• რეკლამა
  • კონტაქტი
13:41, ორშაბათი, 30 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ აღარ უნდა ივანიშვილს თორნიკე რიჟვაძის თანამდებობაზე დარჩენა და რა ბედი ელის ბათუმის მერს?

ალია ავტორი - ალია
19:39 08-14-2022
- ახალი ამბები, ექსკლუზივი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33,959

ლევან ჯავახიშვილი

აჭარის სახელისუფლებო კულუარებში, უკვე აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ რეგიონის მმართველს, თორნიკე რიჟვაძეს წყალი აქვს შემდგარი და ბიძინა ივანიშვილი მალე დაატოვებინებს პოსტს. მიზეზად ის სახელდება, რომ დღეს აჭარას მართავს ორი კლანი. ერთის სათავეში დგანან თორნიკე რიჟვაძე და მამამისი, დავით რიჟვაძე. მეორეს სათავეში კი ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი. ის თორნიკე რიჟვაძის მეჯვარე გახლავთ, უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებსაც ერთად იღებენ, შეხმატკბილებულად მოქმედებენ, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს სწორედ ეს არ მოსწონს. კი, დღეს ორი კლანი შეთანხმებულად მართავს აჭარას, მაგრამ არავინ იცის, მათ შორის, როდის მოხდება დაპირისპირება და განხეთქილება. ეს თუ მოხდა, კლანის ხელმძღვანელები და წევრები ერთმანეთის ჩასაძირად კომპრომატებს გაასაჯაროებენ, ერთმანეთს „შავ პიარს“ აუგორებენ და სწორედ ეს არ უნდა ივანიშვილს, რადგან ამ კომპრომატებს შორის, დიდი შანსია, ისეთი ინფორმაციებიც გასაჯაროვდეს, რომელიც თავად ივანიშვილს, „ქართული ოცნების“ იმ ლიდერებს დააზარალებს, ვინც მისი გარემოცვის წევრებად ითვლებიან. ივანიშვილის შიში გასაგებია. სუს-ის უფროსის მოადგილემ, სოსო გოგაშვილმა ბევრი ინფორმაცია გაასაჯაროვა, მათ შორის, გრიფით „საიდუმლო“ და „სრულიად საიდუმლო“. ამან დიდი რეპუტაციული დარტყმა მიაყენა ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“, სხვაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ცხადია, ივანიშვილს არ სურს, თუ „კომპრომატების ომი“ დაიწყო აჭარაში, სუს-ის აჭარის სამმართველოდან საიდუმლო ინფორმაციებმა გაჟონოს.

ივანიშვილს სურს, ერთმა კლანმა მართოს აჭარა, ერთმმართველი სჭირდება რეგიონში, რომელიც ყველაფერს გააკონტროლებს საკუთარ გუნდთან ერთად და არავის არაფერს შეუთანხმებს, გარდა ბიძინა ივანიშვილისა. აქვე ვიტყვი, რომ ამ ეტაპზე ამ ორ კლანს შორის, უფრო ძლიერი არჩილ ჩიქოვანის კლანია. მასთან შეთანხმების გარეშე, თორნიკე რიჟვაძე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს არ იღებს. აჭარაში ამბობენ, რომ ჩიქოვანს ამხელა ძალაუფლება იმიტომ აქვს, რომ ის სუს-ის კადრია. ჩიქოვანს „აჭარის რუხ კარდინალს“ ეძახიან. რიჟვაძის გადაყენებას, მის ადგილას ახალი კადრის მოსვლას, ავტომატურად მოჰყვება არჩილ ჩიქოვანი მერის პოსტიდან წასვლა, რადგან მისი კლანი დაიშალოს. არჩეული მერია ჩიქოვანი? რა პრობლემაა, დააწერინებენ გადადგომის შესახებ განცხადებას და წავა. მერე, ჩაატარებენ ვადამდელ არჩევნებს და აირჩევენ ახალ, ივანიშვილისთვის სასურველ მერს. ივანიშვილთან თორნიკე რიჟვაძის პროტეჟედ კახი კალაძე ითვლება. კალაძე რომ ენერგეტიკის მინისტრი იყო, რიჟვაძე მის მოადგილედ მუშაობდა. ამბობენ, რომ ახლო მომავალში, თავად კალაძეს მოუწევს თორნიკე რიჟვაძისთვის იმის თქმა, რომ დატოვოს თანამდებობა, ირაკლი ღარიბაშვილი, რიჟვაძის გადაყენების საქმეში ხელს არ გაისვრისო. იმასაც ამბობენ, რომ ამის შემდეგ, თორნიკე რიჟვაძეს ისევ ენერგეტიკის სექტორში დააბრუნებენ.

ნეპოტიზმმა დაღუპვის პირას მიიყვანა ეს ქვეყანა. სახელმწიფო სამსახურებში ნათესაობით, ნაცნობ-მეგობრობით სამსახურებში ხალხის მიღება, მაღალ პოსტებზე დანიშვნა, გზას უკეტავს უფრო ღირსეულ პროფესიონალებს და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რომ ხალხი გარბის ამ ქვეყნიდან. განათლებული და პროფესიონალი ხალხი გარბის და თუ ასე გაგრძელდა, თორნიკე რიჟვაძეები დარჩებიან ქვეყანაში, რომლებიც კითხვაზე, რუსეთმა დაიწყო ომი თუ უკრაინამ, გეტყვიან, რომ ეს დარგის სპეციალისტებს უნდა ჰკითხოთ. რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ, რაც თორნიკე რიჟვაძემ თქვა, იმგვარი სისულელე საქართველოს ხელისუფლების არც ერთ სხვა წარმომადგენელს არ უთქვამს. მე ვიტყვი, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებს შორის, თორნიკე რიჟვაძე ყველაზე კომიკური ფიგურაა და აჭარაშიც ასე აღიქვამენ. მას „ღლაპს“ და „მამიკოს ბიჭს“ ეძახიან. ასეთ უავტორიტეტო ადამიანს არ უნდა ჩააბარო მაღალი თანამდებობა და მით უმეტეს, აჭარაში, ამხელა რეგიონში, პირველკაცად არ უნდა დანიშნო.

თეგები: თორნიკე რიჟვაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს

18:34 03-26-2026
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე –  დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან
ახალი ამბები

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე – დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან

18:10 03-25-2026
კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”
ახალი ამბები

კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”

16:32 03-25-2026
ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ამბები

ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

13:56 03-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved