• რეკლამა
  • კონტაქტი
22:06, შაბათი, 13 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ ვერ იპყრობს კრემლი ბულგარელების, უკრაინელების, ქართველების, სომხების ცნობიერებას

ალია ავტორი - ალია
16:32 05-14-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
79

ცოტა ხნის წინ, ბულგარეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ იარაღის საწყობების აფეთქებაში, რუსული სამხედრო დაზვერვის შემხებლობის ალბათობა დიდია. ეს განცხადება, გახდა კიდევ ერთი რგოლი იმ მოვლენების ჯაჭვში, რომელიც 2018 წელს დიდ ბრიტანეთში, სკრიპალების მოწამვლის საქმემ გამოააშკარავა. ამ წლებში, რუსული სახმედრო დაზვერვის  უკანონო და მომაკვდინებელი საქმიანობის სულ უფრო მეტი დეტალი გახდა ცნობილი. გრუ-ს კვალი აღმოჩენილ იქნა მონტენეგროში წარუმატებელი სახელმწიფო გადატრიალების, ბერლინში საქართველოს მოქალაქის ხანგოშვილის მკვლელობის, კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარების მცდელობის, სხვადასხვა ქვეყნების სახელმწიფო უწყებებზე კიბერ თავდასხმების თუ მრავალ სხვა საქმეში, რომელთა მიზანი მხოლოდ არასასურველი ადამიანების მოშორება და დემოკრატიული ქვეყნების შესუსტებაა.

თუმცა, საბოტაჟების, დესტაბილიზაციის, სამხედრო ინტერვენციის და სხვა ძალადობრივი აქტების გარდა, კრემლს შეიარაღებაში სხვა მეთოდებიც აქვს. ეს გავლენის აგენტების ჩანერგვის, რუსოფილური კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაციების ჩამოყალიბებას და „Русский мир“-ის იდეასთან დაახლოებას გულისხმობს, თანაც ერთმორწმუნოების ეგიდით, რაც ასე გამოსადეგარი აღმოჩნდა ბალკანეთის და არა მარტო ბალკანეთის ქვეყნებში. როგორც გასულმა წლებმა აჩვენა, კრემლმა ბალკანეთის ნახევარკუნძულზე თავისი ინტერესების გასატარებლად, ერთგვარ პლატფორმად სწორედ ეს მეთოდები გამოიყენა. რუსული პოლიტიკური ისტებლიშმენტი ამ არეალს პირველ რიგში  განიხილავს როგორც ერთგვარ პოლიგონს დასავლეთთან თავისი ძალის და კონკურენტუნარიანობის სადემონსტრაციოდ. მოსკოვში არც მალავენ, რომ რუსეთისთვის მთავარი გეოპოლიტიკური მიზანი ნატო-ს  შეკავებაა და პრორუსული ორგანიზაციები ბალკანეთის ქვეყნებში სწორედ ამ მიზანზე არიან კონცეტრირებულნი. ამ ორგანიზაციების უმრავლესობა ნაციონალისტურ და კონსერვატიულ სულისკვეთებას ატარებს, მათი ანტიდასავლური რიტორიკა კი თავისუფლებების შეზღუდვისკენაა მიმართული. ისინი სიძულვილის ენას, შიშების და არადემოკრატიული ფასეულობების გავრცელებას უწყობენ ხელს.  

როგორც ირკვევა, ბალკანეთის მიმართულებით რუსული გავლენების ერთ-ერთი მთავარი ლოკომოტივი ყოველთვის იყო რუსეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი (РИСИ). წლების განმავლობაში, ფაქტიურად, ეს ინსტიტუტი  იდგა ყველა იმ ორგანიზაციისა თუ გავლენის აგენტის უკან, რომლებიც პრორუსულ განწყობებს ავრცელებდნენ და კრემლის მითითებებს ასრულებდნენ. მაგალითად,  ბულგარეთში, არა ერთ ჯაშუშურ სკანდალში გახვეული ორგანიზაცია „რუსოფილის“ თავმჯდომარე ნიკოლაი მალინოვი სწორედ რუსეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის პროტეჟედ ითვლება. ასევე ის აქტიურ კავშირშია რუსულ მონარქისტულ „ორთავიანი არწივის საზოგადოებასთან“, რომლის ხელმძღვანელი დღეს ოლიგარქი კონტანტინე მალოფეევია. ბულგარულ მედიაში გავრცელებული ცნობებით, რუსოფილი მალინოვი და ბულგარეთის ტერიტორიაზე გამოვლენილი არა ერთი ჯაშუში სწორედ რუსეთის საელჩოს „დიპლომატების“ ან საგანმანათლებლო  საფარველ ქვეშ ამოფარებული რუსული ორგანიზაციების დაკვეთით მუშაობდნენ. 

რუსეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი (РИСИ) 1992 წელს შეიქმნა და 2009 წლამდე რუსეთის საგარეო დაზვერვის შემადგენლობაში შედიოდა. ის ახორციელებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ფედერაციის საბჭოს, დუმის, უსაფრთხოების საბჭოს და სხვა და სხვა სამინისტროების ინფორმაციულ უზრუნველყოფას. 2009 წელს მისი დირექტორის პოსტი საგარეო დაზვერვის გენერალ-ლეიტენანტმა ლეონიდ რეშეტნიკოვმა დაიკავა. 

რეშეტნიკოვისაბჭოთა დაზვერვაში და შემდგომ მუშაობის დროს ნამდვილ „ბალკანისტად“ იქცა, როგორც ამბობენ პუტინს მისი როგორც გამოცდილი მზვერავის კავშირები და საკითხის მაღალ დონეზე ცოდნა მოსწონდა. 2015 წელს РИСИ-ს ყოფილმა მეცნიერ-თანამშრომელმა ალექსანდრ სიტინმა გამოაქვეყნა ნაშრომი: „მარცხის ანატომია: კრემლის საგარეო გადაწყვეტილებების მექანიზმის შესახებ“. ის წერდა, რომ РИСИთავისი მოხსენებებით  რფ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ყირიმის რუსეთთან მიერთებაში დაარწმუნა და მხარდაჭერა გამოეცხადებინა პროექტ „ნოვოროსიასთვის“.

თუმცა, მონტენეგროს წარუმატებელი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, რომელშიც როგორც ცნობილია, რუსული დაზვერვის ხელი ერია, რეშეტნიკოვს РИСИ-ს ხელმძღვანელის პოსტი დაატოვებინეს. ახლა ის წიგნებს წერს, ლექციებს კითხულობს, ხოლო კრემლისთვის ანალიტიკური მოხსენებების წერას და სხვა „რამეებს“ ოფიციალურად ჩამოაშორეს. თანაც, მას ხომ ბულგარეთის ხელისუფლებამ, ქვეყანაში ჩასვლა 10 წლით აუკრძალა. РИСИ-დან მოულოდნელი წასვლის შემდეგ რეშეტნიკოვმა ისტორიული განმანათლებლობის საზოგადოება „ორთავიანი არწივი“  შექმნა.   პირველ ხანებში ფორმალურად ხელმძღვანელად კონსტანტინე მალოფეევი ითვლებოდა, ხოლო რეალურად ამ მძლავრი ორგანიზაციის უფროსი გადამდგარი გენერალი რეშეტნიკოვი იყო. ყოფილი მზვერავი, კომუნისტი 30 წლიანი სტაჟით,  განსაკუთრებით ეკლესიური გახდა და რუსეთის მართლმადიდებლური იმპერიის აღდგენის იდეით განიმსჭვალა. 

რაც შეეხება რეშეტნიკოვის მეგობარ მალოფეევს, ბულგარეთში მასაც აღარ უშვებენ. მონარქისტი, გულმხურვალე მართლმადიდებელი ბიზნესმენი, ოჯახის სიწმინდის დამცველი და შეთავსებით პროპაგანდისტული ტელევიზიის „ცარგრადის’ დამფუძნებელი მალოფეევი ასევე ევროპული სანქციების სიაშიც მოხვდა. ის არა მხოლოდ ბალკანეთზე ურევდა სიტუაციას, არამედ ყირიმის ანექსიის საქმეში დიდი როლი შეასრულა. ასევე, რეშეტნიკოვი და მალოფეევი ეხმარებოდნენ არჩევნებზე კრემლის პროტეჟეს სერბეთის რესპუბლიკაში, მილორად დოდიკს.  აღმოსავლეთ ევროპაში მოსკოვის ინტერესების გატარების გარდა ეს ორი ადამიანი  რელიგიით მანიპულირებაშიც საოცრად დახელოვნებულები აღმოჩნდნენ. ამ ნიადაგზე დაუახლოვდნენ ისინი მამა ტიხონს, რომელსაც პუტინის მოძღვარს უწოდებენ და რომელთანაც დონბასში რუსული ინტერვენციის დროს, მალოფეევი თავის მოქმედებებს ათანხმებდა. მალოფეევი დღეისთვის ფლობს 20 კომპანიისგან შედგარ ჰოლდინგს. ის კრიპტო ვალუტით ვაჭრობაშიც იყო შემჩნეული.  რუსული „ბიბისი“-ს ცნობით, კრიპტობირჟის WEX-ის შემქმნელსდაახლოებით 450 მილიონი დოლარის კრიპტოვალუტაში გადარიცხვა იმ საფულეებზე მოუწია, რომლებიც ФСБ-ეს ეკუთვნოდა და ეს აფერა მალოფეევის გავლით მოხდა.

„მართლმადიდებელ რეიდერად“ წოდებულ მალოფეევს არა ერთი დიდი საქველმოქმედო ფონდიც აქვს, სხვათა შორის, მისი ორგანიზაცია ახლო კავშირშია „მსოფლიო საოჯახო კონგრესთან“. აღსანიშნავია, რომ რუსულ მედიაში გავრცელებული ცნობებით, მალოფეევთან ახლო პარტნიორული ურთიერთობები ბიზნესმენ ლევან ვასაძეს ჰქონდა. „ღია მედიაში“ 2020 წელს გამოქვეყნებული სტატიაში ნათქვამია, რომ ორივე მათგანი „როსტელეკომში“ წილებსფლობდა. ასევე, მალოფეევმა მისგან ფეშენებელური რუბლიოვკის შუაგულშიმდებარე დაბა „ლადშაფტში“ 28 მილიონ დოლარად ღირებული მიწის ნაკვეთი და სახლი შეიძინა. 

„არაა აუცილებელი სისხლით რუსი იყო. რუსები არიან ისინი, ვისაც ჩვენი სულის, მსოფლმხედველობის, რწმენის ესმით. ეს შეიძლება იყოს უკრაინელი, ოსი, ებრაელი, სომეხი. მაგრამ თუ კი ის საუბრობს რუსულ ენაზე, ფიქრობს როგორც რუსი, ესე იგი ისიც რუსია.“– ეს კი გენერალ ლეონიდ რეშეტნიკოვის სიტყვებია და როგორც ჩანს, სწორედ, ეს არის იმის მიზეზი, რომ  კრემლი ბულგარელების, უკრაინელების, ქართველების, სომხების თუ სხვების ცნობიერებას სულ უფრო ნაკლებად იპყრობს…და ეს არის მიზეზი იმისა, რატომაც რეშეტნიკოვის და მსგავსი პერსონაჟების იდეები სისრულეში ვეღარსდროს მოვა.

გოდერძი ჩანქსელიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

„პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ აქციონერთა სტრუქტურაში ცვლილებები განხორციელდა
ახალი ამბები

„პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ აქციონერთა სტრუქტურაში ცვლილებები განხორციელდა

13:12 09-12-2025
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს “ჯაზი და ღვინო კახეთი”
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს “ჯაზი და ღვინო კახეთი”

12:32 09-11-2025
მოემზადე რთველისთვის გორგიასთან ერთად
ახალი ამბები

მოემზადე რთველისთვის გორგიასთან ერთად

21:19 09-10-2025
Tester’s Day 2025 – თიბისის მხარდაჭერით, მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ღონისძიება გაიმართა
ახალი ამბები

Tester’s Day 2025 – თიბისის მხარდაჭერით, მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ღონისძიება გაიმართა

15:48 09-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved