• რეკლამა
  • კონტაქტი
12:29, პარასკევი, 7 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რაც გუშინ მოხდა, არა მარტო უფლების დარღვევა, არამედ სისხლის სამართლის დანაშაულია – მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი

ალია ავტორი - ალია
10:51 11-11-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
28

მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ სასამართლო პროცესს მისი უკრაინელი ადვოკატი, ევგენი გრუშოვეცი ეხმაურება. ის ამბობს, რომ ბრალდებულისთვის სასამართლო სხდომაზე დასწრების და თავის დაცვის უფლების აკრძალვა სისხლის სამართლის დანაშაულია.

ადვოკატი წამებას უწოდებს სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში მოთავსების ფაქტს, სადაც სხვა პრობლემებთან ერთად ვერც შესაბამის სამედიცინო დახმარებას მიიღებს. მისივე თქმით, სურს ჩამოვიდეს საქართველოში – როგორც უკრაინის მოქალაქის ადვოკატი, თუმცა დარწმუნებულია, რომ ამჯერადაც, როგორც წინა შემთხვევაში, ქვეყნის საზღვარი მისთვის ჩაიკეტება.

“ის, რაც გუშინდელ სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში მოხდა, მისი უფლებების უხეში დარღვევაა, რაც მას კონსტიტუციით აქვს მინიჭებული. ეს არა მარტო უფლების დარღვევაა, არამედ სისხლის სამართლის დანაშაულია. იმ ფაქტს, რომ ციხის საავადმყოფო არ არის აღჭურვილი შესაბამისი სამედიცინო ტექნიკით და მას ვერ აღმოუჩენენ სათანადო სამედიცინო დახმარებას, შევაფასებ როგორც წამებას, რომელიც სააკაშვილზე ხორციელდება. თუ ისევ გაგრძელდება მისი უფლებების დარღვევა, ვნახავთ, რომ ამაზე სხვადასხვა ქვეყნებს მწვავე რეაგირება ექნებათ”, – თქვა გრუშოვეცმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი გუშინ გაიმართა. სხდომას თავად მიხეილ სააკაშვილი ვერ დაესწრო, რადგან პენიტენციურმა სამსახურმა მის გადაყვანაზე უარი თქვა. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

გაიმარტივე სტუდენტური ყოველდღიურობა ახალი თიბისი ბარათით
ახალი ამბები

გაიმარტივე სტუდენტური ყოველდღიურობა ახალი თიბისი ბარათით

16:49 11-06-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა ლარიზაციის დინამიკა განახლდა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა ლარიზაციის დინამიკა განახლდა

10:44 11-06-2025
თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

14:18 11-05-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

13:35 11-05-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved