დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
სასულიერო პირი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე, ახალი ქართველი მილიარდერის შესახებ წერს:
“გადაჭრელდა სოცქსელი ახალი ქართველი მილიარდერის მიხეილ ლომთაძის შესახებ, 5 მილიარდია მისი ქონება და 200 მილიონით უსწრებს ივანიშვილს. რას აკეთებს ქართველი ერისათვის და საქართველოსთვის მილიარდერი ლომთაძე? ან ქართველი მილიონრები რას აკეთებენ? ივანიშვილის გაკეთებული კი ვნახეთ რაცაა”, – წერს დეკანოზი ილია.
კომენტარები