• რეკლამა
  • კონტაქტი
21:08, ორშაბათი, 13 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ მიაქვთ იერიშები ირანს და პაკისტანს ერთმანეთის ტერიტორიაზე

ალია ავტორი - ალია
18:00 01-18-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,883

16 იანვარს ირანმა პაკისტანის ტერიტორიაზე ბელუჯების პოზიციებზე სარაკეტო იერიში მიიტანა, რის გამოც პაკისტანმა თავისი საჰაერო და სახმელეთო სივრცის დარღვევისთვის ოფიციალური განმარტება მოითხოვა. 18 იანვარს პაკისტანის სამხედრო ძალები ირანის ტერიტორიაზე საზღვართან მდებარე სისტან-ბელუჯისტანის რეგიონის ერთ-ერთ სოფელში რაკეტები ჩამოაგდო. პაკისტანის მტკიცებით ამ სოფელში ბელუჯების გათავისუფლების ფრონტის ტერორისტები იმალებოდნენ და ისინი კვლავ პატივს სცემენ ირანის ისლამური რესპუბლიკის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ირანმა და პაკისტანმა ორი დღის მანძილზე ერთმანეთის ტერიტორიაზე სარაკეტო თავდასხმები განახორციელეს, რომელთა პირდაპირი სამიზნეები ბელუჯების სტრატეგიული პოზიციები იყო, თუმცა იერიშების ფონზე ირანსა და პაკისტანს შორის ურთიერთობა დაიძაბა.

პაკისტანსა და ირანს 900-კილომეტრიანი საზღვარი აკავშირებთ, რომლის ორივე მხარეს ბელუჯებით დასახლებული რეგიონები – პაკისტანის ბელუჯისტანი და ირანის სისტანი-ბელუჯისტანი მდებარეობს. ბელუჯებს ორივე სახელმწიფოში სეპარატისტული მოძრაობა აქვთ და შესაბამისად, როგორც ირანი, ისე პაკისტანი ბელუჯებს უკვე მრავალი წელია ებრძვიან.

16 იანვარს ირანის თავდასხმის შემდეგ ირანის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ამ ოპერაციით ისინი მხოლოდ პაკისტანის ტერიტორიაზე ირანელ ტერორისტებს უსწორდებოდნენ. ამ თავდასხმამ პაკისტანში პროტესტის დიდი ტალღა წარმოშვა, რადგან ის არღვევდა საერთაშორისო სამართალს და აჩენდა საფრთხეებს პაკისტანისა და ირანის ორმხრივ ურთიერთობაში.

დაახლოებით ერთი თვის წინ ირანმა ინფორმაცია გაავრცელა, ბელუჯების სუნიტურმა ტერორისტულმა ორგანიზაციამ ჯაიშ ალ-ადლმა ირანის სისტანი-ბელუჯისტანის რეგიონში პოლიციის შენობაზე ტერაქტი განახორციელეს, რასაც 11 ირანელი პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა. პაკისტანში ჯაიშ ალ-ადლის პოზიციებზე თავდასხმა ტერაქტის საპასუხო ქმედებაა, თუმცა სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით ირანმა და პაკისტანმა საჰაერო დარტყმების განხორციელება ერთმანეთის გაფრთხილების გარეშე გადაწყვიტეს.

ირანის სტრატეგიული პოლიტიკა ისრაელი-ჰამასის ომის მიმდინარეობის პარალელურად მრავალმხრივ გააქტიურდა. პაკისტანში ჯაიშ ალ-ადლის სამიზნეებზე თავდასხმამდე ერთი დღით ადრე ირანმა ბალისტიკური რაკეტები ერაყის და სირიის მიმართულებით ისროლა, რომლის მიზნადაც ისრაელის ჯაშუშების ბაზის განადგურება დაასახელა.

ისრაელი-ჰამასის ომის კონტექსტი უკვე პალესტინურ ტერიტორიებს გასცდა და მთელს ახლო აღმოსავლეთს მოიცავს. ისრაელს და დასავლურ სამიზნეებს რეგიონში ირანი და ირანის მიერ მართული ორგანიზაციები, როგორებიცაა ჰამასი, ჰეზბოლა და ჰუსიტები, ესხმიან თავს. ისრაელი-ჰამასის ომის მასშტაბი ირანს შესაძლებლობას აძლევს უფრო თამამად და პროაქტიულად დაესხას თავს მისი საზღვრების გარეთ მდებარე სამიზნეებს.

“თუ არ შეიზღუდება ირანი და მისი მარიონეტული ძალები, მათთვის აღარ იარსებებს ფასი, რისი გადახდაც მსგავსი თავდასხმებისთვის მოუწევთ” – ამბობს Carnegie Endowment for International Peace-ის ექსპერტი კარიმ სადჯადპური.

მისი თქმით, ირანი ცდილობს რეგიონის უკიდურესი დაძაბულობით ისარგებლოს და მაქსიმალურად შეავსოს “ძალის ვაკუუმები” რეგიონული ჰეგემონიისთვის, რაც ადრე გაცილებით უფრო ძვირი დაუჯდებოდა.

წყარო: „ტაბულა“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როგორ უნდა გაზარდო ბინის დღიურად გაქირავება 50 პროცენტით – პროფესიული ხრიკები
ახალი ამბები

როგორ უნდა გაზარდო ბინის დღიურად გაქირავება 50 პროცენტით – პროფესიული ხრიკები

21:00 04-13-2026
კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?
ახალი ამბები

კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?

16:09 04-13-2026
​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026
ახალი ამბები

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026

21:02 04-12-2026
როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved