სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი:
,,ვუყურებ ე.წ. “დაპირისპირებულ მხარეებს, ანუ პოლიციის კორდონის გაღმა-გამოღმა და ვიზუალურად სხვადასხვა ხარისხის ადამიანებს ვხედავ. ჯიშს ვერ ვიტყვი ადამიანებს შიგნით, ამ ღირებულებებით ვერ ვიცხოვრებ, ბევრი დასავლელი იდეოლოგისგან განსხვავებით, მაგრამ….ძალიან თვალშისაცემია განსხვავება, აშკარად უარყოფითი სელექციის შედეგი, ფიზიკური და ემოციური ” დაკოინება”! ( ეს სუფთა იმერული გამოთქმაა და ” დაკოინებული” არც მთლად განადგურებული და გაპარტახებულია, უფრო გადაჯიშების გზაზე დამდგარი, გასაცოდავებული, დაპატარავებულია). ბიჭებს რომ უყურებ, ვერმიშელის მკლავებით, გრძელი, თხელი და დაუვარცხნელი თმებით, წრიპინა ხმით, გოგოებს- შუათითაწეულ, დაუვარცხნელ, გაწეწილ, უნისექს გამომეტყველების ალქაჯებს, თან უგოიმესებს, “ლ”-ებს რომ აჭახუნებენ…!!!
მტერს მაინც ჰგავდნენ, ეს ჩეროში გაზრდილები-დაყვითლებულები და დაკოინებულები!
ესენი რომ ვინმეს შეაგინებენ, მდინარეებმა აღმა უნდა დაიწყოს სვლა!
რა სირცხვილი დაგვემართა!!!! ამათ უნდათ ჩვენი დამხობა?!!!!!
ბიჯოოოოო! უბანი რომ უბნობდეს, ესენი უბანში როგორ უნდა შეუშვა და “აბლატავო”?!!!
ამ უზრდელებს ფეხი როგორ უნდა დაადგმევინო წესიერი ხალხი სადაც დადის, იქ!!! ბავშვები სადაც იზრდებიან, იქ?!!!
ვაი, სირცხვილოოოოო….
“შერეკილებიდან ციტატას მოვიხმობ:
“-გამოდის, რომ, ეს მათხოვარი ჩემს ცოლს შეირთავს, ეს მეორე მათხოვარი ჩემი მძახალი იქნება!”
-გამოდის, რომ ამ მათხოვრებს უნდათ, გინებით და ოლე ოლას სიმღერით დაგვამხონ ?!
-სასაცილოა,მაგრამ არაა სასაცილო!
-ამაზრზენია!!!!
-უბანში ნუ შეუშვებთ ამ ძონძებს, თუ უბნის ცნება ისევ ცოცხალია!
-ნუ გააჭაჭანებთ, ორზე მეტი თუ მოეხეტებიან ერთად! ცალ-ცალკე იწანწალონ!!!“
კომენტარები