• რეკლამა
  • კონტაქტი
13:36, ოთხშაბათი, 12 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

..რა „იპოსტასში“ ჩასცხო მან ზურგში დანა უკვე 2021 წელს თავის მამა-მარჩენალ ბიძინა ივანიშვილს, მისივე დაბადების დღეზე!”-ქართველიშვილი

ალია ავტორი - ალია
12:53 02-18-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
53

ვერ გათვალეთ, რომ ღარიბაშვილი/კობახიძის წარმატებულმა დუეტმა არა თუ არ დაშალა პარტია, არამედ ის 10%-იანი მოსალოდნელი დეფიციტიც დაფარა, რაც გახარიას ღალატით მიაყენეთ „ოცნებას“ და 2021 წლის არჩევნებმა ისევ იმ ნიშნულამდე დააბრუნა „ოცნების“ ნდობა ამომრჩეველში, – წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით გიორგი გახარიამ ჭორების გავრცელებით დაიწყო, როცა ამბობდა “ბიძინას პროექტი ვარო, ნუ შეშინდებით” – რათა ოცნებისთვის ხმების მაქსიმალური რაოდენობა წამოეღო.

„ესეც წლისთავი. პოლიტიკური… არა გარდაცვალებისა, არამედ – სიკვდილის. ვინაიდან ღალატის გზით გარდაცვალება არც სააქაოში და არც საიქიოში არა ფასდება. დღეც როგორი შეურჩევია – „ტალახიდან თავადობამდე“ ვინც აგამაღლა – იმის დაბადების დღე. ვინ იცოდა გიორგი გახარია 2013 წელს და რა „იპოსტასში“ ჩასცხო მან ზურგში დანა უკვე 2021 წელს თავის მამა/მარჩენალ ბიძინა ივანიშვილს, მისივე დაბადების დღეზე. რით დაიწყო, ჯერ ჭორების გავრცელებით: „ბიძინას პროექტი ვარო, ნუ შეშინდებით“ – რათა „ოცნების“ ხმების მაქსიმალური რაოდენობა წამოეღო თავის მოღალატეებით და კოლაბორაციონისტებით გავსებულ პარტიაში. მერე სააკაშვილთან ერთდროული და „შემთხვევითი“ ამერიკული ვოიაჟის დროს – მოკლე და გრძელვადიანი თანამშრომლობის დეტალები რომ დააზუსტეთ. ამ შეთანხმების თანახმად, გაუქმებული, მაგრამ დაანონსებული „სარეფერენდუმო“ 43%-იანი ნიშნულისთვის – თამასა რომ უნდა ჩაგეწია და ამით მითიური „ვადამდელი“ არჩევნებისთვის – საფუძველი ჩაგეყარა. ვერ გათვალეთ, რომ ღარიბაშვილი/კობახიძის წარმატებულმა დუეტმა არა თუ არ დაშალა პარტია, არამედ ის 10%-იანი მოსალოდნელი დეფიციტიც დაფარა, რაც გახარიას ღალატით მიაყენეთ „ოცნებას“ და 2021 წლის არჩევნებმა ისევ იმ ნიშნულამდე დააბრუნა „ოცნების“ ნდობა ამომრჩეველში. გასაგებია, რომ გახარიას ღალატმა თბილისში მეორე ტური გამოიწვია, გასაგებია, რომ რამდენიმე საკრებულოში სააკაშვილის საკნიდან გაცემული ბრძანება პირნათლად შეასრულეთ და თვით „ნაცებშიც“ კი თქვენმა ამ „მოულოდნელმა” ალიანსმა დიდი კითხვები გამოიწვია: როგორ ჩაბარდა ისტორიულ მეხსიერებას მაკო გომურისა და თვალთხარია გახარიას, ია კერზაიასა და მისი მკვლელი გახარიას ამბები. დღეს რუსთავის არჩევნების მოლოდინშია უკვე გახარია, სადაც „ნაცებთან“ ერთად მორიგი „გამარჯვებისთვის“ ემზადებიან, რაც მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივებშიც მათი გარდაუვალი მარცხით დასრულდება. გავიდა წლისთავი. შილაფლავის სუნი ასდის დღეს გახარიას პარტიას, არც პანაშვიდს უხდის ვინმე, რადგანაც ესეც გარდაცვლილთა და არა მკვდართა ხვედრია. ქართველი ხალხი ბრძენია და დღეს უმეტესობა თავის მადლიერების გრძნობას ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეს უფრო უკავშირებს, ვიდრე მოღალატე გახარიას „წლისთავს“, მაგრამ ამასაც უნდა შევეხოთ, ამათ შორის თვალსაჩინო უფსკრულის წარმოჩენის მიზნით“- წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

სად შეგიძლია მიიღო ოქროს სანაცვლოდ ყველაზე მაღალი შეფასება?
ახალი ამბები

სად შეგიძლია მიიღო ოქროს სანაცვლოდ ყველაზე მაღალი შეფასება?

08:00 11-12-2025
მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ახალი ამბები

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად

16:22 11-11-2025
თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს

14:36 11-11-2025
Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved