რაგბის კავშირის სკანდალური წერილი – “პირველებმა” მოიპოვა ოფიციალური დოკუმენტი, რომლითაც დგინდება, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები რუსეთის ეროვნულ 7-კაცა ნაკრებს ქუთაისში მეგობრულ შეკრებაზე უმასპინძლებს.
წერილში, რომლსაც ხელს ეროვნული ნაკრების მენეჯერი აწერს, წერია, რომ ქართველი მორაგბეები რუსებთან ერთად, ქუთაისის სარაგბო ბაზაზე საერთო შეკრებას ჩაატარებენ, ერთად ივარჯიშებენ ითამაშებენ და მოემზადებიან.
რაგბის კავშირის ამ ბუნდოვანმა გადაწყვეტილებამ მორაგბეების ერთი ნაწილის პროტესტი გამოიწვია.
ვეტერანი მორაგბეები პირდაპირ ამბობენ, რომ რაგბის ფედერაციის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება სრულიად გაუმართლებელია. მათი თქმით, საქართველომ მეგობარი ქვეყნის, ლიეტუას გუნდი საქართველოდან ისე გაუშვა, რომ აეროპორტში არც დახვდა და არც კი გააცილა, ოკუპანტი ქვეყნის გუნდს კი ზარ-ზეიმით ხვდებიან.
მოიწვიეს ლიეტუა, არ დახვდნენ, არ ეთამაშნენ და არც კი გააცილეს. ბაჩო ხურციძემ, ჩვენს მეგობარ და სტრატეგიულ პარტნიორ გუნდს სულ თავხედები ეძახა. დღეს კი ოკუპანტი მოგვყავს და ჩახუტებულები ვართ, ბაზაზე ერთად ვცხოვრობთ და ვვარჯიშობთ”- აცხადებს ვეტერანი მორაგბე, სიმონ მაისურაძე.
მისი თქმით, რაგბის კავშირი ქართული ოცნების პოლიტიკის გამტარია და რუსეთის ნაკრებთან დამეგობრების ფაქტი პოლიტიკის ცვლილების პირდაპირი მტკიცებულებაა.
“ქართული ოცნების სპორტული ფრთა არჩევნებზეც გამოჩნდა, აქ მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბი იყო. პრეზიდენტი პრემიერის მრჩეველია. გამგეობის წევრები ქართული ოცნებიდან არიან, თანამდებობის პირები მმართველი პარტიასთან დაახლოებული პირებით არის დაკომპლექტებული”- თქვა სპორტსმენმა.
კომენტარები