• რეკლამა
  • კონტაქტი
21:04, ოთხშაბათი, 20 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ საუბრობენ მესამე ტალღაზე და რატომ არ უნდა გაიხსნას ახლა საველე ჰოსპიტლები? – ზაზა წერეთელი

ალია ავტორი - ალია
01:25 12-09-2020
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
27

„ალიას“ ესაუბრება ზაზა წერეთელი – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ჩრდილოეთის განზომილების ჯანდაცვის პარტნიორობის საექსპერტო ჯგუფის კოორდინატორი, ბარენც-ევროარქტიკული საბჭოს „ახალი ტექნოლოგიების და ჯანდაცვის სისტემის მოწყობა მცირედ დასახლებულ ტერიტორიებზე“ პროგრამის კოორდინატორი. შეგახსენებთ, ბატონი ზაზა ესწრებოდა, საკოორდინაციო საბჭოს იმ სხდომებს, სადაც მიწვეულნი იყვნენ ექიმები.

– საველე ჰოსპიტალის მომხრე იყავით?

– არა და გეტყვით რატომ, ფსიქოლოგიური მომენტით დავიწყოთ, ხვალ რომ გამოვაცხადო, რომ მე ვხსნი საველე ჰოსპიტალს, ეს ნიშნავს იმას, რომ მე ვფიქრობ, ხვალიდან 30-60 ათასი პაციენტი მეყოლება ყოველდღიურად და თან ძალიან მძიმე. ეს ნიშნავს, რომ ხელი მაქვს ჩაქნეული. როცა ის გახსნეს იტალიელებმა და ესპანელებმა, არ იცოდნენ მაშინ რა ხდებოდა, როგორ ვირუსთან ჰქონდათ საქმე და უეცრად 100 ათასობით ავადმყოფი აღმოაჩნდათ. თავიდან, როცა ვირუსზე ცოტა რამ იყო ცნობილი, ბევრი პაციენტი პნევმონიით ეგონათ ავად და გვიან მიხვდნენ, რომ ვირუსი იყო, კატასტროფული რაოდენობა ჰყავდათ ავადმყოფების, საავადმყოფოებში ინფექცია გავრცელდა, ამიტომ  გახსნეს საველე ჰოსპიტალი, არ იყვნენ მზად. 9 თვით მერე, როცა მსოფლიომ მეტ-ნაკლებად ისწავლა დაავადების მართვა, ახლა რომ თქვა, მე დღეს საველე ჰოსპიტალს ვხსნიო, ეს ნიშნავს, რომ ხელი ჩაიქნიეთ. მაშინ რად მინდა შეზღუდვები? ანუ, ვეუბნებით, რომ იარე, მაქვს ჰოსპიტალი და ამ საველე ჰოსპიტალში მოხვდებით. საველე ჰოსპიტალის  გახსნა ნიშნავს, რომ არ ვიცავთ წესებს და ვაღიარებთ, რომ გვეყოლება 50 000 აავდმყოფი და თან მძიმე…

– როგორ გგონიათ, ვისი იყო რეგულაციების პროექტი, გამყრელიძის უწყების, თუ პრემიერის?  ვინ წარადგინა?

– წარმოადგინა პროექტი პრემიერმა.  პრემიერი მოყვა, იქ ისხდნენ გამყრელიძე, იმნაძე, იყო ჯანდაცვის მინისტრი, ვიცე-პერმიერი, მაია ცქიტიშვილი, ფინანსთა მინისტრი იყო და კიდევ რამდენიმე, ექიმი. პრემიერმა წარმოადგინა პროექტი სამივე შეხვედრაზე. მხოლოდ მეოთხე შეხვედრაზე, სადაც ბიზნესს ხვდებოდნენ, ჯერ ამირან გამყრელიძეს მისცა სიტყვა, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დაესახელებია და მერე ისევ პრემიერმა წარმოადგინა პროექტი.

– ზოგი საუბრობს მესამე ტალღაზე, ყველა ქვეყანამ უშველა თავს, მეტნაკლებად და რა პროგნოზი გაქვთ, საქართველოსთან მიმართებაში?

– გეთანხმებით, მართლაც ყველამ უშველა თავს და ძალიან მწყდება გული. ბევრ ქვეყანას ვაკვირდებოდი, მათ შორის მოლდავეთს, სადაც დიდი პროექტი მქონდა და მოლდავეთი ჩვენზე უფრო ღარიბი ქვეყანაა ნამდვილად, ჩვენზე სუსტი ჯანდაცვის სისტემა აქვთ ასევე. მოლდოვეთი გვისწრებდა, ათჯერ მეტი შემთხვევა ჰქონდა, ახლა ჩვენ გადავასწარით მოლდოვეთს…

– მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ზაფხულში ძალიან ცოტა შემთხვევა გვქონდა, მაშინ როცა მათ ზაფხულში ათასობით ინფიცირებული ჰყავდათ. რისი ბრალია ეს, მხოლოდ აჭარის?

– ყველაზე დიდი პრობლემა გამოჩნდა აჭარაში – კერძოდ, გამოჩნდა მთავარი პრობლემა, რომ იმ სამი თვის განმავლობაში ძალიან ცოტა რამე იყო გაკეთებული. ყველამ იცოდა, რომ ზაფხულში ხალხი წავიდოდა აჭარაში… როცა იცი, რამდენი ხალხი წავა აჭარაში, სისტემა უნდა გაამზადო იქ ისე, რომ იყო მზად და რა მოხდა? – მაშინ აღმოჩნდა, რომ ის სამი თვე, ალბათ, არაფერი გაკეთებულა, რადგან ლაბორატორია, რომელმაც დაიწყო ანალიზების მიღება, გაიჭედა. ვერ აუვიდა იმდენი ანალიზის მიღებას. ესე იგი, ისიც კი არ გქონდა დათვლილი, რაღაცა რომ მომხდარიყო, რამდენი ანალიზის გაკეთება დაგჭირდებოდა დღეში. რაც შეეხება მესამე ტალღას – 6-7 პანდემია გვახსოვს და თითქმის ყველას 2 ტალღაზე მეტი არ ჰქონია. რატომ ფიქრობენ ამ შემთხვევაში მესამე ტალღას, გეტყვით – მთელი მსოფლიოა ჩაკეტილი თითქმის ეს 2-3 თვე, ცხადია, ეს შეამცირებს შემთხვევების რაოდენობას თებერვლის ბოლომდე, თუ გავაგრძელებთ ჩაკეტვებს მარტში და აპრილშიც, მაშინ შეიძლება მესამე ტალღა არც იყოს, თუ იანვრის ბოლოს შეასუსტებენ ქვეყნები შეზღუდვებს, შეიძლება ისევ დაიწყოს ზრდა. ამიტომ საუბრობენ მესამე ტალღაზე, თორემ, ისე, რაც კი იყო პანდემიები, სამი ტალღა არ ყოფილა, მეორე  ტალღა იყო ყველაზე ძლიერი და მესამე, თითქმის არ ყოფილა.

– თუმცა, ეპიდემიურ წესებს და კანონებს, ეს ვირუსი არ ემორჩილება ბოლომდე, ზაფხულში უნდა ყოფილიყო კლება, მაგრამ ცხელ ქვეყნებშიც კი არ იყო ის კლება, რასაც ელოდნენ…

– ხო, დადის ჭორები, რომ შეიძლება ხელოვნურად შექმნილი ვირუსია…  თუ ხელოვნურად შექმნილია, არ დაემორჩილოს, შეიძლება…

– ასევე ამბობენ, რომ შეიძლება უშვილობა გამოიწვიოს, ნერვული სისტემის და თავის ტვინის პრობლემები.

– არა, უშვილობაზე ნამდვილად არაფერი გამიგია, მაგრამ ის, რომ გართულებას ტოვებს ღვიძლზე, თირკმელზე, დეპრესიულ ფონს ტოვებს, კი, გიდასტურებთ და უშვილობაზე, ნამდვილად არ გამიგია.

თამო კეშელავა, ალია

თეგები: ზაზა წერეთელიკორონავირუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025

ბიზნესი

ალტას განახლებული პლატფორმა: შეიძინე სასურველი ტექნიკა კიდევ უფრო კომფორტულად
ახალი ამბები

ალტას განახლებული პლატფორმა: შეიძინე სასურველი ტექნიკა კიდევ უფრო კომფორტულად

16:55 08-20-2025
თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით კესო ლალიაშვილი
ახალი ამბები

თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით კესო ლალიაშვილი

13:53 08-20-2025
თიბისი კონცეპტის და Visa-ს ულიმიტო ქეშბექი სითი მოლში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის და Visa-ს ულიმიტო ქეშბექი სითი მოლში

13:17 08-20-2025
თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით
ახალი ამბები

თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით

14:34 08-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved