“შემიძლია, ჩარტერული რეისი მადაგასკარზეც დავნიშნო” – ამბობს Georgian Airways-ის დირექტორი, თამაზ გაიაშვილი თბილისი-მოსკოვი-თბილისის პირდაპირ რეისზე ტაბულასთან საუბრისას.
ტაბულამ გაიაშვილს ჰკითხა, რატომ დანიშნა ავიაკომპანიამ პირდაპირი ფრენა მოსკოვის მიმართულებით. გაიაშვილის განმარტავს, რომ ფრენა ჩარტერული რეისი იყო. კითხვაზე კი, თუ რატომ წაიშალა კომპანიის Facebook-გვერდზე ფრენასთან დაკავშირებით პოსტი, გაიაშვილი პასუხობს, რომ ის “აღარ იყო საჭირო, თავისი მოსჭამა”.
Georgian Airways-მა 28 იანვარს თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენა ჩანიშნა.
“ძვირფასო მგზავრებო, გაცნობებთ, რომ ჯორჯიან ეარვეისი შეასრულებს პირდაპირ რეისს თბილისი-მოსკოვი-თბილისი, 28 იანვარს!” – ეწერა განცხადებაში.














კომენტარები