• რეკლამა
  • კონტაქტი
13:33, პარასკევი, 3 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ უპირისპირდება ნათია ჯანაშია იუსტიციის საბჭოს წევრს არჩილ კოჭლამაზაშვილს? – გიორგი კაპანაძე სავარაუდო მიზეზებს განმარტავს

ალია ავტორი - ალია
11:44 04-03-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
57

“ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია” – აფბას მიერ გავრცელებულ განცხადებიდან ცნობილი ხდება, რომ “ბრიტანულ-ქართულ აკადემიის“ 30 პროცენტიანი წილის მფლობელი, ნათია ჯანაშია და ამავე აკადემიის 70 პროცენტიან აქციონერს, „საქართველოს განათლების ჯგუფს“ ლონდონის სასამართლოში უჩივის.

საჩივარში, გარდა კონკრეტული დავის საკითხებისა, ნათია ჯანაშია საქართველოს ხელისუფლებასა და საქართველოს სასამართლო სისტემას, პრაქტიკულად, მოსამართლეთა მთელ კორპუსს უპირისპირდება და უნდობლობას უცხადებს.

აფბას ხელმძღვანელი გიორგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ სარჩელში გამოყენებული ნარატივი ეწინააღმდეგება დავის სამართლიანად წარმოების ფუნდამენტურ პრინციპებს და სიყალბის ტირაჟირებას ემსახურება.

„რასაკვირველია, ასეთი მოსაზრების ქონა ქალბატონ ნათია ჯანაშიას უფლებაა, მაგრამ ის, რაც სარჩელის ამ პუნქტის შემდგომ ნაწილში ნათია ჯანაშიამ წარმოაჩინა, ნათლად მეტყველებს მისი ჩანაფიქრის ფიქციურობაზე და ქმედების არაკეთილსინდისიერებაზე. კერძოდ, მოსამართლეები, რომლებიც საქართველოში მისი სარჩელები განიხილეს, ცილისწამებით, ყოველგვარი საფუძვლისა და მტკიცებულებების გარეშე დააკავშირა სხვა მოსამართლეებს, რომელთა მიმართაც ბრიტანეთის, აშშ-ს და უკრაინის ხელისუფლებებმა სანქციები გამოიყენეს. უფრო მეტიც, სარჩელში ნათია ჯანაშია მიუთითებს, რომ მთელი სასამართლო სისტემა არის კორუმპირებული,“ – განმარტავს კაპანაძე.

სარჩელში წერია, რომ „მოსამართლეები, არჩილ კოჭლამაზაშვილი და ლაშა თავართქილაძე მუშაობენ იმ სისტემაში, რომლის მთავარი მოქმედი პირები დასანქცირებულები არიან აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის და უკრაინის ხელისუფლებების მიერ. 2025 წლის 2 აპრილს, დიდი ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობის და განვითარების სამინისტრომ სანქციები დაუწესა ორ სასამართლო ფიგურას, მიხეილ ჩინჩალაძეს და ლევან მურუსიძეს. მოსარჩელეს (ნათია ჯანაშიას) სჯერა, რომ სასამართლო სისტემაში არსებული ზეგავლენებისა და გავლენების ჯაჭვის გათვალისწინებით, ასევე სასამართლო დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით საერთაშორისო შეშფოთების ცნობაში მიღებით, საქართველოში მისი საქმეების სამართლებრივი საფუძვლების მიხედვით განხილვას არანაირი გონივრული პერსპექტივა არ აქვს.“ (ციტატის დასასრულისარჩელის ამონარიდიდან).

გიორგი კაპანაძისთვის სარჩელის ეს პუნქტები ცილისმწამებლურია. „დაადანაშაულო მოსამართლეები არაკეთილსინდისიერებასა და ეჭვქვეშ დააყენო მათი დამოუკიდებლობა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი საქართველოს სასამართლოში მუშაობენ და მოსამართლეები არიან, სიყალბე და თაღლითობაა. ნათია ჯანაშიას სარჩელით გამომდინარეობს, რომ საქართველოს ყველა მოქმედი მოსამართლე არალეგიტიმიურია, რადგან სასამართლო სისტემის რამდენიმე მოსამართლე უკრაინამ ან თუნდაც ბრიტანეთმა დაასანქცირა“, – ასკვნის აფბას ანალიტიკოსი.

აფბას ინფორმაციით ბ-ნი არჩილ კოჭლამაზაშვილი, უზენაესი სასამართლოს უვადოდ არჩეული მოსამართლე და იუსტიციის საბჭოს წევრია, ხოლო ბ-ნი ლაშა თავართქილაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნული მოსამართლეა. არცერთი მათგანი სასანქციო სიებში არ არის.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:38 04-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved