• რეკლამა
  • კონტაქტი
06:47, შაბათი, 28 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ სურს ყველას უეცრად თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება საქართველოსთან?

ალია ავტორი - ალია
12:46 03-06-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

რატომ სურს ყველას უეცრად თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება საქართველოსთან? – ამ სათაურით ამერიკული Forbes-ი სტატიას აქვეყნებს.

„საქართველო მხარდამჭერია ავღანეთში ამერიკის, სადაც ომი მიმდინარეობს და რომლის დასრულებაც ერთხელ და სამუდამოდ ტრამპს სურს. რას ფიქრობთ ამის სანაცვლოდ მათთვის რაიმე საფასურის გადახდას? ეს გარიგების ნაწილია“, – წერია სტატიაში.

ნოემბერში ფლორიდელმა ყოფილმა კონგრესმენმა ჯეიმს ბაჩუსმა საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების სასარგებლოდ დაწერა: „მათთან შეთანხმება დაარწმუნებს სხვა ქვეყნებს რეგიონში, რომ აშშ-ი აგრძელებს შესთავაზოს მათ ავტორიტარული რეჟიმების მორჩილების ალტერნატივა, რომელიც მათ ირგვლივაა და აშინებს“, – კონგრესმენმა რუსეთზე მიუთითა.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო საბჭოთა რუსეთმა დაიპყრო 1921 წელს და ქვეყანამ მხოლოდ 1991 წელს მოახერხა დამოუკიდებლობის აღდგენა. „თუმცა, რუსები 2008 წელს დაბრუნდნენ და არალეგალურად დაიკავეს საქართველს ტერიტორიები სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთის რეგიონი.

საქართველოს ეკონომიკა ძირითადად მომსახურების, ტურიზმის, ნედლი მასალის, ღვინისა და მცირე წარმოებისგან შედგება. ის მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების ინდექსის მიხედვით, 7-ზე ადგილზეა მსოფლიოში“, – აღნიშნულია სტატიაში.

საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების იდეა ჯერ კიდევ ობამას ადმინისტრაციის დროს 2015 წელს გაჩნდა კონგრესმენების ოფისებსა და ვაშინგტონის გავლენიანი ორგანიზაციების მაგიდებზე. აღნიშნული შეთანხმების საქართველოსთან გაფორმების საკითხის წამოჭრა დაემთხვა რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიას. იმპერიოდისთვის საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება მიჩნეულ იქნა როგორც პოლიტიკურ, ასევე კომერციულ ნაბიჯად, რათა ამერიკული ბიზნესშესაძლებლობების და უსაფრთხოების უზრუნველყოფა მომხდარიყო.

„პრეზიდენტ ტრამპის პერიოდში, ჩვენ დავინახეთ შესაძლებლობა, რომ ამ სავაჭრო შეთანხმებით საქართველოს ეკონომიკა მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან დაკავშირებულიყო“ – განაცხადა Forbes-სთან ინტერვიუში საქართველოს დესპანმა აშშ-ში გიორგი ციკოლიამ.  

მისივე თქმით, სავაჭრო შეთანხმება სარგებელს მოიტანს ორივე ქვეყნის ბიზნესებისთვის და ამერიკულ კომპანიებს უფრო მარტივი წვდომის საშუალებას მისცემს ევრაზიაში 8 ჩაკეტილ ქვეყანაზე, რომელთა საერთო ბაზარი დაახლოებით 2 მილიარდს შეადგენს.

როგორც ორგანიზაცია PwC-ის 2018 წლის კვლევაშია აღნიშნული, აშშ-ის ექსპორტის მოცულობა საქართველოში 20%-ით გაიზრდება სამი წლის მანძილზე, თუ მსგავსი შეთანხმება გაფორმდებოდა ქვეყნებს შორის.

ციკოლიას თქმით კი საქართველოში უკვე არის 270-ზე მეტი ამერიკული კომპანიაა, ძირითადად სტუმართმასპინძლობის, ენერგეტიკისა და პორტის ლოგისტიკის სფეროებში.

„თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება უფრო მეტ უცხოელ ინვესტორს წაახალისებს წავიდნენ საქართველოში“, – განაცხადა Heritage Foundation-ის უცხოური პოლიტიკური მეცნიერებების დირექტორმა ლუკ კოფიმ. მისი მოსაზრებით, აშშ-საქართველოს სავაჭრო გარიგება არის ორივე მხარისთვის მომგებიანი. ამასთან, იგი აძლიერებს აშშ-ის პოზიციებს რეგიონში და ეხმარება საქართველოს განავითაროს თავისი ეკონომიკა დასავლურ კაპიტალისტურ დემოკრატიებთან მჭიდრო კავშირით.

Forbes-ის სტატიაში მიმოხილულია ასევე, აშშ-საქართველოს სავაჭრო ბრუნვის მონაცემები. როგორც ავტორი წერს, საქართველომ 2015 წელს აშშ-დან 340 მლნ დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განახორციელა, 2019 წელს კი ეს მაჩვენებელი 768 მლნ დოლარამდე გაიზარდა. ხოლო აშშ-ის მიერ საქართველოდან იმპორტი გასულ წელს 152 მლნ დოლარი იყო, მაშინ როდესაც 2015 წელს 181,1 მლნ დოლარს შეადგენდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს

18:34 03-26-2026
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე –  დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან
ახალი ამბები

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე – დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან

18:10 03-25-2026
კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”
ახალი ამბები

კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”

16:32 03-25-2026
ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ამბები

ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

13:56 03-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved