• რეკლამა
  • კონტაქტი
15:18, სამშაბათი, 17 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ ჩამოვიდა ალიევი ნაჩქარევად თბილისში და რატომ გაიქცა ღარიბაშვილი ფაცი-ფუცით უნგრეთში?

ალია ავტორი - ალია
16:09 11-01-2022
- ახალი ამბები, ექსკლუზივი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,054

ანი დვალიშვილი

რატომ არ იცოდა პრეზიდენტმა ალიევის ვიზიტის შესახებ?… სალომე ზურაბიშვილი ხელს მხოლოდ „ქართული ოცნებისკენ“ რომ იშვერს, აზერბაიჯანისკენაც უნდა გაიშვიროს, პრეზიდენტი რომ მოდის ქვეყანაში, იქაური პროტოკოლი აქაურს რატომ არ უკავშირდება და ადმინისტრაციას რატომ არ აქვს ურთიერთობა, ეგეც საკითხავია… უკვე ყველამ ვიცით, რომ ალიევი არ ჩამოსულა ზურაბიშვილთან სასაუბროდ და ჩამოვიდა კონკრეტული მიზნით – მას უნდა ენახა ღარიბაშვილი და ამ ვიზიტის შემდეგ, ივანიშვილის პრემიერი უნდა წასულიყო უნგრეთში, სადაც ვიქტორ ორბანს უნდა შეხვედროდა. ჩახედეთ განრიგს, არც საქართველოში ალიევის ვიზიტი და არც უნგრეთში ღარიბაშვილის წასვლა, 2 კვირის წინაც კი არ იყო გათვლილი თუ დათვლილი. არადა, როგორც წესი, პრემიერებსა და პრეზიდენტებს შორის ვიზიტი ორი კვირით ადრე კი არა, შესაძლოა ერთი და ორი წლით ადრეც გაიწეროს. ჰოდა, ალიევის ნაჩქარევი ვიზიტი და შემდეგ არანაკლებ ფაცი-ფუცით პრემიერის წასვლა უნგრეთში, ერთი დიდი ისტორიაა. ალიევით დავიწყოთ.

ნიკოლ ფაშინიანი მზად არის, რუსი სამშვიდობოები ყარაბახის კონფლიქტის ზონაში კიდევ 20 წლის განმავლობაში დატოვოს, რასაც ადგილობრივი ოპოზიცია ეწინააღმდეგება და ამბობენ, რომ ამ ნაბიჯით, ფაშინიანი სომხეთს ევროპულ მომავალს უკლავს. მეორეს მხრივ, ფაშინიანმა დაინახა, რომ რუსეთის გარეშე არათუ არსებობა უჭირს, არამედ ტერიტორიების შენარჩუნებაც არ შეუძლია, დასავლეთს კი ახლა ყველაზე ნაკლებად სწორედ სომხეთისთვის სცალია. აზერბაიჯანს კი აქვს რესურსი, რომლითაც არამარტო რუსეთთან, არამედ მთელ ევროპასთან ვაჭრობს. კომპანია „სოკარი“ ერთ-ერთ მძლავრ კორპორაციად ჩამოყალიბდა და ამ კომპანიის ბენზინგასამართი სადგურები ევროპის მასშტაბითაა მოფენილი. როგორც გვეუბნებიან, რუსეთს უჭირს ევროპაში მისი მხარდამჭერი სახელმწიფოების რჩენა და ერთ-ერთი მათგანი 10-მილიონიანი უნგრეთია. სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, უნგრეთს ის გამოარჩევს, რომ იქ მოსახლეობის 98% უნგრელია და გადაწყვეტილებებსაც სხვანაირად აღიქვამენ. დღეის მდგომარეობით, ქვეყნის პრემიერ ვიქტორ ორბანს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მხარდაჭერა აქვს საგარეო პოლიტიკასთან მიმართებაში, რომელიც რუსეთისთვის სანქციების დაწესებას არ ეთანხმება და სწორედ ამიტომ, უნგრეთი რუსეთისგან გაზს შეუფერხებლად იღებს, თუმცა…

„გაზის უდიდესი ნაწილი ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის მიდის. ამიტომ, თუ აზერბაიჯანი საქართველოს და რუმინეთის გავლით მოგვაწვდის ელექტროენერგიას, ჩვენ გაზის დიდ მარაგს დავზოგავთ“,-განაცხადა ორბანმა ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ. გამოდის, რომ ოფიციალურად, ალიევი საქართველოში იმიტომ ჩამოვიდა, რომ ღარიბაშვილს უნგრელი კოლეგისათვის აღნიშნული შეთავაზება გაეკეთებინა, მაგრამ… უფრო მარტივი ხომ იქნებოდა, ალიევი პირდაპირ უნგრეთში წასულიყო? ჰოდა, ძაღლის თავიც სწორედ აქაა დამარხული. ვინც არ იცის, ვეტყვით, რომ აზერბაიჯანს რეალურად ელექტროენერგიის მიწოდება დღეის მდგომარეობით, უბრალოდ, არ შეუძლია. მეტიც, მეზობლები ელექტროენერგიის არც თუ მცირე ნაწილს ჩვენგან ყიდულობენ, ისევე როგორც თურქეთი და რუსეთიდან შემოსული ელექტროენერგიაც აზერბაიჯანსა და თურქეთში გადის. გამოდის, საქართველომ უნგრეთს აზერბაიჯანული კი არა, რუსული ელექტროენერგია უნდა მიაწოდოს და დაარქვას აზერბაიჯანული. ეს რომ ასე იქნება და აზერული მხარე ამ ყველაფერს „დაიბრალებს“, ალიევმა პირადად დაადასტურა, რის შემდეგაც ღარიბაშვილი უნგრეთში გაემგზავრა და შეთანხმებაც შედგა. რატომ ჩამოვიდა ალიევი საქართველოში და რატომ არ შეიძლებოდა ამ ყველაფრის სატელეფონო საუბრით მოგვარება? იმიტომ, რომ დასავლეთი უსმენს ყველას და ყველაფერს და ტყეში, ქარსა და ხოშკაკალში ჩატარებული პრესკონფერენციაც ამის მანიშნებელი იყო – ლიდერები გავიდნენ ადგილზე, სადაც არავინ ელოდა და პირისპირ ისაუბრეს მოწმეების გარეშე. ის, რომ შეხვედრაზე ჩანდა სულხან პაპაშვილიც, ეს არ ნიშნავს მხოლოდ ბიზნესმენის გამოჩენას – პაპაშვილი წლების განმავლობაში იყო ედუარდ შევარდნაძის დაცვის უფროსი და იყო მაშინ, როცა აზერბაიჯანში ჰეიდარ ალიევი პრეზიდენტობდა და მემკვიდრედ ილჰამს ამზადებდა. ცნობისათვის, ბიზნესში პირველი ნაბიჯები პაპაშვილმა სწორედ აზერბაიჯანის მიმართულებით გადადგა და ამიტომ, ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებში, ის ბოლო კაცი ნამდვილად არ არის.

ოპოზიცია კი მიხვდა, ორბანის მიერ „ოცნების“ ქება და ევროპის კრიტიკა, აქაოდა, უსამართლოდ მოიქცნენ, როცა კანდიდატის სტატუსი უკრაინას და მოლდოვას მიანიჭეს და საქართველოს არაო, რაღაცის მანიშნებელი რომაა, მაგრამ ბოლომდე ვერც ხვდებიან, რაშია საქმე და ამიტომ, მოზომილ კომენტარებს აკეთებენ. მითუმეტეს, თავის დროზე სააკაშვილმა თქვა, ორბანი ჩემი მეგობარიაო და ახლა მეგობარმა უგანა. უფრო ზუსტად, უნგრეთის პრემიერი ყოველთვის იქცევა ისე, როგორც თავად აწყობს და ახლა ის პერიოდია, რომ ორბანს საქართველოს მოფერება აწყობს და ეფერება კიდეც.

ამ ყველაფრის ფონზე, რუსეთმა მობილიზაციის დასრულების შესახებ გააკეთა განცხადება და საქართველოში ჩამოსული დეზერტირები ისტორიულ სამშობლოს ნელ-ნელა უბრუნდებიან. მართალია, ზოგიერთ მათგანზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მაგრამ როგორც რუსეთში მაცხოვრებლები გვეუბნებიან, სამართალდამცავები ამ ამბავს დაივიწყებენ და მათ დაბრუნების ნებას მისცემენ, თუმცა, ნაახალწლევს, ახალი მობილიზაცია გამოცხადდება, ოღონდ სხვანაირი – სამართალდამცავები წვევამდელებს ჯერ სახლებში დაუვლიან და გაიწვევენ, შემდეგ კი მობილიზაციას გამოაცხადებენ. ამ ყველაფერს კი იმიტომ ვამბობთ, რომ თუ ვინმეს იმედი აქვს,  ომი წელს დასრულდება, გაუცრუვდება. უკრაინის ხელისუფლება არ მალავს, რომ ომს მანამ აპირებს, სანამ ყველა დაკარგულ მიწას არ მიიერთებს და რუსეთი კი… რუსეთი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ომი რაც შეიძლება დიდ ხანს გაიჭიმოს, გაიწელოს და მივიღოთ დაახლოებით ისეთი სურათი, როგორიც ამ ეტაპში მაგალითად სირიაშია – თითქოს სირია არავის ახსოვს, მაგრამ იქ დღემდე ომია.

თეგები: ილჰამ ალიევიირაკლი ღარიბაშვილისალომე ზურაბიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025
„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025
“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
ახალი ამბები

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

20:25 06-02-2025
აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:37 06-17-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე, ცხრა წლის მანძილზე ყველაზე მეტი ბიზნესი დარეგისტრირდა
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე, ცხრა წლის მანძილზე ყველაზე მეტი ბიზნესი დარეგისტრირდა

13:11 06-17-2025
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მაცხოვრებლებისთვის
ახალი ამბები

სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მაცხოვრებლებისთვის

12:46 06-17-2025
თიბისი IT აკადემიის ყველაზე მოთხოვნად კურსებზე რეგისტრაცია იწყება
ახალი ამბები

თიბისი IT აკადემიის ყველაზე მოთხოვნად კურსებზე რეგისტრაცია იწყება

15:25 06-16-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved