• რეკლამა
  • კონტაქტი
14:49, კვირა, 5 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა ინფორმაციას ავრცელებს კორონავირუსით ინფიცირებულ 62 წლის მარნეულელ ქალზე “ჯეო ჰოსპიტალსი”

ალია ავტორი - ალია
20:38 03-24-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
148

კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი 62 წლის მარ­ნე­უ­ლელ ქალ­თან და­კავ­ში­რე­ბით “ჯეო ჰოს­პი­ტალ­სი” დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს:

“შპს „ჯეო ჰოს­პი­ტალ­სის” მარ­ნე­უ­ლის მრა­ვალპრო­ფი­ლურ სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრში მიმ­დი­ნა­რე წლის 18 მარტს, თვით­დი­ნე­ბით, რენტგე­ნო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბის მიზ­ნით შე­მო­ვი­და მდედ­რო­ბი­თი სქე­სის 62 წლის პა­ცი­ენ­ტი. რენტგე­ნო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვის სა­ფუძ­ველ­ზე და­ის­ვა ორ­მხრი­ვი პნევ­მო­ნი­ი­სა და სუნ­თქვის მწვა­ვე უკ­მა­რი­სო­ბის დი­აგ­ნო­ზი.

პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბას კი­დევ უფრო ამ­ძი­მებ­და მძი­მე თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბი: გა­და­ტა­ნი­ლი აორ­ტო-კო­რო­ნა­რუ­ლი შუნ­ტი­რე­ბა, შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი 20 წლი­ა­ნი ანამ­ნე­ზით, 4 წლის წინ გა­და­ტა­ნი­ლი იშე­მი­უ­რი ინ­სულ­ტი. და­წე­სე­ბუ­ლე­ბის პერ­სო­ნალ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი შემ­თხვე­ვა მა­შინ­ვე ჩათ­ვა­ლა კო­რო­ნა­ვირუ­სის შე­საძ­ლო შემ­თხვე­ვად და COVID-19-ის შე­საძ­ლო შემ­თხვე­ვის მარ­თვი­სათ­ვის გან­კუთ­ვნი­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის პრე­ვენ­ცი­ი­სა და კონ­ტრო­ლის პრო­ტო­კო­ლის სრუ­ლი დაც­ვით გა­კეთ­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ად­გი­ლობ­რივ სამ­სა­ხურ­ში, ად­გი­ლობ­რი­ვი ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბი­სა და კლი­ნი­კის სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვით მოხ­და პა­ცი­ენ­ტის გა­მო­კი­თხვა და ინ­ფორ­მა­ცია შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ მი­ე­წო­და სსიპ – სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ი­სა და გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის და და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრებს.

პა­ცი­ენ­ტი, რთუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­სა და მძი­მე თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მო­თავ­სდა და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, სხვა პა­ცი­ენ­ტე­ბი­სა­გან იზო­ლი­რე­ბულ გა­რე­მო­ში, სა­დაც მას უტარ­დე­ბო­და შე­სა­ბა­მი­სი კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა, ინ­ფექ­ცი­ე­ბის პრე­ვენ­ცი­ი­სა და კონ­ტრო­ლის პრო­ტო­კო­ლით გან­სა­ზღვრუ­ლი წე­სე­ბის სრუ­ლი დაც­ვით.

2020 წლის 21 მარტს პა­ცი­ენტს გა­ნუ­ვი­თარ­და მძი­მე მწვა­ვე რეს­პი­რა­ცი­უ­ლი დის­ტრეს სინ­დრო­მი და სა­ჭი­რო გახ­და მისი მარ­თვით სუნ­თქვა­ზე გა­დაყ­ვა­ნა. ამავდრო­უ­ლად, აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ეც­ნო­ბა სსიპ – სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ი­სა და გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბი­სა და და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტრებს. იმა­ვე დღეს, 2020 წლის 21 მარტს, გან­ხორ­ცი­ელ­და პა­ცი­ენ­ტის ბი­ო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლის აღე­ბა COVID-19-ზე ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბის მიზ­ნით, ხოლო 2020 წლის 22 მარტს და­ის­ვა COVID-19-ის დი­აგ­ნო­ზი.

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტის წამ­ყვან­მა ეპი­დე­მი­ო­ლო­გებ­მა ად­გილ­ზე შე­ის­წავ­ლეს მარ­ნე­უ­ლის მრა­ვალპრო­ფი­ლურ სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრში არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა. თუმ­ცა, პერ­სო­ნა­ლი­სა და პა­ცი­ენ­ტე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პა­ცი­ენ­ტის მარ­თვი­სას და­ცუ­ლი იყო ინ­ფექ­ცი­ე­ბის პრე­ვენ­ცი­ი­სა და კონ­ტრო­ლის ადეკ­ვა­ტუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი (შე­სა­ბა­მი­სი COVID-19-ის შე­საძ­ლო შემ­თხვე­ვე­ბის მარ­თვი­სათ­ვის), კონ­ტაქ­ტი­რე­ბულ პი­რებ­ზე (ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის პა­ცი­ენ­ტე­ბი, სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი) და­წეს­და მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა და ისი­ნი გა­და­ვიდ­ნენ კა­რან­ტი­ნის ან თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის რე­ჟიმ­ში.

ამავდრო­უ­ლად, აღ­ნიშ­ნულ პი­რებს 2020 წლის 23 მარტს ჩა­უ­ტარ­დათ ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვა COVID-19-ის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბი­სათ­ვის (სულ ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვა ჩა­უ­ტარ­და 21 თა­ნამ­შრო­მელს და 16 პა­ცი­ენტს), ყვე­ლა კვლე­ვის შე­დე­გი არის უარ­ყო­ფი­თი.

მძი­მე თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბი­დან მომ­დი­ნა­რე რის­კე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, 2020 წლის 22 მარტს მარ­თე­ბუ­ლად ჩა­ით­ვა­ლა, პა­ცი­ენ­ტის გა­დაყ­ვა­ნა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ველ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში.

რე­გი­ონ­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, შპს „ჯეო ჰოს­პი­ტალს“-ის მარ­ნე­უ­ლის მრა­ვალპრო­ფი­ლუ­რი სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრი გა­მო­ცხად­და კა­რან­ტი­ნის ზო­ნად. ამ ეტაპ­ზე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა არის მზად­ყოფ­ნა­ში, უზ­რუნ­ველ­ყოს COVID-19 შემ­თხვე­ვე­ბის მარ­თვა სა­ვე­ლე ჰოს­პი­ტალ­სა და და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტრთან მჭიდ­რო კო­ორ­დი­ნა­ცი­ის ფარ­გლებ­ში”.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved