Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 25 670-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 1 285 061 აცრა გაკეთდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 562 627 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 509 181, გარდაიცვალა 7732 პაციენტი.
კომენტარები