• რეკლამა
  • კონტაქტი
01:56, შაბათი, 27 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,რაც ამ რუკაზეა ასახული, მართლაც სამწუხარო და ტრაგიკული რეალობაა, მაგრამ…” – რას აქვეყნებს კოკო გამსახურდია

ალია ავტორი - ალია
16:27 08-02-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
6,908

პირველი პრეზიდენტის შვილი, კონსტანტინე გამსახურდია რუკის ფოტოს აქვეყნებს და წერს:

,,რაც ამ რუკაზეა ასახული, მართლაც სამწუხარო და ტრაგიკული რეალობაა ჩვენი მრავალატნჯული ერის და მისი ისტორიისა, მაგრამ ეს ყოველივე, როგორც ის დღეს ვრცელდება, მიზნად ისახავს ისტორიის გაყალბებული ვერსიის დამკვიდრებას ხალხში, იმის წინაპირობების მიჩქმალვას, თუ რატომ მოხდა ასე.

ეს ტერიტორიები რუსმა და მათთან ჩაძმობილებულმა და მომავალში ბევრი თვალსაზრისით აღზევებულმა ქართველმა ბოლშევიკებმა გადასცეს თურქეთს, უფრო სწორად, ოსმალეთის იმპერიას, რომელიც ფორმალურად ჯერ კიდევ უნივერსალურ ხალიფატად ითვლებოდა და ბოლო სულთანიც ჰყავდა. (სეკულარული თურქეთის სახელმწიფო ბუნებაში 1923 წლიდან არსებობს ლოზანის კონფერენციის შემდეგ)

ვაჟა-ფშაველა წერდა ქართველი სოცდეკ-ბოლშევიკის გასამათრახებლად დაწერილ ლექსში ამ მართლაც წინასწარმეტყველურ სტრიქონებს:

ჭკუაზე მოსვლის მაგიერ,
გადაირიე თანთანა;
აჩუქებ საქართველოსა,
თუ ვინმემ დაგიკაკანა.

საიდუმლო მოლაპარაკებებში, რომელშიც ჩართული იყო ბოლშევიკთა ელიტა ლენინის, სტალინის და ტროცკის მეთაურობით 1920 წელს, პირდაპირ დაუსვეს ოსმალეთს შეკითხვა, მას შემდეგ რაც ბაქო დაუთმო ბოლშევიკებს და წითელ არმიას და ჯარიც აზერბაიჯანიდან გაიყვანა: რა უნდა გავაკეთოთ, რომ ოსმალეთი არ ჩაერიოს საქართველოს ოკუპაციაში და ხელები დაიბანოს? იქიდან იყო პასუხი: გადმოგვეცეს აღნიშნული ტერიტორიები. მათაც გადასცეს და მშვიდად მოახდინეს ქვეყნის ოკუპაცია 1921 წლის 25 თებერვალს. ამიტომ ამ რუკას უნდა ეწეროს: ოსმალეთის იმპერია (და არა თურქეთი) ოკუპანტის ხელშემწყობი და მასთან გარიგებულია. და თავადაც ოკუპანტი მისივე (ანუ მოსკოველთა) წყალობით გახდა – ეს ტერიტორიები ოფიციალურად გადაეცა.

ეტყობა, ვაჟას ტერმინს თუ გამოვიყენებთ, რაღაცამ მძლავრად “დაუკაკანა” ქართველ ბოლშევიკებს.”

თეგები: კონსტანტინე გამსახურდია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

მოგზაურობის დრო მოვიდა!
ახალი ამბები

მოგზაურობის დრო მოვიდა!

15:56 12-26-2025
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO
ახალი ამბები

საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO

14:51 12-25-2025
ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში
ახალი ამბები

ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში

14:16 12-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved