• რეკლამა
  • კონტაქტი
08:32, ხუთშაბათი, 26 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„რაოო?… თბილისი მშვიდობის ქალაქი არ არისო?.. მაშ, რისიაო?,. უხ, თქვე მტრებო“ – ხათუნა ხოფერია

ალია ავტორი - ალია
14:27 11-30-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
263

ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია:

„ებრაელთა ამბავს აღარ მოვყვები. დევენაცვლე მათ, მათ შთამომავლობას და გულით ნაფერებ, ნანანავებ საქართველოს!
როდესაც თურქებმა ბერძენი მოსახლეობა შეავიწროვა, როდესაც თურქი რაზმელები ქუჩაში მოთამაშე ბავშვებს ბერძნულად ეხმიანებოდნენ და ბერძნულ ენაზე პასუხის შემდეგ იმ ბავშვების ოჯახებს ანადგურებდნენ, ბერძმებმა ენა დაივიწყეს შეგნებულად. ღმერთს მიენდნენ, რწმენის გადარჩენა გადაწყვიტეს, მშვიდობიანი, ერთმორწმუნე საქართველო იპოვეს და სიცოცხლის გადასარჩენად ჩამოვიდნენ. დიდი დრო არც დასჭირვებიათ ენის დასაბრუნებლად ქრისტიანულ საქართველოში!

ჩვენმა ბერძნებმა ბევრ ქართველზე უკეთ იციან მშვიდობიანი თბილისის ფასი! ვენაცვალე მათ და ჩემ ელადელ ლიას, რომელმაც ცრემლებიანმა მოყვა ეს ამბავი. ცამეტი ასერელი მამის კვალს გამოყვნენ ირანიდან დევნილი ასირიელები. ღმერთის, იესოს, რწმენის გამო დევნილი აისორები. აგერ, თბილისთან ახლოს, სოფელ ქანდაში დასახლდნენ. საქართველოს მშვიდობიან მზეს მიეფიცხნენ, სამშობლოდ ქცეულ მიწაზე ეკლესიები ააშენეს, ჩვენთან ერთად ილოცეს, ჩვენთან ერთად შექმნეს ოჯახები, მერე კი, იესოს ენაზე საგალობლები უგალობეს ღმერს, არამეულ ენაზე შეავედრეს ჩვენი ქვეყანა იესოს!

ვეფერები ყველა ასირიელს, ნაღდ ქართველებს! მადლობა ჩემი რძლის, ინას მშობლებს, სანათესაოს ჩვენი საერთო სამშობლოს სიყვარულისთვის!

როცა კომუნისტებად შერაცხული ლიბერალ- ტროცკისტ-სატანისტები შეესიენ რუსეთს, ყველა მშვიდობისმოყვარე, ლექსისა და ხატვისმოყვარე, ხელოვნებისა და თავისუფლებისმოყვარე დიდმა პიროვნებამ მშვიდობიან საქართველოს შეაფარა თავი. დღესაც ამჩნევია მეოცნებე ბულგაკოვის ნაფეხურები თბილისსა და ბათუმს. დღესაც საამაყოა ფუტურისტების მიერ მშვიდობიან თბილისში შექმნილი დიდი ხელოვნება!

როდესაც, აგერ უკვე სამოციან წლებში, სულძაღლი ნიკიტა ხრუშოვის ბრძანებით გლინის უდაბნოს მამების დაპატიმრება და დევნა დაიწყეს, დიდმა მამებმა ნავსაყუდელი საქართველოში, სოხუმის მთებში იპოვეს. შემდეგ კი მშვიდობის ქალაქ თბილისს შეაფარეს თავი.

ათწლეულები ლოცულობდნენ საქართველოსთვის! ერთი მათგანის, მეუფე ზინობის მიერ იქნა ბერად აღკვეცილი ჩვენი სათაყვანებელი პატრიარქი. პატივი და მარადიული ხსენება ყოფილიყოს ამ დიდი მორწმუნე მამების!

დღესაც, ჩვენი ქალაქის ქუჩებში ბედნიერად დადიან რუსეთიდან და უკრაინიდან ომს გამოქცეული ადამიანები. დადიან ჩვენი ქალაქის მშვიდობიან ქუჩებში და არაფრისაც არ ეშინიათ! იმიტომ, რომ ამ ქალაქში სიცოცხლე გრძელდება! ამ ქალაქში სიცოცხლე უყვართ! იმიტომ, რომ თბილისი მშვიდობის ქალაქია!

შენ გაგიმარჯოს, ჩემო თბილის ქალაქო!
P.S. რაოო?… თბილისი მშვიდობის ქალაქი არ არისო?.. მაშ, რისიაო?,. უხ, თქვე მტრებო და უსამშობლოდ დარჩენილებო ამ კურთხეულ მიწაზე!დაიმახსოვრეთ!
მიწა სჭამს ყველა ჯალალედინებს,
მიწა კვლავ ბრწყინავს თბილის-ქალაქის

გ. აბაშიძე“

თეგები: ხათუნა ხოფერია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე –  დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან
ახალი ამბები

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე – დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან

18:10 03-25-2026
კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”
ახალი ამბები

კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”

16:32 03-25-2026
ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ამბები

ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

13:56 03-25-2026
სილქფესტი აგრძელებს მრავალფეროვანი პაკეტების ექსკლუზიური პირობით შეთავაზებას
ახალი ამბები

სილქფესტი აგრძელებს მრავალფეროვანი პაკეტების ექსკლუზიური პირობით შეთავაზებას

11:58 03-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved