• რეკლამა
  • კონტაქტი
01:34, შაბათი, 24 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

​რატომ დუმს კონსილიუმი? რატომ არ უტალახებთ კარს შესაბამის უწყებებს! აგვიანებთ, ძალან აგვიანებთ – პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

ალია ავტორი - ალია
17:50 11-14-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

როგორც ექიმი, როგორც მოქალაქე და ჰუმანური ადამიანი კატეგორიულად მოვითხოვ მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებელ გადაყვანას მულტიპროფილურ კლინიკაში! – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პედიატრი ინგა მამუჩიშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციაზე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს. 

ინგა მამუჩიშვილი იმ საფრთხეებზე ამახვილებს ყურადღებას, რაც შიმშილობის 45-ე დღეს მესამე პრეზიდენტს ემუქრება და პასუხისმგებელ პირებს გამოფხიზლებისკენ მოუწოდებს. 

“დრო აღარ ითმენს! როგორც ექიმი,როგორც მოქალაქე და ჰუმანური ადამიანი კატეგორიულად მოვითხოვ მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებელ გადაყვანას მულტიპროფილურ კლინიკაში! რატომ დუმს კონსილიუმი??? თქვენ დასკვნა დადეთ და ვალდებული ხართ აღასრულოთ თქვენი მოთხოვნა! რატომ არ უტალახებთ კარს შესაბამის უწყებებს!!! აგვიანებთ,ძალან აგვიანებთ,აღარ არის ბჭობის,ინტერვიუების,პოსტების დრო…

შიმშილობის 45-ე დღეა და ბავშვმაც კი იცის რა საშიშროებასთან გვაქვს საქმე! დავანებოთ თავი იმას,რომ ის მესამე პრეზიდენტია,რომ უდიდესია მისი ღვაწლი ამ ქვეყანაში!!!ძალადობით ვართმევთ ადამიანს სიცოცხლეს,რისი უფლებაც მას კონსტიტუციურად აქვს მინიჭებული!!! აცნობიერებთ რას აკეთებთ? ვითარება მძიმდება ყოველდღიურად,წუთებია მისი სიცოცხლის გადამწყვეტი,რა დროს პოლიტიკური ჯიბრია,ქვეყანა თუ გიყვართ,იმაზე მაინც იფიქრეთ რომ ასამარებთ ქვეყნის რეპუტაციას მსოფლიოს წინაშე!!! არცერთი მოქალაქის სიცოცხლის მოსპობა არ მიღირს რუსეთის საამებლად! ნუთუ ასე გიყვართ პუტინი??? გასაოცარია! დროულად გამოფხიზლდით ყველა, ვინც პასუხისმგებელია მესამე პრეზიდენტის სიცოცხლეზე!!! რა უსულგულობაა,რა უღმერთობაა!! მძიმე პაციენტი ფაქტიურად ერთი საკნიდან მეორეში გადაიყვანეთ, სადაც არ არსებობს ამ სიმძიმის ექვივალენტური სერვისები პაციენტის დახმარების აღმოსაჩენად! ყოველ წუთს უნდა ველოდეთ კომატოზური მდგომარეობის განვითარებას,იქ კი წნევის გაზომვის გარდა არანაირი სხვა შესაძლებლობა არ აქვთ!!! იმოქმედეთ,ეს დღესვე უნდა მოხდეს,სასწრაფო წესით!!! ეს უკვე ტრაგედიაა!!!არაადამიანური,არაჰუმანური გამოხმაურებები არ მჭირდება!!! არც სისხლიანი 9 წელი არ ახსენოთ,გაცვდა ეს თემა უკვე!!! #დუმილიკლავს #სასწრაფოდგადაიყვანეთ”,- წერს ინგა მამუჩიშვილი Facebook-ზე. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის
ახალი ამბები

WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის

17:22 01-23-2026
თიბისი კაპიტალმა 2025 წლის შემაჯამებელი მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წლის შემაჯამებელი მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

16:43 01-22-2026
2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად
ახალი ამბები

2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად

14:24 01-22-2026
თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება

14:04 01-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved