• რეკლამა
  • კონტაქტი
05:28, ორშაბათი, 6 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„- რამ გააცოფა ქალი-დეპუტატები, რატომ დაკარგეს სახე?! – რატომ აიფოფრა კლასის დამრიგებელი კელი?“ – მაია ნიკოლეიშვილი

ალია ავტორი - ალია
17:04 03-06-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,062

სამედიცინო ექსპერტი, მაია ნიკოლეიშვილი:

„- რამ გააცოფა ქალი-დეპუტატები, რატომ დაკარგეს სახე?! – რატომ აიფოფრა კლასის დამრიგებელი კელი? – უმოკლეს დროში, რატომ ჰქონდა რისხვის რეაქცია ნედ პრაისს, ციცქნა ქვეყნის, საქართველოს, პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე გატანილი კანონპროექტის გამო?! – რატომ აბობოქრდნენ ელჩები?!!! – რა ხდება?!! ესაა აქილევსის ქუსლი? როგორ? რა ფორმით?! სახელმწიფოში სახელმწიფო გვაქვს შექმნილი: სახელმწიფო ბიუჯეტის პარალელურად, რომელიც საჯარო სამსახურის თანამშრომლებს, პენსიონერებს აფინანსებს, ახორციელებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს და ა.შ., არსებობს მეორე, „მასკირებული“ ბიუჯეტი! „მეორე ბიუჯეტი“ ბოლო წლებში განსაკუთრებით მზარდია, სხვა ქვეყნებიდან ე.წ. სამოქალაქო სექტორში „ჩასხმული“ მილიონობით დოლარია. ამ სექტორის დიდი ნაწილი წმინდა წყლის ოპოზიციური პოლიტიკური დესტრუქციის შემადგენელი ნაწილია და პირიქით: მილიონიანი გრანტებით ფორმალურად ფინანსდება ორგანიზაციები, მაგრამ, თუ ეს გამჭვირვალე გახდება, გამოჩნდება, რომ ე.წ. „მკვდარი სულების“ მექანიზმით, ჰონორარები ეძლევა ოპოზიციური მედიის, ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის დიდ ნაწილს, ფინანსდება დესტრუქცია, არეულობა, ხმაური, გენდერთან დაკავშირებული პროვოკაციული აქტივობები, ყვირილი, სტვენა, ღრენა, კბენა და ქვეყნის დისკრედიტაციის მცდელობები, ხელისუფლების შეცვლის მცდელობები!!!

მათი შემოსავლები მნიშვნელოვნად აღემატება საჯარო სამსახურის მუშაკთა ხელფასებს და პრემიებს! ფარული ბიუჯეტიდან, ათწლეულებია, ფინანსდებიან სასწავლო ინსტიტუტებში მომუშავე ოპოზიციური აზრის ადეპტები, ახალგაზრდობის დესტრუქციული აქტივობა, ანალიტიკური ორგანიზაციების აქტივობები, ამის პარალელურად, კი, თვით პატივცემულ მხცოვან მეცნიერთა ჰონორარები, რომელთა ხმა და პროტესტიც, სამწუხაროდ, დესტრუქციული ძალების წისქვილზე დაესხა დღეის რიცხვით!!! სამოქალაქო სექტორის „აღელვებული“ ნაწილი სახელმწიფოა სახელმწიფოში, სახელმწიფოს წინააღმდეგ! არაა ძნელი მისახვედრი, რომ „გამჭვირვალობის“ სახელით შემოსული კანონპროექტი პოლიტიკური ცოფის ვირუსის ელვისებურად გავრცელების მიზეზი და საბაბი გახდა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, დომინოს პრინციპით, ამ სქემაში ფინანსურად და იდეოლოგიურად მონაწილე, უცხოელ დამფინანსებლებსა და „მმართველებს“ შორის!!!

კანონპროექტის განხილვამ უკვე მოახდინა სრული ლუსტრაცია, გამოაჩინა უცხოეთიდან მიღებული “ხელოვნური პოლიტიკური კვების” სქემა, რომელიც მუშაობს ეროვნული სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა, რომ მასში მონაწილე და დაფინანსებულ, ბევრ პატიოსან მეცნიერს და პედაგოგს მხოლოდ დამფინანსებლის მიმართ გულწრფელი მადლიერება და ერთგულება ამოძრავებს. სწორედ ამ ბინძურმა სქემებმა მოახდინა სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია საქართველოში და გააუფასურა სამოქალაქო სექტორის რეალურად სუფთა და აუცილებელი მისია!!! ჩვენ აისბერგის წვერს ვხედავთ, მხოლოდ, რომელიც გაშიშვლდა! საზოგადოების რამხელა სეგმენტი შეიძლება ფინანსდებოდეს ამ გზით, ძნელი მისახვედრი არ არის, სახელმწიფო სტრუქტურების შუა რგოლში და არჩევით ორგანოებში „მიმთბარი“, რამდენი პირი ზის პარალელურ დაფინანსებაზე, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს! ამ მასშტაბური სქემის ფონზე, „კეზერაშვილის დაფინანსება“ ღიმილის მომგვრელია! კანონპროექტზე გამოვლენილმა არაადეკვატურმა რეაქციებმა აჩვენა, რომ ლუსტრაცია მოხდა! ჯერი გამოძიებაზეა!!!“

თეგები: მაია ნიკოლეიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved