• რეკლამა
  • კონტაქტი
02:48, ორშაბათი, 6 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ უფასურდება ლარი და ვინ შოულობს დიდ ფულს კურსის თამაშით? – რას ეუბნება „ალიას“ ოთო აბესაძე?

ალია ავტორი - ალია
11:10 09-04-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
14,515

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ესაუბრება  ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი, ოთო  აბესაძე.

– ოთო, საკმაოდ დიდი ხნის წინ ამბობდი, რომ ლარი გაუფასურდებოდა და ასეც მოხდა. რა არის ამჯერად ამის მიზეზი?

– 12 აგვისტოს, 40 მილიონი დოლარი რომ იყიდა  ეროვნულმა ბანკმა,  მაშინ   ბაზრიდან, ბრუნვიდან  ლარის ხელოვნურმა  ამოღებამ თავისი შედეგი გამოიღო.   ეს 40 მილიონი რომ იყიდეს, მაშინ ვთქვი, რომ შემოდგომით ლარი გაუფასურდება-მეთქი და ასეც მოხდა – 3 კვირაში 19 თეთრით გაუფასურდა ლარი. ახლა ეროვნულმა ბანკმა 40 მილიონი დოლარი გამოიტანა გასაყიდად  და გაყიდა  მხოლოდ 32 მილიონი. ჯერ ყიდვა რა იყო და მერე გაყიდვა, ვერ გავიგე. ეს არის ჩვეულებრივი უხეში ჩარევა სავალუტო ბაზარზე, ჩვეულებრივი სპეკულაცია,  რომელიც აზიანებს პროცესს.  ჩემი პროგნოზით,  კურსი დადგება დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში, საშუალოდ, დაახლოებით  1$- 2.80-2.90 ლარი. 32 მილიონი დოლარის გაყიდვა, ვერ ამყარებს ლარს, ფაქტია სახეზეა. ეროვნული ბანკის ქმედებებს რა დავარქვა, არ ვიცი, ეკონომიკურ  ენაზე ამას ახსნა არ აქვს.

– გამოდის, ლარის კურსს ხელოვნურად ათამაშებენ და ამით ვიღაცები დიდ ფულს შოულობენ?

– გამოდის კი არა, ეგრეა. ეს არის ფინანსური მანიპულაციები, ინსაიდერულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ხდება ლარის კურსის ხელოვნური ცვლილებები და უზარმაზარ, კოლოსალურ მოგებას ნახულობენ გაურკვეველი წარმოშობის ადამიანები. ამ დროს ხალხი ზარალობს.

– ბანკები შოულობენ ფულს ამ მანიპულაციებით თუ კერძო და სხვა  იურიდიული პირები, რომელთაც დიდი თანხები გააჩნიათ?

– არა, არანაირი ბანკები. კონკრეტული ადამიანები შოულობენ ფულს, რომელთაც აქვთ დიდი ოდენობით  ქეში, ეს საქმე აქვთ ბიზნესად ქცეული, აქვთ ინფორმაცია, ვალუტის კურსი როდის აიწევს, როდის დაიწევს და შესაბამისად, დოლარს  ხან ჰყიდიან, ხან – ყიდულობენ.

– ბანკების მეშვეობით ყიდულობენ თუ ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში?

– ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. როდესაც ხელში ვალუტა გიჭირავს, დოლარი გიჭირავს, ნებისმიერი ბანკი, ნებისმიერი ფინანსური ორგანიზაცია და სავალუტო ჯიხური მიიღებს,  რადგან ვალუტის ყიდვა-გაყიდვით ისინიც მოგებას ნახულობენ.

თეგები: ოთო აბესაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved