რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი ნოდარ ჩიმაკაძე „რუსთავი2“-ის ეთერში აცხადებს, რომ ეპიდსიტუაცია დასტაბილურებულია, თუმცა ეს არ უნდა გახდეს ადამიანების მოდუნების მიზეზი.
„სიტუაცია მცირედით დასტაბილურებულია, ძირითადი დატვირთვა ისევ პრეჰოსპიტალურ სექტორზე მოდის. ჰოსპიტალურ სექტორს თავისუფალი საწოლების რაოდენობა გვაქვს, თუმცა ეს არ აძლევს მოსახლეობას იმის საფუძველს, რომ მოდუნდეს. დაინფიცირების შემთხვევები ნამდვილად იყო სხვადასხვა შტამის შემთხვევაში, თუმცა ერთი შტამის შემთხვევაში, ჯერჯერობით, ჩვენს კლინიკაში არ დაფიქსირებულა. რეანიმაციულ განყოფილებაში, ძირითადად, აუცრელი პაციენტები წვანან“, – განაცხადა ნოდარ ჩიმაკაძემ.
Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved
Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved
კომენტარები