• რეკლამა
  • კონტაქტი
13:19, პარასკევი, 14 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა უნდა იცოდეთ მასალებზე, რომლებიც, სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადებითაა მოპოვებული

ალია ავტორი - ალია
11:32 09-15-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელდა დოკუმენტები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მთთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ინფორმაციას შეიცავს. 

ფაილებს თან ერთვის, სავარაუდოდ, სუს-ის ყოფილი თანამშრომლის წერილი:

“არ არსებობს იმაზე ბოროტი და საშინელი სამსახური, სადაც მე რამდენიმე წელი გავატარე! სათაური ასეთი არ აქვს – სათაური კეთილშობილია – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური… სინამდვილეში კი, არაფერი არ უქმნის საფრთხეს ჩვენ სახელმწიფოს, არაფერი არ ხრწნის ისე, როგორც ჩვენ! ჩვენ კიბო ვართ და მეც ერთერთი მეტასტაზი ვარ!

[…] აქ თქვენ ნახავთ მასშტაბს იმ საძაგლობისა, რომელშიც წლები გავატარე და ღმერთმა მაპატიოს, ღმერთმა ქნას – გაიღვიძოთ და დაანგრიოთ ეს სისტემა!

მე არ მეძებოთ – ვერ მიპოვნით მაინც! ამ ყველაფრის შემოქმედებსა და მუშაკებს ჯოჯოხეთში გელოდებით!” – წერს პირი, რომელმაც მასალები გაასაჯაროვა. 

ფაილებში ასახულია ასობით სასულიერო და საერო პირის, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებული ბრიფები და საუბრების ყოველდღიური ჩანაწერები, მათ შორის, საუბრები მედიის წარმომადგენლებთან. ჩანაწერების ნამდვილობა დაადასტურეს ჟურნალისტებმა, პოლიტიკოსებმა, მედია მენეჯერბმაც. აქვე მოცემულია ინფორმაცია რელიგიური კონფესიების იერარქებსა და მათ საქმიანობაზე. მასალები ასევე მოიცავს ცნობებს არასამთავრობო და LGBT ორგანიზაციებზე. 

ინფორმაცია არაერთი კრიტერიუმითაა დაყოფილი, მათ შორის, თარიღებით – წლების, თვეების, დღეების მიხედვით. ფაილები ასევე დაყოფილია თემატიკის მიხედვით. მათი სახელებია – “მრუშები”, “ნაცებთან კავშირები”, “კომპროები”, “LGBT ორგანიზაციები”, “ეპისკოპოსების კავშირები”, “კრიმინალი და ნარკომანია”, “მმკ – ბაზა”, “რუსული გავლენა”, “სასულიერო პირები, რომლებმაც, შესაძლოა, წინასაარჩევნოდ იაქტიურონ”, “სამება ვითარება”, “ოპოზიციურად განწყობილი პირები 2018”, “საფრთხეები”, “სუკ-ის აგენტები”, “სტოლბიკები 2018” და სხვა. 

ფაილში მრუშები ჩამოთვლილია იმ სასულიერო პირების სახელები, რომლებსაც ქალებთან, მათ შორის მონაზვნებთან, ინტიმური კავშირი აქვთ ან ჰქონდათ. მონაცემებს თან ერთვის მათში მოხსენიებული პირების დაბადების თარიღები, პირადი ნომრები, მისამართები და ფოტოები. დოკუმენტებში ინტიმური ურთიერთობების შესახებ ასევე ჩაწერილია, რომ იმ მღვდელმთავრების მაკომპრომეტრიებელი ვიდეო-მასალის მოპოვების მიზნით, შესაძლებელი იყო მათთვის წინასწარ შერჩეულიყო “მანდილოსნები”, რომლებიც სასულიერო პირებთან დაამყარებდნენ სექსუალურ კავშირს.

მასალებში ერთ-ერთ სასულიერო პირზე წერია, რომ “ის შემჩნეულია პედოფილიაში” და დოკუმენტს თან ერთვის ინფორმაციის მიღებისას არასრულწლოვნების ფოტოები და პირადი მონაცემები.

დოკუმენტებში ინფორმაციაა იმ სასულიერო პირებზეც, რომლებიც შემჩნეული იყვნენ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, შეძენა-შენახვა-რეალიზებაში. მათ შორის, ერთ-ერთი მღვდელმსახური “ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად მოიხმარდა სამების კელიაში”.

ფაილებში ასევე ვკითხულობთ, რომ “ოპერატიული მუშაობის პროცესში გამოვლინდა – 36 არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მღვდელმსახური, მანდილოსნებთან სექსუალურ ურთიერთობაში შემჩნეული 23 სასულიერო პირი (მათ შორის, მონაზვნები), 21 სასულიერო პირი, რომლებიც მოიხმარენ ნარკოტიკულ საშუალებებს”.

ერთ-ერთ ფაილში, სახელად – საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ წამოწყებული კამპანიის შეჩერების და საპატრიარქოში უკანასკნელ პერიოდში შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამოყვანის გეგმა, საუბარია იმ გზებზე, რომლითაც, სავარაუდოდ, სუს-ი ცდილობს საპატრიარქოს პეტრე ცაავასთან დაკავშირებულ მდგომარეობაში დაეხმაროს. ფაილში განხილულია სამომავლო მოქმედების ვარიანტები – კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისა და პეტრე ცაავას შეხვედრა, სადაც მას უნდა განემარტოს, რომ “პატრიარქის ჰომოსექსუალიზმის შესახებ არ არსებობს მყარი მტკიცებულება” და მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სახელმწიფოსთვის გამოუსწორებელი ზიანის მომტანი იქნება. ასევე, გეგმის მიხედვით, წმინდა სინოდის წევრებს უნდა განემარტათ პეტრე ცაავასთვის, რომ მისი წინადადებები “მაქსიმალურად იქნებოდა გათვალისწინებული” და წარიმართებოდა მუშაობა “უღირსი სასულიერო პირების დასჯაზე”. გეგმის მიხედვით, ასევე, უნდა აღნიშნულიყო, რომ “ემოციების ჩაცხრომის შემდგომ” სინოდის წევრები განიხილავდნენ პეტრე ცაავას ჭყონდიდის ეპარქიაში აღდგენას.

დოკუმენტის თანახმად, პეტრე ცაავასთან უნდა აღნიშნულიყო, რომ პატრიარქის “საერთაშორისო ავტორიტეტიდან გამომდინარე” მისი სიტყვები დააზიანებდა არა საპატრიარქოს, არამედ პირადად მას, “ვინაიდან წმინდა სინოდის წევრების წინააღმდეგ აღმოჩნდება მარტო”.

ფაილებში მოცემული გეგმის მიხედვით, “კონტროლზე უნდა იყოს აყვანილი” პეტრე ცაავას მოწმეები, რათა მათი მხრიდან გამოირიცხოს პროცესების საპატრიარქოსთვის “არასასურველი მიმართულებით წარმართვის შემთხვევაში მათი მხრიდან ილია II-ისა და ეკლესიის დისკრედიტაციის ახალი ტალღა”.

ფაილების მიხედვით, პეტრე ცაავასთან დაკავშირებულ პროცესს გარკვეულწილად თვითდინების საშუალება უნდა მისცემოდა, რადგან საპატრიარქოს ინფორმაციით, პეტრე ცაავას, შესაძლოა, აღარ ჰქონოდა პატრიარქისა და საპატრიარქოს დამაზიანებელი დამატებითი ბერკეტები. აქვე დაზუსტებულია, რომ ეს გეგმა იმოქმედებდა იმ შემთხვევაში, “თუ არ ჩავთვლით სავარაუდო მოწმეებს და შესაძლო ზეპირ ბრალდებებს”.

დოკუმენტების თანახმად, საპატრიარქოს მიზანმიმართულად უნდა მოეხდინა პეტრე ცაავასა და მისი მხარდამჭერების მადისკრეტირებელი ინფორმაციის ტირაჟირება, მათ შორის, ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან კავშირისა და მათ მფლობელობაში არსებული ქონების შესახებ. 

ფაილებში არსებულ დოკუმენტში სახელად – რუსული გავლენა თავმოყრილია ინფორმაცია საპატრიარქოს მაღალიერარქებისა და თანამშრომლების რუსეთთან კავშირებზე. მათ შორის არის კათოლიკოს- პატრიარქი ილია II, რომელიც, დოკუმენტების თანახმად, გავრცელებული ინფორმაციით, წარსულში თანამშრომლობდა რუსულ KGB-სთან, ფსევდონიმით – ივერიელი.

დოკუმენტების თანახმად, პატრიარქის მდივან-რეფერანტის, შორენა თეთრუაშვილის რუსეთთან კავაშირის შესახებ არ არსებობს უშუალო მონაცემები, თუმცა მასთან დაკავშირებული სასულიერო პირები აქტიურად თანამშრომლობენ რუსეთის საეკლესიო და პოლიტიკურ წრეებთან. მასალებში ხაზგასმულია, რომ შორენა თეთრუაშვილი აკონტროლებს ყველა მიმდინარე პორცესს საპატრიარქოში და “სახელმწიფოსთან შეუთანხმებელი მოქმედებით” ხელს უწყობს თურქული ისლამური ძალების ავტორიტეტის ზრდას საქართველოში. დოკუმენტების თანახმად, დაფიქსირდა შორენა თეთრუაშვილის მცდელობა დეკანოზ ბიძინა გუნუას მეშვეობით რუსეთში უცნობი ადრესატვისთვის ჩაეტანათ თურქეთის რელიგიის მინისტრის მიერ 2014 წელს საქართველოს სამთავრობო წრეებში ჩატარებული შეხვედრების ამსახველი ვიდეო-მასალა.

ფაილების მიხედვით, საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ რუსეთთან ურთერთობის საკითხებში პრემიერმინისტრის წარმომადგენელს, ზურაბ აბაშიძეს სთხოვა მისი შვილებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების საკითხებში დახმარება, რაზეც აბაშიძე დაეთანხმა და განმარტა, რომ საკითხს გაარკვევდა და დაუკავშირდებოდა.

დოკუმენტების თანახმად, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი რუსეთს ფულის სანაცვლოდ ლუგარის ლაბორატორიაზე ინფორმაციას აწვდიდა. დოკუმენტებში წერია, რომ მეუფე ნიკოლოზი მის მეგობარს, რუსეთის მოქალაქეს, ინფორმაციას 2013 წლიდან აწვდიდა. ასევე ფაილების მიხედვით, ის ღიად არ უჭერს მხარს რუსულ პოლიტიკას, მაგრამ, შესაძლებელია, ფარული ურთიერთობები ჰქონდეს რუსეთის სპეცსამსახურებთან. ამავე დოკუმენტში ნათქვამია, რომ ეპისკოპოსი ვახტანგ ლიპარტელიანი, გადაუმოწმებელი მონაცემებით, თანამშრომლობს რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან.

საპატრიარქოში რუსული გავლენების შესახებ დოკუმენტებში მოხსენიებულია ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონ ბულუხია, რომელიც რუსეთში არაერთ ბიზნესს ფლობს. მისი ბიზნესები რუსეთში გარკვეული პრივილეგიებით სარგებლობს და მათში არალეგარული, სავარაუდოდ კონტრაბანდული სპირტიანი სასმელები იყიდება. დოკუმენტში ნათქვამია, რომ მეუფე ანტონს კავშირი აქვს რუსეთში მცხოვრებ ქართველ კრიმინალურ ავტორიტეტებთან და, შესაძლებელია, ფარული ურთიერთობები ჰქონდეს რუსეთის სპეცსამსახურებშიც.

ამავე დოკუმენტში რუსეთთან პირდაპირი თუ ირიბი კავშირების კონტექსტში ნახსენები არიან სხალთის მიტროპოლიტი სპირიდონ აბულაძე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე შარაშენიძე, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლ ბერბიჭაშვილი და სხვები.

სავარაუდოდ, სუს-ის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელებულ დოკუმენტებში საუბარია საპატრიარქოში კორუფციაზე – ეპარქიების ე.წ. “ატკატების” სისტემით დაფინანსებაზე, შეწყალების კომისიის სიების ფულის სანაცვლოდ შედგენაზე და ასე შემდეგ.

წყარო: „ტაბულა“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში

17:06 11-13-2025
თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა

16:30 11-13-2025
ქალი ლიდერები IT სფეროში – გოგუცა გელაშვილი The Info-Tech Awards-ის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია – თიბისი
ახალი ამბები

ქალი ლიდერები IT სფეროში – გოგუცა გელაშვილი The Info-Tech Awards-ის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია – თიბისი

14:22 11-13-2025
Vintylator – თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, მწვანე ინიციატივების ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Vintylator – თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, მწვანე ინიციატივების ხელშეწყობისთვის

11:38 11-12-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved