პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი:
,,ხვალ, 31 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი ახალ ბრალდებაზე. მას წაყენებული აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლი სასამართლო დარბაზში ნათქვამი ფრაზის – “ბიძინა ივანიშვილი უნდა დაემხოს” გამო.
გილოცავ საქართველო – ბიძინა ივანიშვილი, ამჯერად უკვე ოფიციალურად, აღიარებულია არა მხოლოდ ქვეყნის მმართველად, არამედ თავად სახელმწიფოდ და კონსტიტუციად!
გასაგებია რომ ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების ნაწილი და თვით ოპოზიციონერი ლიდერების უმრავლესობა, იმ არნახულ უსამართლობაზე რაც ბაჩო ახალაიას და მის ოჯახს 2012 წლიდან თავს დაატყდა, დუმილს არჩევენ მიუხედავად იმისა რომ იციან სიმართლე.
იმის გარკვევა თუ რა არის ამ დუმილის მიზეზი, ძალიან შორს წაგვიყვანს და ამაზე სხვა დროს დავწერ. დღეს მხოლოდ ერთი შეკითხვა მაქვს ამ მდუმარებაში მყოფ ადამიანებთან: შეუძლებელია არ გესმოდეთ ამ ფრაზის “ბიძინა ივანიშვილი უნდა დაემხოს” გამო 317-ე მუხლით ბრალის წაყენების უზარმაზარი პოლიტიკური მნიშვნელობა. რატომ არ აკეთებთ ამაზე ცალკე განცხადებას?! რატომ ხართ ჩუმად პოლიტიკოსებო, ვისაც ეს გეხებათ?! არ გრცხვენიათ?!
სიმართლე ისედაც გაირკვევა ადრე თუ გვიან და ამ სამარცხვინო დუმილსაც თავისი სახელი დაერქმევა აუცილებლად!“














კომენტარები