• რეკლამა
  • კონტაქტი
01:02, ორშაბათი, 6 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა ქონებას ფლობს გოჩა ლორთქიფანიძე

ალია ავტორი - ალია
11:52 12-25-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
76

საქართველოს მთავრობამ გოჩა ლორთქიფანიძე წარადგინა იუსტიციის მინისტრობის კანდიდატად.

თუმცა, ამა წლის წლის 18 დეკემბერს, რომის სტატუსის წევრ სახელმწიფოთა ასამბლეის მე-19 სესიის ფარგლებში, ქ. ნიუ-იორკში გამართულ არჩევნებში, საქართველოს კანდიდატი გოჩა ლორთქიფანიძე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მოსამართლედ იქნა არჩეული, 2021-2030 წლების ვადით. რაც ნიშნავს, რომ რამდენიმე თვეში ლორთქიფანიძე იუსტიციის მინისტრის პოსტს კვლავ ვაკანტურს გახდის.

56 წლის მინისტრობის კანდიდატს მეუღლე და 2 შვილი – 20 წლის ილია და 16 წლის თეკლა ლორთქიფანიძეები ჰყავს.

2020 წლის 24 დეკემბერს შევსებული დეკლარაციით ირკვევა, რომ მეუღლის, ნინო ბერაიას სახელზე ხობის რაიონი, სოფელი პატარა ფოთში, 727 კვ.მ, ლანჩხუთის რაიონის, სოფელი გრიგოლეთში, 300 კვ.მ და ხობის რაიონში, სოფელ პატარა ფოთში, 2401 კვ.მ მიწის ნაკვეთები ისახება.

ხოლო ლორთქიფანიძის მფლობელობაშია თბილისში, კოსტავაზე 5, 150,81 კვ.მ ფართობის ბინა, რომლის ღირებულება 125 000 ამერიკული დოლარია.

20 დეკემბრის მონაცემებით, გოჩა ლორთქიფანიძის ანგარიშზე სულ 7096,77 ლარია.

ხოლო მისი მეუღლის ნინო ბერაიას “თიბისი ბანკის“ დაგროვებით ანაბარზე 5657,26 ამერიკული დოლარი ირიცხება.

სხვადასხვა თანამდებობებზე ყოფნისას ლორთქიფანიძეს 78 027-ზე მეტი რაოდენობის კონპენსაცია აქვს მიღებული.

რაც შეეხება ვალდებულებებს, ლორთქიფანიძეს 2014 წელს აღებული აქვს 130 ათასი ლარის ოდენობით სესხი, რომელიც 2024 წლამდე უნდა დაიფაროს.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაფარული აქვს 21 ათას ლარზე მეტი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved