• რეკლამა
  • კონტაქტი
01:24, სამშაბათი, 17 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა შემთხვევაში დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები? – “ერთადერთი გზაა”

ალია ავტორი - ალია
20:09 11-17-2020
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
24

„ალიას“ ესაუბრება იურისტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ზურაბ  ჯიბღაშვილი:

– კონსტიტუციის 38-ე მუხლს ოპოზიცია სხვაგვარად განმარტავს და ხელისუფლება სხვაგვარად, ერთნი ამბობენ, რომ კონსტიტუციის 38-ე მუხლის მიხედვით, თუ უმრავლესობა შევა პარლამენტში, პარლამენტი იქნება ლეგიტიმური, მეორე მხარე პასუხობს  რომ იგივე მუხლის მიხედვით, ორი მესამედი უნდა იქნეს ცნობილი სამართლებრივად, რომ ლეგიტიმაციის საკითხი არ დადგეს – რას გვეუბნება სინამდვილეში 38-ე მუხლი, სადაც სიტყვა-სიტყვით ასე სწერია: ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა იმართება პარლამენტის არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მე-10 დღისა. პირველ სხდომას ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ სხდომას ესწრება პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან. ამ მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება წინა მოწვევის პარლამენტს?

– თანმიმდევრულად მივყვეთ ამ მუხლს: – არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადისა, უნდა შედგეს პირველი სხდომა. პირველ სხდომაზე პარლამენტი უფლებამოსილია მუშაობას შეუდგეს, თუ სხდომას ესწრება სრული შემადგენლობის უმრავლესობა, ე.ი. 150  დეპუტატიდან სულ მცირე – 76. პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს, თუ მოხდება ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობა. ანუ, არჩევის სისწორეს ადგენს ამით პარლამენტი, თუ 100 არჩეული წევრის უფლებამოსილებას სცნობს პარლამენტი, ის სრულ უფლებამოსილებას იძენს, ამის მერე შეუძლია უკვე მთავრობის შექმნა, კანონების მიღება და ა.შ.  დავაზუსტოთ აქვე, ამ 100  დეპუტატის უფლებამოსილების ცნობა არის,  მათი სწორად არჩევის ფაქტის  ცნობა. პარლამენტის წევრის უფლებამოსილება წარმოიშობა მისი არჩევის სისწორიდან, ცესკოს მიერ წარდგენილი მონაცემების საფუძველზე.

– უფრო მარტივად რომ ავხსნათ – მაგალითად, შეიძლება „ოცნების“ 76-მა მომხრემ, სცნოს ნათელაშვილის, მელიას და სხვათა უფლებამოსილება და მიუხედავად იმისა, ისინი შევლენ თუ არა პარლამენტში, გააგრძელოს მუშაობა? ასეა?

– ვინც გინდა იყოს, რომელი პარტიაც უნდა იყოს, პარლამენტის 76 წევრმა, ცესკოს ანგარიშის საფუძველზე, მინიმუმ 100 ადამიანის არჩევის სისწორე უნდა სცნოს მინიმუმ. განვმარტავ, რას ნიშნავს „სამართლებრივი ცნობა“ – ცესკო აჯამებს საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით და წარუდგენს პარლამენტს, პარლამენტმაც უნდა თქვას, რომ ცესკოს მიერ შეჯამების წესი იყო დაცული, არაფერი დარღვეულაო. აი, ამას ამბობს მინიმუმ 100 დეპუტატის უფლებამოსილების ცნობაში. 38-ე მუხლის ბოლო წინადადება – „ამავე დღიდან უფლებამოსილება უწყდება წინა პარლამენტს“ – ნორმის მიზანი რა არის, საკანონმდებლო ხელისუფლებაში წყვეტილობა არ გაჩნდეს და ვაკუუმი არ გვქონდეს. საკანონმდებლო უფლებამოსილების მანდატი რომ განახლდება, მერე უწყდება ძველ პარლამენტს უფლებამოსილება. ამგვარად ხდება საკანონმდებლო ხელისუფლების  ცვლილება. ამ ნორმის მიზანი არის პარლამენტის ლეგიტიმაცია არ იყოს წყვეტილი. ამ ნორმის სხვაგვარად წაკითხვა კი სწორედ მისი მიზნის საპირისპიროდ გამოყენების მცდელობაა, რომ ამ გზით მოხდეს პარლამენტის უფლებამოსილების პარალიზება და საკანონმდებლო ხელისუფლებაში შეიქმნას ვაკუუმი. ეს ამ ნორმის ფასეულობასთან მოდის წინააღმდეგობაში. ამ ნორმის მიზნის საპირისპირო განზრახვაა.

 აქვე ვიტყვი კიდევ ერთს – ოპოზიცია  ამბობს, რომ მანდატზე იტყვის უარს – მანდატზე უარი რომ თქვა, ჯერ მანდატს უნდა ფლობდე.  მეორე გზა – კანდიდატურის მოხსნაა, რომლის ვადაც უკვე გასულია. მანდანტზე უარი რომ თქვა, მანდატი უნდა აიღო და მანდატი თუ აიღე და სამრთლებრივად სცნეს, მერე რაღა აზრი აქვს? ერთადერთი პოლიტიკური გზა, რომელმაც შეიძლება რიგგარეშე არჩევნები წარმოშვას – ეს არის „ოცნებას“ გაუკეთონ „აძინ დომა“. თვითდისკრედიტირებული იქნება ოცნება  თუ ამ პირობებში დატოვებ. მარტო უნდა დატოვო, როგორც გიჟი, აი, ეს გზაა, თორემ, თუკი ვინმემ გაუწია პარტნიორობა, მაშინ, აზრი ეკარგება ამ პროტესტსაც.

– იმ შემთხვევაში, თუ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება, გახანგრძლივდება წინა პარლამენტის მანდატი, თუ საკანონდებლო ორგანოს წყვეტა გვექნება?

– ამ შემთხვევაშიც, ახლად არჩეული პარლამენტის შეკრებამდე, ისევ მოქმედი პარლამენტის გააგრძელებს მუშაობას. პარლამენტიცა და მთავრობაც.

– ოპოზიცია ითხოვს ცესკოს თავმჯდომარის გადაყენებას – ვინ უნდა წარადგინოს ახალი კანდიდატი, თუ ხელისუფლება ამაზე წავა?

– ცესკოს თავმჯდომარის, მოადგილისა და მდივნის კანდიდატურების დასახელების უფლება აქვს კომისიის არანაკლებ 2 წევრს. ერთი და იმავე კანდიდატურის დასახელება შეიძლება მხოლოდ ორჯერ.

თამო კეშელავა, ალია

თეგები: 2020 არჩევნებიზურაბ ჯიბღაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025
„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025
“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
ახალი ამბები

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

20:25 06-02-2025
აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025

ბიზნესი

თიბისი IT აკადემიის ყველაზე მოთხოვნად კურსებზე რეგისტრაცია იწყება
ახალი ამბები

თიბისი IT აკადემიის ყველაზე მოთხოვნად კურსებზე რეგისტრაცია იწყება

15:25 06-16-2025
ექსპრეს ლომბარდი საქართველოში ოქროს ნაკეთობების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შემფასებელია!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საქართველოში ოქროს ნაკეთობების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შემფასებელია!

15:18 06-16-2025
17 ივნისიდან PSP -აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება
ახალი ამბები

17 ივნისიდან PSP -აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება

13:41 06-16-2025
თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines ინოვაციურ სამოგზაურო ბარათს ქმნიან
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines ინოვაციურ სამოგზაურო ბარათს ქმნიან

13:07 06-16-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved