• რეკლამა
  • კონტაქტი
03:19, ორშაბათი, 6 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რამდენიმე კვირაში რუსეთს დაუპირისპირდება ნატოს შემტევ საბრძოლო სისტემებით აღჭურვილი ძლიერი უკრაინული არმია!”-სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე

ალია ავტორი - ალია
12:02 04-01-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
369

სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე მიიჩნევს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობაში ახალი ეტაპი იწყება. ამის შესახებ თავდგირიძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ახლა ნატო და პარტნიორები უკრაინის შეიარაღებული ძალების საფუძვლიან გადაიარაღებასა და აღჭურვას იწყებენ, რაც უკრაინის წარმატების რეალურ იმედებს აჩენს.

„როგორც ჩანს, ნატო და პარტნიორები. თვლიან რომ დასრულდა რუსეთის შეტევის მოსაგერიებლად საჭირო პირველადი საჭიროების იარაღით უკრაინის მომარაგების ეტაპი. იწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების საფუძვლიანი გადაიარაღება და აღჭურვა.

მისაწოდებელი და დაპირებული შეიარაღების სიები აჩენს რეალურ იმედს, რომ რამდენიმე კვირაში რუსეთს დაუპირისპირდება ნატოს შემტევ საბრძოლო სისტემებით აღჭურვილი ძლიერი უკრაინული არმია, რომელსაც არ ექნება რიცხოვნობის პრობლემა, რომლის გენერალიტეტმა დაამტკიცა სტრატეგიული და ოპერატიული დაგეგმარების კარგი უნარი, ოფიცრებმა ბრძოლის მართვის საუცხოო ცოდნა და ჯარისკაცებმა მაღალი გაწვრთნილობა.

უკრაინის მთავრობამ და ხალხმა დაიმსახურა პატივისცემა ვაჟკაცური ბრძოლით, ისინი ბრძოლის ველზე მოიპოვებენ მომავალ მშვიდობას რომელიც გარანტირებული იქნება ძალით და არა უძლურებით. თავისუფლებისთვის ბრძოლით მოპოვებული მშვიდობა გაცილებით მყარია, ვიდრე მშვიდობისათვის დათმობილი თავისუფლებით არსებობა,“- წერს გიორგი თავდგირიძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved