• რეკლამა
  • კონტაქტი
12:58, ოთხშაბათი, 4 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„რასაც ვამბობდით, ყველაფერი დადასტურდა! აი, რა უნდა გააკეთოს ოპოზიციამ“ – გიორგი გუგავა

ალია ავტორი - ალია
20:31 07-28-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
352

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება „ლეიბორისტული პარტიის“ გენერალური მდივანი, გიორგი გუგავა:

– ფაქტობრივად, აღარავინ დავობს იმაზე, რომ გოგაშვილის დაჭერის რეალური მიზეზი ის არის, რომ  ალაპარაკდა. მაფიოზური დუმილის – „ომერტას“ წესი დაარღვია და ამიტომ ისჯება. ვინც ქვეყანას აქცევდა მასთან ერთად და ჩუმად არიან, იმათ ხმას არავინ სცემს. ახლა მას ყველაზე მაგრად ის ხალხი ლანძღავს, ვინც თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობისა და ახმედ ჩატაევის სამარცხვინო სპეცოპერაციის მერე, გოგაშვილს კბილებით იცავდა. რა მოხდება?

– სწორედ აღნიშნეთ სიცილიურ მაფიას ჰქონდა „ომერტას კანონი“ და ვინც მას დაარღვევდა, ის სამაგალითოდ უნდა დასჯილიყო, რათა მაფიის სხვა წევრს არ გაემეორებინა იგივე, არ ემხილებინა მაფიის დანაშაულებრივი საქმიანობა. „ქართული ოცნება“ იქცევა, როგორც კრიმინალური სინდიკატი, მაფიოზური გაერთიანება. გოგაშვილი ჩუმად რომ ყოფილიყო, ესენი არ ემხილებინა, არც მას გასცემდნენ ხმას, ისევე როგორც იმ ხალხს არაფერი მოკითხეს დღემდე, ვინც ეს ქვეყანა გაძარცვა და ამოაგდო. დიდია ბიბლიური ჭეშმარიტება – „არ არს დაფარული, რაც არ განცხადების და საცნაურ არ იქნების“. მართლა ყველაფერი გაცხადდა, რასაც ვამბობდით. არჩევნების ტოტალურ გაყალბებაზე, ამომრჩევლის მოსყიდვაზე, ხმების სანაცვლოდ ციხეებიდან კრიმინალების გამოშვებაზე თუ მათთვის სასჯელის შემსუბუქებაზე, არჩევნებში სუს-ის და მთელი სახელისუფლებო რესურსის ჩართულობაზე. სუსი-ი წარმართავდა მთელ საარჩევნო პროცესს. არჩევნების ტოტალური გაყალბება მეტი კი არაფერია? სუს-ი აკონტროლებს ყველას და ყველაფერს ამ ქვეყანაში. სუს-ი არის მთავარი იარაღი ბიძინა ივანიშვილის ხელში. სუს-ი ყველას უსმენს, დასდევს, უთვალთვალებს, აშანტაჟებს, პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს ანეიტრალებს, ცსკო-ს და სხვა დონის საარჩევნო კომისიებს, „ქართული ოცნებისა“ და მისი სატელიტი პარტიების საკრებულოს კანდიდატობის წევრებს ის არჩევს, მერე აყალბებს არჩევნებს და მეტი კი არაფერია ტოტალური სახელმწიფო. ან ამდენი აგენტი საიდან არის ამ პატარა ქვეყანაში, მიდრეკილება ხომ არ გვაქვს ამ აგენტობისადმი? ეს რა უბედურებაა? კატასტროფა ხდება ჩვენს თავს. ისტორიაში რომ არ წაგვიკითხავს, იმ სახის ჰიბრიდული რეჟიმი დაგვატყდა თავს და ეს პირდაპირ გუდავს სახელმწიფოს.

– ოპოზიციურ პარტიებს პატარა მიზეზი მიეცემათ თუ არა, აქციას – აქციაზე აწყობენ. ამ დღეებში არჩევნების მართლა ტოტალური გაყალბების უტყუარი მტკიცებულებები გამოქვეყნდა, რომლებიც ადასტურებს, რომ ყველაფერში სუს-ი იყო ჩარეული. 1000 კაცი მაინც შეეკრიბათ და სუს-თან ან ცსკო-სთან ერთი აქცია გაემართათ?

– რა თქმა უნდა, რაც ბოლოს არჩევნების გაყალბებაზე მასალები გამოქვეყნდა, რეაგირება უნდა ყოფილიყო. რასაც ჩვენ ვამბობდით, ყველაფერი დადასტურდა. აი, რა უნდა გააკეთოს ოპოზიციამ. არჩევნების გაყალბების ფაქტი დადასტურდა, პარლამენტი არ არის ხალხის არჩეული და ლეგიტიმური, შესაბამისად, ამ პარლამენტის არჩეული მთავრობაც არალეგიტიმურია. შესაბამისად, ჩვენ ამ არალეგიტიმური პარლამენტიდან გამოვდივართ, ვტოვებთ მას და მოვითხოვთ, შეიქმნას გაერო-ს სპეციალიზირებული საგამოძიებო კომისია, რათა გამოძიებულ იქნას არჩევნების გაყალბების დანაშაულებრივი სქემები. აი, ეს უნდა უთხრან ქართველს ხალხს, საერთაშორისო საზოგადოებას და ასე უნდა მოიქცნენ ის დეპუტატები, რომლებიც ამ გაყალბებული არჩევნებით შექმნილ პარლამენტში შევიდნენ. საერთაშორისო მდგომარეობა და ვითარება ახლა ისეთია შექმნილი, ეს ფაქტი დააჩქარებდა ბიძინა ივანიშვილისა და ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის სანქცირებას და ამ ხელისუფლების მშვიდობიან ჩამოშლას. მაგრამ ვუყურებთ და არაფერს აკეთებენ ოპოზიციონერები, კომენტატორებად იქცნენ, მხოლოდ კომენტარებს აკეთებენ და ამას რაღა კომენტირება უნდა? ფაქტები ყველაფერზე ისედაც მეტყველებენ, ყველაფერი ღიად და აშკარად ჩანს. მოქმედება და საქმიანი ლაპარაკია ახლა საჭირო და არა არაფრის მომცემი კომენტარები. ტაქტიკური ლავირება მოახდინო, ეს ხდება პოლიტიკაში, მაგრამ მუდმივად ხელისუფლების თამაშს რომ თამაშობს, ამას სხვა რამ ჰქვია. ამას ხალხი კარგად ხედავს და იმახსოვრებს.

თეგები: გიორგი გუგავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

ჩაირთე სილქფესტის აქციით ულიმიტო კომბინაციები, სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის აქციით ულიმიტო კომბინაციები, სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტები სპეციალურ ფასად!

12:37 02-04-2026
„ფონდმა ნატახტარმა“ საზოგადოებას 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
ახალი ამბები

„ფონდმა ნატახტარმა“ საზოგადოებას 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

16:50 02-03-2026
ბიზნესების საქმიანობის გასამარტივებლად, ახალი ფუნქციონალები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

ბიზნესების საქმიანობის გასამარტივებლად, ახალი ფუნქციონალები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

14:37 02-03-2026
თიბისი კაპიტალმა გაცვლითი კურსის ბიზნეს სტრატეგიის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა გაცვლითი კურსის ბიზნეს სტრატეგიის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა

11:23 02-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved