• რეკლამა
  • კონტაქტი
00:12, სამშაბათი, 24 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რას ატყუებენ კახა კალაძეს

ალია ავტორი - ალია
20:23 10-20-2022
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
8,821

ლევან ჯავახიშვილი

საზოგადოების  საკმაოდ დიდი ნაწილი მოითხოვს, რომ თბილისის მერმა, კახა კალაძემ აიღოს პასუხისმგებლობა ვაკის პარკის ტრაგედიაზე და გადადგეს. იმას არავინ ამბობს, რომ კალაძეს უშუალოდ მოუძღვის დანაშული იმაში, რომ აუზში დენმა გაჟონა,  მაგრამ უსაფრთხოების ნორმები  რომ არ იყო დაცული, ეს პირადად კალაძისა და მისი გუნდის  დანაშულია. აუზის რეაბილიტაცია კერძო კომპანიამ შეასრულა, მაგრამ ის ექსპლუატაციაში თბილისის მერიამ  მიიღო, კახი კალაძემ ტრაგედიის წინა დღეს საზეიმოდ გახსნა აუზი, რაც თავისთავად ნიშნავს, რომ მერიის ის სამსახურები, რომელთაც აუზის უსაფრთხოების ნორმების კონტროლი ევალებოდათ, დარწმუნებულნი იყვნენ, რომ აუზი უსაფრთხო იყო ყველა პარამეტრით. სამწუხროდ, ასე არ იყო და ხალხი, შესაბამისად, კალაძეს ჰკიდებს პასუხისმგებლობას.

კალაძეს უამრავი დამცველი გამოუჩნდა და ეს არც გამკვირვებია. მედიით,  სოციალური ქსელებით გაჩაღდა კალაძის დაცვის  კამპანია და ეს დამცველები აცხადებენ, რომ ის არ უნდა გადადგეს. ბევრი ამბობს, რომ  კახა კალაძე დამოუკიდებელი საქართველოს ხანმოკლე  ისტორიაში   თბილისის  საუკეთესო მერია. ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ  კალაძე ბევრ გაჭირვებულს ეხმარება. ვაღიარებ, რომ კახი კალაძეს გულწრფელი მომხრებიც ჰყავს. ეს ხალხის მის გვერდით იდგა ყოველთვის და გადადგება თუ არა, მაინც  მის გვერდით დარჩებიან. თუმცა, ასეთები ცოტანი არიან. უმეტესობა, ვინც კალაძეს იცავს, „ქართლი ოცნების“ მხარდამჭერები არიან, მათ შორის, ე.წ. ესპერტები, რომლებიც ერთნაირად ერკვევიან მსოფლიო გეოპოლიტიკის ასპექტებში,  ბირთვულ შეიარაღებასა  და  ვაკის  პარკის  აუზის ელექტრო უსაფრთხოების საკითხებში. მე ჩემი პოზიცია მაქვს. კალაძემ უნდა იტვირთოს პოლოტიკური პასუხისმგებლობა, უნდა გადადგეს და ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ  მერე თბილისის მერის ვადამდელი არჩევნები დაინიშნება, სადაც ოპოზიციას გამარჯვების შანსი ექნება. სიმართლე გითხრათ, კალაძე თუ გადადგა, სულ ფეხებზე მკიდია, ოპოზიცია მოიგებს თუ არა მერის ვადამდელ არჩევნებს, რადგან ვერც იმ ოპოზიციაში ვხედავ ქვეყნის, თბილისის და ხალხის მოყვარულ ძალებს. ეს ქვეყანა, მისი ყველა ქალაქი და რაიონი, ყველას გასაძარცვად და გასამდიდრებლად სჭირდება. ვინც დღეს ოპოზიციაშია, მათი უმეტესობა უკვე იყო ხელისუფლებაში „ნაცმოძრობის“ რეჟიმის დროს, მათ დროსაც ამავე მიზეზით იხოცებოდა ხალხი თბილისშიც და რეგიონებშიც, მაგრამ დასჯილი მაღალი დონის  ჩინოვნიკი არ მახსენდება. კალაძის მომხრეებიც ამას „აწვებიან“ – თქვენ დროს თუ არ იღებდნენ ამ პოლიტიკურ პასუხისმგებლობს პოლიტიკური ფიგურები, რაღა კალაძემ უნდა აიღოსო? ის კი ავიწყდებათ, რომ კახა კალაძის გადადგომას, მარტო „ნაცები“ და მათი განაყოფები არ ითხოვენ. ის ხალხიც ითხოვს, ვინც „ნაცების“ წინააღმდეგ  ბრძოლაში დაიღლა. კახი კალაძის დამცველების უდიდესი ნაწილი პოლიტიკურ დავალებას ასრულებს. „ქართულ ოცნებას“ ანუ ბიძინა ივანიშვილს არ სურს კალაძის გადადგომა, შესაბამისად, თბილისის მერის ვადამდელი არჩევნები. ეს ხალხი ყველას თავგამოდებით იცავენ, რომელთა გადადგომასაც ხალხი ითხოვს. ცდილობენ, ყველაფერი პოლიტიკურ კონტექსტში გადაიტანონ, რომ  გადადგომას ხალხი კი არა, „ნაცები“ ითხოვენ და სისხლიანი „ნაცების“ გადასაყენებელი ჩინოვნიკები „ქართულ ოცნებს“ არ ჰყავს. კალაძესაც ვინც იცავს, მისი რეალური მოყვარე და გულშემატკივარი, მათგან რამდენიმე ათასი კაცია, დანარჩენები ფასიანი „გამპრავებლები“ და სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებული ხალხია. კარგი, არ გადადგა კალაძე, დარჩა პოსტზე და მარიტა მეფარიშვილის სიკვდილის გამო,  „მეისრეებმა“ აგეს პასუხი. ეს საქმეც ჩაიფარცა, როგორც აქამდე ბევრი დანაშული ჩაფარცხულა და გავაგრძელეთ ცხოვრება. გადის 3-4 თვე და ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ მის პოლიტიკურ გეგმებში კალაძის მერად დარჩენა აღარ შედის, უთხრა, გადაექიო და კალაძე გადადგა. დღეს ვინც კალაძეს იცავს და თბილისის საუკეთესო მერს ეძახის, აი, იმ ხალხიდან რამდენს ეყოფა გამბედაობა, რამდენი ეტყვის მედიით,  სოც-ქსელით ივანიშვილს, შენ ხომ არ აფრენ, რატომ გადააყენე კახი, თბილისის საუკეთესი მერი იყოო. იტყვიან, რომ ბიძინა ივანიშვილი მართალია, კალაძე დიდი არაფერი მერი  იყო და თბილისს ახალი და უფრო კარგი  მერი სჭირდება. მიდით,  დავუშვათ ისიც, რომ კალაძემ წინააღმდეგობა გაუწია ბიძინა ივანიშვილს და მისი ოპონენტი გახდა. რა მოხდება შემდეგ? ბიძინა ივანიშვილი გამოუფენს კალაძეს მერიის კორუფციულ სქემებს-ტენდერებს, გამარტივებული წესით ერთ პირთან გაფორმებულ კონტრაქტებს, მოკლედ, სისხლის სამართლის დანაშაულის შემცველ  მასალებს და გამოძიებაც დაიწყება მის წინააღმდეგ. კალაძის დისკრედიტაციისთვის  გამოფენენ კალაძისა და მისი საძმაკაცოს მიერ, კაპიკებად ხელში ჩაგდებულ სახელმწიფო ქონებას, მათ ფეშენებელურ სახლებსა და აგარაკებს. გამოფენენ კალაძის ენერგეტიკის მინისტრობისას მის მიერ ჩადენილ ბევრ უკანონობას. რას იზამს ის ხალხი, ვინც დღეს კალაძეს იცავს?  მიწაში ჩადებენ, დამარხავენ, ათრევენ, გაუხსენებენ 2 ავტოგოლს, რომლებიც საქართველოს ნაკრების კარში გაიტანა. იტყვიან, რომ უწიგნურია, პოლიტიკისა და თბილისის მართვისა არაფერი გაეგება და ბიძინა ივანიშვილი შეცდა, როდესაც ის თავის გუნდში მიიწვია. გაუხსენებენ, რომ  მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო კამპანიაში იყო ჩართული 2007 წელს, რომ მათთან ერთად ფეხბურთს თამაშობდა, შეფარული „ნაცია“ და აქამდე მალავდა. მისი ხისტი რიტორიკა „ნაცების“ მიმართ, ამ საფარველის ნაწილი იყო. ჰო, აუცილებლად იტყვიან იმას, რომ უმადური კაცია, სამტრედიელი ხიხო ივანიშვილმა ჯერ დეპუტატად, მერე მინისტრად, ბოლოს მილიონ ნახევრიანი დედაქალაქის მერად დანიშნა და ამან კი არ დაუფასა. გაუხსენებენ „ნაცების“ პრემიერ-მინისტრთან, ზურაბ ნოღაიდელთან ბიზნეს-პარტნიორობას და ბოლოს იცით, რას იტყვიან? ეგ მაშინ იყო დასაჭერი, როდესაც ვაკის პარკის აუზში,  13 წლის ანგელოზივით გოგო, მარიტა მეფარიშვილი  დაიღუპა და ეს კი სკამს გამოეკიდა, არც კი  გადადგა მერის პოსტიდან, როცა ამას ხალხი მოითხოვდაო. მერე  ბავშვის მკვლელსაც  დაუძახებენ კალაძეს და ამას მშვიდად გააკეთებს  ეს შუბლზე ძარღვგაწყვეტილი ხალხი.  კი, ამ ყველაფერს ის ხალხი იტყვის, ვინც დღეს თავგამოდებით იცავს კახი კალაძეს და ლამის  სუპერმენად მიიჩნევენ.

ჰოდა, ეს პარტიული აქტივისტები და სხვა „გამპრავბლები“ ჩაკვდით, ვისაც ერთი ადგილიც არა გაქვთ, ბიძინა ივანიშვილზე ერთი გადაკრული სიტყვა თქვათ, ივანიშვილზე, რომ ლაპარკობთ, ჩურჩულებთ, როდესაც ზიხართ, ლამის ფეხზე ადგეთ შიშით.  რომელი ერთი გავიხსენო, თავის დროზე ცაში რომ აგყავდათ და მერე ძირს ათრიეთ მხოლოდ იმის გამო, რომ ივანიშვილი მათ დაუპირისპირდა – ირაკლი ღარიბაშვილი,  გიორგი მარგველაშვილი, გიორგი კვირიკაშვილი,  დიმიტრი ქუმსიშვილი, გიორგი ქობულია, სალომე ზურაბიშვილი… გიორგი გახარია შს მინისტრად როდესაც დანიშნეს, ზეცით მოვლენილს ეძახდით, ეს კაცი ღმერთმა გამოგვიგზავნა, ამან „ნაცები“ უნდა დაამთვროსო.  2019 წლის 20 ივნისს, როდესაც რუსთაველზე ხალხი დაარბიეს და სამ ადამიანს თვალები დასთხარეს, ხალხი გახარიას გადადგომას მოითხოვდა, პირველად „ალიამ“ უწოდა „თვალთხარია“ და გაზეთის პირველ გვერდზე შთამბეჭდავი კოლაჟიც გავუშვით.

აღარ მოვყვები, რედაქციაში რამდენი ადამიანი რეკავდა, რას გვწერდნენ სოციალურ ქსელში და რა ტალახს გვესროდენ, ამ უსამართლო რეაქციებზე დიდი ხანია იმუნიტეტი გვაქვს. ასე იყო სააკაშვილის დროსაც, პირველი მერცხალი იყო „ალია“, მისი საჯაროდ კრიტიკა რომ დაიწყო და მიშას ის ფანები რა დღეში იყვნენ, დღეს „ალიას“ რომ ეუბნებიან, უიიი, „ოცნებას“ რომ აკრიტიკებთ, „ნაცები“ გინდააათ? მოკლედ, გახარიას დავუბრუნდეთ ისევ. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები კბილებით იცვდნენ, ასეთი შ.ს. მინისტრი ლავრენტი ბერიას მერე არ ღირსებია საქართველოს, რა უნდა გადადგეს, თქვენ ხომ არ აფრენთო? მერე ბიძინა ივანიშვილის ვახო გომელაურს დაუპირისპირდა ნიკა მელიას დაკავების ფორმებთან და ვადებთან დაკავშირებით  უკვე პრემიერ-მინისტრი გახარია და გადადგა. იმ ხალხმა, ვინც ადრე იცავდა, დედა უტირა, ათრიეს და ბევრი უკადრებელი აკადრეს. ბოლოს „ნაცების“ პარტნიორად გამოიყვანეს ის კაცი, რომელსაც  დამნაშვე „ნაცებთან“ ბრძოლაში მებაირახტრედ სახავდნენ. გიორგი გახარიასაც, ყოველი 1000 მხრდამჭერიდან ერთი შერჩა, მეტი არა… კახი კალაძეს მინდა ვუთხრა, გატყუებენ! იმით არავინ „დაგაბოლოს“, რომ ბევრი მხარდამჭერი გყავს, ასე დაგემართება შენც, როცა საქმე საქმეზე მივა. ეგ დრო კი ყველას დაუდგება ივანიშვილის გუნდში.

 

თეგები: ვაკის პარკის ტრაგედიაკახა კალაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025
„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025

ბიზნესი

#ვილაპარაკოთგულწრფელად – სელფი მობაილის კამპანია
ახალი ამბები

#ვილაპარაკოთგულწრფელად – სელფი მობაილის კამპანია

15:51 06-23-2025
“ბიზნეს დიალოგი 2025“- ლიბერთის შეხვედრები ბიზნესთან გრძელდება
ახალი ამბები

“ბიზნეს დიალოგი 2025“- ლიბერთის შეხვედრები ბიზნესთან გრძელდება

14:49 06-23-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების ვინაობა, 3 ივლისს, პროექტის დასკვნით ღონისძიებაზე გახდება ცნობილი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების ვინაობა, 3 ივლისს, პროექტის დასკვნით ღონისძიებაზე გახდება ცნობილი – თიბისი

14:22 06-23-2025
როგორია ცხოვრება მინუს 112 კილოთი – ბარიატრიატრიული ქირურგია და რეაბილიტაცია – რამდენ ხანში დაინახავ შედეგს? – ვლადიმერ აფციაურის ისტორია
ახალი ამბები

როგორია ცხოვრება მინუს 112 კილოთი – ბარიატრიატრიული ქირურგია და რეაბილიტაცია – რამდენ ხანში დაინახავ შედეგს? – ვლადიმერ აფციაურის ისტორია

19:20 06-20-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved