• რეკლამა
  • კონტაქტი
03:07, ოთხშაბათი, 5 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მუნთან დაკავშირებით? – მაია ბუწაშვილის განმარტებები

ალია ავტორი - ალია
00:02 11-05-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
91

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ინფორმაციას ავრცელებს, თუ რა უნდა ვიცოდეთ მუნის შესახებ:

,,ხშირად დასმული შეკითხვები მუნთან დაკავშირებით:

1. რა არის მუნი?

მუნი არის პარაზიტული დაავადება, რომელსაც იწვევს მუნის ტკიპა. ტკიპა აღწევს და მრავლდება კანში და იწვევს ძლიერ ქავილს. დაავადების სიმპტომია ასევე გამონაყარი, რომელიც ძირითადად აღინიშნება თითებს შორის, მაჯებზე, იდაყვებზე, იღლიებში, წელის არეში, მკერდზე, სასქესო ორგანოების მიდამოში; ჩვილ ბავშვებში ასევე გვხვდება ხელის და ფეხისგულებზე და თავზე.

2. როგორ გადაეცემა მუნი?

მუნი გადადის ადამიანიდან ადამიანზე ინფიცირებულის კანთან მჭიდრო და ხანგრძლივი კონტაქტით. ამიტომ პარაზიტი ძირითადად გადადის ოჯახის წევრებზე და სქესობრივ პარტნიორებზე. ასევე გადაეცემა ტანსაცმლით, პირსახოცით, თეთრეულით, რბილი სათამაშოებით.
დაავადება, როგორც წესი, არ გადადის ხანმოკლე კონტაქტით, მაგალითად, ხელის ჩამორთმევით და ჩახუტებით.
პარაზიტის გადაცემა ძალიან იშვიათია მყარ ზედაპირებთან შეხებით. შესაბამისად, მაგალითად, ავეჯის ზედაპირებთან შეხება არ წარმოადგენს ინფიცირების რისკ-ფაქტორს.

3. რამდენ ხანს ძლებს ტკიპა ადამიანის ორგანიზმის გარეთ?

ტკიპა ადვილად იღუპება გარემოში ადამიანის ორგანიზმის გარეთ. ძლებს საშუალოდ 24-36 საათს (იშვიათად 72 საათამდე), ძირითადად მაღალი რისკის საგნებზე (ტანსაცმელი, თეთრეული, პირსახოცი, რბილი სათამაშოები).

4. ინფიცირებიდან რამდენ ხანში ვლინდება სიმპტომები?

სიმპტომების გამოვლენა ხდება ინფიცირების მომენტიდან 4-8 კვირის განმავლობაში. თუმცა ადამიანი შეიძლება გადამდები იყოს სიმპტომების გამოვლენამდეც.

5. საჭიროა თუ არა მუნის გამოვლენის შემთხვევაში შენობების, მათ შორის სკოლის და საბავშვო ბაღის დეზინფექცია?

რადგან მყარი ზედაპირებით გადაცემა უკიდურესად იშვიათია, ავეჯის ჩვეულებრივი გაწმენდა საკმარისია. მნიშვნელოვანია ისეთი საგნების დამუშავება, სადაც ტკიპა ინარჩუმებს სიცოცხლისუნარიანობას. ტანსაცმელი/თეთრეული/პირსახოცები მაღალ ტემპერატურაზე უნდა გაირეცხოს (50 გრადუსზე მეტი) ან დაილუქოს ცელოფანის პარკში 72 საათის განმავლობაში (ისეთი საგნები, რომელთა გარეცხვა არ არის შესაძლებელი, მაგალითად, ზოგიერთი რბილი სათამაშო).

6. როგორ ხდება მუნის მკურნალობა?

მუნის მკურნალობა უმრავლეს შემთხვევაში საკმარისია შესაბამისი მალამოს გამოყენებით (მაგალითად, პერმეტრინი), რომლის წასმა მთელ ტანზე ხდება და უნდა დავტოვოთ 8-14 საათის განმავლობაში დაბანამდე. შემდეგ მეორე დოზის გამოყენება ხდება 1 კვირაში. იშვიათად, გართულებულ შემთხვევებში, შეიძლება საჭირო გახდეს პერორალური (დასალევი) მედიკამენტის მიღება.

7. უნდა ვუმკურნალოთ თუ არა უსიმპტომო კონტაქტებს?

ოჯახის წევრებს და სქესობრივ კონტაქტებს უნდა ჩაუტარდეს მკურნალობა.
რაც შეეხება ბაღის კონტაქტებს, იმ ბავშვებს, რომლებიც შესაძლოა იყენებდნენ საერთო საწოლს და რბილ სათამაშოებს, უნდა ჩაუტარდეს მკურნალობა ან მშობლები და მასწავლებელი ყურადღებით დააკვირდნენ სიმპტომებს (ქავილს) ბოლო კონტაქტიდან 8 კვირამდე.

8. გადაეცემა თუ არა მუნი ცხოველებისგან?

მუნი გადაეცემა მხოლოდ ადამიანისგან. ცხოველები (მათ შორის ქუჩის ძაღლები და კატები) მუნის გადამტანები არ არიან.”

თეგები: მაია ბუწაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

13:38 11-03-2025
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved