• რეკლამა
  • კონტაქტი
06:38, ორშაბათი, 6 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რას საქმიანობდა ირაკლი შოთაძე სილქნეტში? – კომპანიის განცხადება

ალია ავტორი - ალია
12:51 02-20-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
78

კომპანია “სილქნეტი” ირაკლი შოთაძის საქმიანობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს:

“ირაკლი შოთაძეს სს „სილქნეტის“ იურიდიული კონსულტანტის პოზიციაზე შრომითი ხელშეკრულება გაუფორმდა 2019 წლის 15 თებერვლიდან, რამდენიმე თვის შემდეგ, რაც მან დატოვა საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობა და მუშაობდა სილქნეტში 2020 წლის თებერვლამდე.

ირაკლი შოთაძესთან  შრომითი ხელშეკრულების გაფორმება მოხდა იმის გამო, რომ მას გააჩნდა მაღალი პროფესიული კვალიფიკაცია, რათა გაეწია კომპანიისთვის კონსულტაციები ისეთი იურიდიული საკითხების თაობაზე, რაც სილქნეტისთვის და ზოგადად სატელეკომუნიკაციო სექტორში მომუშავე კომპანიებისთვის წლების განმავლობაში პრობლემურ საკითხს წარმოადგენდა. ეს მოიცავს სატელეკომუნიკაციო სექტორის რეგულირების სამართლებრივ საკითხებს, ბაზარზე სხვადასხვა უკანონო ქმედებებთან ეფექტიანი ბრძოლის სამართლებრივ გზებს, მათ შორის, საავტორო უფლებების დარღვევის, ასევე ტელე და ინტერნეტ სივრციდან უკანონო და პირატული კონტენტის აღმოფხვრის მიმართულებით.

მისი, როგორც სახელმწიფო სექტორში მოღვაწე იურისტის, ხანგრძლივი გამოცდილება სასარგებლო იყო კომპანიისთვის ამ საკითხების ეფექტიანად გადასაჭრელად.  ბატონ შოთაძესთან ხელშეკრულების გაფორმების  შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე მოხდა მისი შეხვედრა და გასაუბრება სამეთვალყურეო საბჭოს წევრებთან, მათ შორის საბჭოს დამოუკიდებელ წევრთან, ბატონ თედ ჯონასთან, რომელიც ასევე გამოცდილი და პატივცემული იურისტია. ირაკლი შოთაძის კვალიფიკაციის, გამოცდილებისა და ცოდნის გათვალისწინებით, ვინაიდან არ არსებობდა რაიმე პრინციპული წინააღმდეგობა ბატონი შოთაძის დაქირავებისთვის კომპანიის სამართლებრივი საკითხების კონსულტანტად, კომპანიამ მიიღო მისი სამსახურში მიღების გადაწყვეტილება და კმაყოფილი დარჩა მის მიერ შესრულებული სამუშაოთი.”- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved