მედიაში გავრცელებულ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისა და მისი შვილის კადრებს ეხმაურება სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი.
გვიდიანი აღნიშნავს, რომ კადრების წაშლა საკმარისი არ არის და მედიის იმ წარმომადგენლებმა, რომლებმაც ეს კადრები გაავრცელეს, ბოდიში უნდა მოიხადონ.
„რა მაგის პასუხია და, ამ რადიკალურმა ნაც მედიებმა რომ გააზიარეს ვიდეო და მერე რომ წაშალეს, ესე იგი მიხვდნენ რომ შეეშალათ და ერთუჯრედიანი იდიოტები არიან, ხომ? მაგრამ, მარტო წაშლა არ კმარა!
როცა მიხვდები რომ შეგეშალა ამ დროს ელემენტარული გამბედაობა უნდა გამოიჩინო და საჯაროდ მოიხადო ბოდიში!
მობოდიშება და გულწრფელად შეცდომის აღიარება სირცხვილი არ არის!
ამიტომ კეთილი ინებონ, გამობრძანდნენ ახლა თავიანთი სატელევიზიო კლოაკების ეკრანებზე და საჯარო ბოდიში მოიხადონ!“ – წერს ანდრია გვიდიანი.
ცნობისათვის, გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც მოქალაქე ტელეფონით იღებს ირაკლი კობახიძესა და მის მცირეწლოვან შვილს და ხუმრობს, რომ ეს ნიკა გვარამიაა. კადრები რამდენიმე მედიასაშუალების გვერდზეც მოხვდა.














კომენტარები