ამერიკელი გენერალი ბენ ჰოჯესი აცხადებს, რომ მომდევნო სამი კვირა განსაზღვრავს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინაში ომი დასრულდეს.
„ვფიქრობ, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოხდება მომდევნო სამი კვირის განმავლობაში. თუ ჩვენ არ დავეხმარებით უკრაინას რუსეთის დამარცხებაში, ეს გაგრძელდება თვეობით და რუსეთი უკრაინაში მკვლელობებს გააგრძელებს. იმისთვის, რომ რუსეთმა 2-3 წელიწადში იგივე არ გააკეთოს, უკრაინას რუსეთის დამარცხებაში უნდა დავეხმაროთ“, – აცხადებს გენერალი ჰოჯესი.
კომენტარები