოდ ახალ მთვარეს არ ეხება, რომლის ეფექტიც მომდევნო 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება. თვის ბოლოსკენ დაბნელების დერეფანი იწყება და ამავდროულად, არც გაზაფხულის ბუნიობა უნდა გამოგვრჩეს, რომელიც სწორედ მარტშია.

თევზების ნიშანში ახალი მთვარე მართლაც რომ ემოციური აღმოჩნდება. როგორც ასტროლოგები ამბობენ, 10 მარტს მოგვიწევს, საკუთარ შეცდომებს, გამარჯვებებს, წინგადადგმულ ნაბიჯებს, ვერგანხორციელებულ სურვილებს კიდევ ერთხელ გადავხედოთ და საბოლოოდ განვსაზღვროთ, რისი გაკეთება გვსურს მომავალში. ეს კი პიროვნულ ტრანსფორმაციაში განსაკუთრებით გამოგვადგება.

შესაძლოა, აღნიშნულ დღეს ძლიერი შფოთვა, ემოციური არასტაბილურობა, ერთგვარი იმედგაცრუებისა და სინანულის შეგრძნება გვქონდეს. წარსულში დატოვებულმა საქმეებმა, ურთიერთობებმა კიდევ ერთხელ შეგვახსენოს თავი. თუმცა, ეს პერიოდი მალე გაივლის.

იქიდან გამომდინარე, რომ ემოციური ფონი მომატებულია, კომუნიკაციაც გართულებული იქნება. ამიტომაც, საყვარელ ადამიანებთან, კოლეგებთან, სამსახურსა თუ პირად ცხოვრებაში დიდი ყურადღების გამოჩენა მოგიწევთ, რადგანაც მცირე კამათიც კი შესაძლოა, დიდ დაპირისპირებაში გადაიზარდოს.

თუკი ამ დღეს ახლობლები, საყვარელი ადამიანები დახმარებას შემოგთავაზებენ, უარი არ თქვათ. მათი მხარდაჭერა, დროის სასიამოვნოდ გატარება დაგეხმარებათ, რომ განწყობა გაიუმჯობესოთ.

ახალი მთვარე, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ გავლენას წყლის ნიშნებზე: თევზებზე, კირჩხიბსა და მორიელზე მოახდენს. შესაძლოა, აღნიშნულ დღეს თვითგანვითარებისა და ტრანსფორმაციის იმდენად დიდი სურვილი იგრძნოთ, რომ ყველაზე თამამი და რადიკალური ნაბიჯები გადადგათ და ცვლილებებისათვის მოემზადოთ.

რისი გაკეთება შეგიძლიათ 10 მარტის ახალი მთვარის დროს?

დაკავდით სპორტითა და ფიზიკური აქტივობით – ეს ნამდვილად დაგეხმარებათ, რომ თქვენს ცხოვრებაში განახლებული ენერგია შემოუშვათ და მომდევნო პერიოდებშიც ენერგიით იყოთ სავსე.

როგორც ასტროლოგები ამბობენ, ახალი მთვარის პერიოდს სარკისებური ეფექტი აქვს და ადამიანების ქცევას ირეკლავს. შესაბამისად, დრო სიკეთეს, კეთილგანწყობას, დადებით ემოციებს დაუთმეთ და უკან ეს ყოველივე ორმაგად დაგიბრუნდებათ.

რაზე უნდა თქვათ უარი 10 მარტის ახალი მთვარის დროს?

თავი შეიკავეთ აგრესიისაგან – გავლენა უკან ორმაგად დაგიბრუნდებათ.

არ მიიღოთ იმპულსური გადაწყვეტილებები – მომატებული ემოციური ფონის გამო, შესაძლოა, სარისკო, დაუფიქრებელი გადაწყვეტილებები ამ დღეს სწორად გეჩვენებოდეთ, მაგრამ მომდევნო დღეებში შედეგით უკიდურესად უკმაყოფილო დარჩეთ.

უარი თქვით მავნე ჩვევებზე – ნუ მიიღებთ ალკოჰოლს, დიდი რაოდენობით არაჯანსაღ პროდუქტებს. ეს დღე გაჯანსაღებასა და დადებითი ენერგიით დამუხტვას დაუთმეთ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved