• რეკლამა
  • კონტაქტი
06:46, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, რადგან 30 ადამიანი ვიდექით სულ” – გიორგი გიგაშვილი განცხადებას ავრცელებს

ალია ავტორი - ალია
14:11 09-27-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
846

პიანისტი გიორგი გიგაშვილი კონსერვატორიასთან დღევამდელი აქციის შემდეგ ვრცელ განცხადებას ავრცელებს:

,,გიორგი გიგაშვილი

განცხადება.

(რადგან 30 ადამიანი ვიდექით სულ)

დღეს ყველანი შევიკრიბეთ გრიბოედოვოს ქუჩაზე კონსერვატორიის წინ. და იმ კონსერვატორიის წინ, რომელიც გვეგონა რომ დამოუკიდებელი იყო, არ ვღელავდით, მაგრამ გუშინდელმა განცხადებამ გვაჩვენა რომ თურმე უნდა გვენერვიულა. მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს და მეტიც, ახლა მგონია რომ ეს გვიან არის ზუსტად ის სწორი დრო, რომელიც უნდა მიეძღვნას ამ პრობლემას. მოკლედ გუშინ გვითხრეს ესეთი რაღაც, რომ 10 ოქტომბერს დანიშნული რექტორის არჩევნები გააუქმა კულტურის სამინისტრომ და დღეს უკვე დაწერა უშუალოდ მინისტრმა, მისი კაბინეტიდან ვინმემ, ალბათ, იმიტომ რომ თუ მის სიტყვას დავესესხები, რაღაც ,,ხარვეზები” იყო სამართლებრივად . დღეს მე რასაც ვიტყვი, ტრიბუნა საერთოდ არ არის და არც მოწოდებაა რამის და არც დამოძღვრა, იმიტომ რომ გუშინ ამ პოსტის წაკითხვის მერე პირველი რაც გამახსენდა არის ის რომ უნდა გავიდეთ გარეთ და როგორც მე ვდგავარ აქ, ისე ვდგავართ ყველა აქ, რასაც მე ვფიქრობ, იმას ფიქრობთ თქვენც. რასაც ვიტყვი დღეს შეიძლება ყველაფერს არ ჰქონდეს გენიალური დედააზრი ან ისეთი, რომელიც ჯერ არ მოგვისმენია მაგრამ ვფიქრობ, რომ ყველაფერი, ყ ვ ე ლ ა ფ ე რ ი უნდა გაჟღერდეს. ყველაფერი უნდა დავღეჭოთ, გავიაზროთ და შემდეგ გადავყლაპოთ ან გადავაყლაპინოთ ვინმეს. ხოდა ლოგიკურად რომ გავაგრძელო, თუ ვინმე ჩემი ნათქვამიდან გამომდინარე იფიქრებს რომ რა სისულელეებს ლაპარაკობსო, მინდა იცოდეთ რომ კონკრეტულად ეს გამოსვლა ეხება ყველას და თან კონკრეტულად არავის, იმიტომ რომ გვეხება ჩვენ – ყველას, ანუ უნდა ვიცოდეთ რა ხდება ყველამ. როგორც კი ეს პოსტი დაიდო გუშინ კონსერვატორიის გვერდზე, მანამდე ერთი დღით ადრე მიიღო ეს წერილი და ალბათ უფრო მეტი ინფორმაციაც კონსერვატორიის ადმინისტრაციამ. იქიდან მოყოლებული, უკვე 48 საათია თავაუწევლად მუშაობს ეს ორგანო, რომ სამართლებრივად იმოქმედონ. იმოქმედონ და დაამტკიცონ, რომ ეს ასე არ შეიძლება და ასევე იხედებიან წინ მომავალში, რა უარესი რაღაცები შეიძლება მოხდეს.

ახლა რას გავუსვამ ხაზს: ჩვენ ვნახეთ ბევრი დაუგეგმავი აქცია, ბევრი აქცია, რომელსაც ლოგიკური განვითარება არ მოჰყოლია, მხოლოდ იმის გამო, რომ კარგად არ ვიცოდით, არ გვქონდა გააზრებული რა გაგვეკეთებინა და ძირითადად ეს აქციები და დემონსტრაციები იმართებოდა ცხელ გულზე გამოსული ადამიანების მიერ და იქ მისული ადამიანებიც ასევე გაბრაზებულები ვიყავით. ამიტომ ჩვენ დღეს, ხვალ, ზეგ უნდა ვიყოთ ძალიან თანმიმდევრულები, გავიაზროთ და გადავხარშოთ, მოვიფიქროთ და განვახორციელოთ ის გეგმები, რომლებიც საბოლოო წერტილამდე მიგვიყვანენ. თუ კულტურა დამოუკიდებელია, ცოცხალი და პოლიტიკური, მაშინ უნდა ვიცოდეთ რატომ და როგორ უნდა იყოს დამოუკიდებელი, ცოცხალი და პოლიტიკური.

ამ ტექსტში წერია ზუსტად რაზე შეიძლება ვიფიქროთ, იმიტომ რომ ეს მხოლოდ ჩემი და ვინმეს გადასაწყვეტი არ არის, სამოქმედო გეგმა უნდა გადავწყვიტოთ ყველამ ერთად, და სანამ ამას გადავწყვეტთ, უნდა ვიცოდეთ რაზე ვამახვილებდეთ ყურადღებას. ახლა მე ჩამოვთვლი ნელ-ნელა პუნქტებს, რისი თქმაც მინდა, მანამდე კი ალბათ ყველას გეყოფათ ეს ფურცლები, სადაც ეს ყველაფერი ისედაც ეწერება.

პირველი – უნდა ითქვას და ხაზი გაესვას, რომ ოპოზიცია არ არის რომელიმე პარტია, ოპოზიცია ვართ ჩვენ ხალხი და კონკრეტული ადამიანები. დღეს აქ მდგომი ადამიანები ოპოზიციად ვითვლებით. ამიტომ ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ ვეკუთვნით. (როგორც თავში ვახსენე, ზოგიერთი თქვენგანისთვის სისულელე შეიძლება იყოს ამის ვერბალურად გაჟღერება, მაგრამ ყველაფერი უნდა ითქვას). თუ ჩვენ ვართ ოპოზიცია და არ ვეთანხმებით მთავრობას, ესეიგი უნდა ვიცოდეთ როგორ ვიმოქმედოთ, ამიტომ კონსერვატორიის ადმინისტრაცია, რომელიც ძალიან ეფექტურად მუშაობს, უნდა დაველოდოთ და მხოლოდ მათი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კიდევ ერთხელ, ორჯერ, 10ჯერ ან იქამდე სანამ ჩვენი ერთობლივი, დაგეგმილი მოთხოვნები არ იქნება შესრულებული, ვიყოთ გარეთ, მაგრამ უკვე გეგმით, აქ, კონსერვატორიასთან ან ნებისმიერ სხვა ადგილას.

მეორე საკითხი შეეხება იმას, რომ როგორც კონსერვატორიის ადმინისტრაცია ამ ყველაფერს, ამ დოკუმენტს, ამ განცხადებას თუ ამ პოსტს სამართლებრივად იხილავს, ჩვენი პროტესტი უნდა გაგრძელდეს და და უნდა გვახსოვდეს ის, რომ ამ ბრძოლაში მარტოები, ცოტანი და იდიოტები არ ვართ და ვერავინ ვერ გაგვასულელებს.

მესამე, რაც უნდა ითქვას, დღეს შეიძლება ჩვენ შორის აღმოჩნდეს ადამიანი, ვინც ნანა შარიქაძის მმართველობას არ ეთანხმება და კიბატონო, უბრალოდ იმ ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ეს არ არის ნანა შარიქაძის გამო, არ არის ჩემ გამო და არ არის მხოლოდ კონსერვატორიის კეთილდღეობისთვის. ეს არის ჩვენთვის, სახელმწიფოებრიობისთბის და სამართლიანობისთვის, რომლისთვისაც ყველა ვიბრძვით და ამ სამართლიანობას დიდიხანია უკვე საფრთხე ემუქრება და გუშინ კიდე კონსერვატორიას შეეხო.

მეოთხე – ყველას დაგირიგდებათ ფურცელი, რომელზეც მინდა რომ ყველამ დაწეროთ თქვენი აზრი, რა უნდა იყოს ჩვენი შემდეგი ნაბიჯი, რა უნდა ვქნათ ჩვენ, ხალხმა. შემდეგ ეს ფურცლები ჩაგვაბაროთ და ერთად განვიხილოთ ეს იდეები.

მეხუთე, დღევანდელი აქცია არის სტუდენტების, იმ ადამიანების ვისაც პირდაპირ ეხება გუშინდელი განცხადება. ის ადამიანები, რომლებიც ქმნიან კონსერვატორიას. მიმოიხედეთ გვერდით და დაიმახსოვრეთ თქვენ გვერდით მდგომი ადამიანები, ამ ადამიანების იმედზე უნდა ვიყოთ ჩვენც და ჩვენი სახელმწიფო და მადლობას გიხდით რომ დღეს ჩვენთან მოხვედით.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ვთქვა, რომ აქ მდგომ ადამიანებში არიან კინოს სფეროში მოღვაწე ადამიანები, არიან თეატრიდან, მწერალთა სახლიდან და ბევრი იმ დაწესებულებებიდან, რომელთაც უკვე შეეხოთ უდიდესი პრობლემები და ვისაც როგორ შეუძლია ისე მოქმედებეს ამ უსამართლობის და ამ თავზე ხელაღებული სისტემის წინააღმდეგ. და მინდა ვთქვა, რომ ყველანი ვართ ერთად, ყველას მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო და დღეიდან, როგორც ერთი, ისე ვართ ყველა, ყველა ვდგავართ ერთად და ვიდგებით ერთად სანამ არ მივაღწევთ საბოლოო მიზანს.

მეექვსე – გუშინ გამოითქვა აზრი, რომ სტუდენტები აღარ შევიდეთ ლექციებზე, და სიტყვა ,,გაფიცვაც” გამოიკვეთა, ოღონდ სტუდენტების, რაც მგონია რომ ჩვენ სასწავლებელში ამის გაკეთება უფრო გააძლიერებს ჩვენს კულტურის მინისტრს, თქვენს ადგილას სხვას მოიყვანს და თქვენ ჩაგანაცვლებთ, რომელთანაც ბრძოლა ისევ თავიდან უნდა დავიწყოთ. მათი სისტემა ნელ-ნელა ინგრევა და ამას ვშვრებით ჩვენ და თქვენ, ახალგაზრდები და გულანთებული ადამიანები, რომლებსაც უსამართლობა არ გვიყვარს, არც ნაცები ვართ და მითუმეტეს არც ქოცები, არ ვეკუთვნით არავის და უსამართლობა გულიდან და ტვინიდან არის ნაკარნახები და არა – რომელიმე კონკრეტული ჯგუფისგან.

მეშვიდე – არ წამოეგოთ რამე მახეს, არ ვიყოთ ძალადობის მომხრე, არ ვიყოთ ადამიანები, რომლებიც რაღაცასთან, და ამ შემთხვევაში კულტურის სამინისტროსთან და სიტყვა ,,კულტურას”თან ყველაზე შორს მდგომ მინისტრთან ბრძოლაში საკუთარ სახეს ვკარგავთ. ვიყოთ ადამიანები, რომლებიც გონებით, თანმიმდევრულობით და არა – ცეცხლითა და მახვილით მივაღწევთ ჩვენ საწადელს. და ბოლოს, მინდა რომ ვიდგეთ ერთად, არ შევცოტავდეთ შემდეგ შეკრებაზე ხალხი, და პირიქით- ვიყოთ მეტი. ამ ყველაფერზე ველაპარაკოთ ჩვენს მშობლებს, ბებია-ბაბუებს, მეზობლებს. არ არის ეს პრობლემები მხოლოდ კულტურის სფერო, სამართალი უნდა აღდგეს ყველა ადამიანთან და ადამიანისთვის. და ვიცი, რომ უეჭველად გავიმარჯვებთ. იმიტომ რომ კულტურა არის დამოუკიდებელი და ჩვენ ვართ დამოუკიდებლები, არის ცოცხალი და ჩვენ ვართ იმაზე ცოცხალი, ვიდრე აქამდე.”

თეგები: გიორგი გიგაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved