• რეკლამა
  • კონტაქტი
16:24, ოთხშაბათი, 1 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა გელოდება დღეს – 21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ალია ავტორი - ალია
11:27 03-21-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
103

ვერძი

ვარსკვლავები წარმატებულ დღეს გპირდებიან – ბევრი სურვილი თქვენი მონაწილეობის გარეშე ასრულდება. აამიტომ, დღის პირველ ნახევარში უმჯობესია, პასიური მოლოდინის პოზიცია აირჩიოთ და გარშემო განვითარებულ მოვლენებში არ ჩაერიოთ. საღამოს ენერგიის დონე მოიმატებს. შესაძლებელია საინტერესო ადამიანებთან შეხვედრა, რამაც შეიძლება თქვენს სამომავლო გეგმებზე გავლენა მოახდინოს.

კურო

გირჩევთ, ამ დღეს უპირატესობა მიანიჭოთ საქმეებს, რომლებშიც კარგად ერკვევით. სხვა შემთხვევაში შეცდომების თავიდან აცილება გაგიჭირდებათ. ამ დღეს დიდი და რთული პროექტის დაწყებისგან თავი უნდა შეიკავოთ. გონივრულად შედგენილი, ეტაპობრივი სამოქმედო გეგმა სასურველი შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ. სიამოვნებას მოგანიჭებთ ძველ მეგობრებთან შეხვედრა, რომლებიც მზად არიან, საინტერესო იდეები გაგიზიარონ ან რაიმე უჩვეულო პროექტი შემოგთავაზონ.

ტყუპები

ნუ აჰყვებით საკუთარ სურვილებს – ამან შეიძლება რთულ ვითარებაში ჩაგაგდოთ. სავარაუდოდ, ამ დღეს გაცემული დაპირებები არ შესრულდება. ეს გაითვალისწინეთ და ყველაფერი არ დაიჯეროთ, რაც გესმით. მალე შეიძლება დახმარება დაგჭირდეთ, ამიტომ ეცადეთ, წინასწარ გაარკვიოთ, მზად არიან თუ არა თქვენი მოკავშირეები ამისთვის. დროა, დიდი ხნის უნახავი ნათესავები მოინახულოთ და სასიამოვნო სიახლეებით გაახაროთ.

კირჩხიბი

მომატებული ემოციური ფონის გამო ადვილად ღიზიანდებით და კამათის დროს თავის შეკავება გიჭირთ. გამორიცხული არ არის, რომ უნებლიეთ, თანამოსაუბრე შეურაცხყოთ ან პირადი საიდუმლო გასცეთ, რაც მომავალში სირთულეებს შეგიქმნით. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ურთიერთობები შეზღუდოთ და საყოველთაოდ მიღებული წესები არ დაარღვიოთ. ეს არასასურველი კონტაქტისგან დაგიცავთ და სირთულეებს თავიდან აგაცილებთ.

ლომი

ამ დღეს ყველაზე მეტად აჩქარება დაგაზარალებთ, ამიტომ ფრთხილად იმოძრავეთ და ეცადეთ, ყოველი ნაბიჯი გამოთვალოთ. თანამოაზრეების დახმარებით ამ დღეს დაგეგმილის დროულად განხორციელებას შეძლებთ. გირჩევთ, ნებისმიერ ცნობას ეჭვით შეხედოთ და სანამ მოქმედებას დაიწყებთ, ყველა ინფორმაცია გადაამოწმოთ – ვიღაც თქვენით მანიპულირებას ცდილობს.

ქალწული

ამ დღეს რასაც არ უნდა აკეთებდეთ, რისკს უნდა მოერიდოთ. საქმიანობაში სტანდარტული, ცნობილი მეთოდები გამოიყენეთ. უმჯობესია ურთიერთობები შეზღუდოთ, მეტი უსმინოთ და ნაკლები ილაპარაკოთ და, რაც მთავარია, კამათში არ ჩაერთოთ. ამ დღეს წარმოქმნილი პრობლემები არც ისე მნიშვნელოვანია, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ და გაუგებრობები, რომლებიც დღის პირველ ნახევარში წარმოიქმნება, მალე დავიწყებას მიეცემა.

სასწორი

უახლოესი გარემოცვიდან ვიღაც არასწორი ინფორმაციით თქვენს მოტყუებას ცდილობს, ამიტომ სანამ მოქმედებას დაიწყებთ, ეცადეთ, ყველა ფაქტი საგულდაგულოდ გადაამოწმოთ. ბევრ სასწორს ამ დღემ შეიძლება ნებისყოფის გამოცდა მოუწყოს. არახელსაყრელი ტენდენციების მიუხედავად, ჩანაფიქრის განხორციელებას შეძლებთ და ამაში ძველი მეგობრები დაგეხმარებიან.

მორიელი

ამ დღეს ახლო მეგობრებს და საყვარელ ადამიანებსაც კი არ უნდა არ უნდა მოუსმინოთ – ვიღაც ფაქტების შელამაზებას და თქვენთვის არასწორი ინფორმაციის მოწოდებას ცდილობს. დაწყებული საქმე რომ დროულად დაასრულოთ, გეგმას არ უნდა გადაუხვიოთ. თუ გადაწყვეტილების მიღება გიჭირთ, რჩევა ძველ მეგობრებს ან გამოცდილ ადამიანებს უნდა სთხოვოთ. დროა, კარგად დაფიქრდეთ, ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე აწონ-დაწონოთ და გადაწყვიტოთ, ვინ იქნება თქვენი მოკავშირე.

მშვილდოსანი

დღის განმავლობაში განწყობა რამდენჯერმე შეგეცვლებათ, ამიტომ ეცადეთ, გვერდით ყოველთვის ხალისიანი და დადებითად განწყობილი ადამიანები გყავდეთ. ეცადეთ მეტი ფანტაზია გამოავლინოთ და თამამი გეგმები შეადგინოთ. შემთხვევით შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაიგოთ, მაგრამ სანამ გამოიყენებთ, კარგად უნდა გადაამოწმოთ.

თხის რქა

ვიღაცის საიდუმლოს გაგებას და რაღაც ფრაზის მნიშვნელობის ახსნას ცდილობთ, მაგრამ ამაზე დრო არ უნდა დაკარგოთ. ეცადეთ, ყურადღება იმ საქმეზე გადაიტანოთ, რომელზედაც დიდ იმედებს ამყარებთ. თუ დახმარება გჭირდებათ, კოლეგებს და მეგობრებს უნდა სთხოვოთ. შეიძლება რაღაც უჩვეულო ურთიერთობა დაიწყოს, რომელიც თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

მერწყული

ამ დღეს შეცდომის დაშვების ალბათობა მაღალია, ამიტომ ნებისმიერ წვრილმანს ყურადღება უნდა მიაქციოთ. გაითვალისწინეთ, რომ შეცდომა შეიძლება თქვენს პროფესიულ პოზიციაზე უარყოფითად აისახოს. დღის მეორე ნახევარში საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობა მოგიწევთ. ისინი ცხოვრებისეულ გამოცდილებას გაგიზიარებენ და სასარგებლო რჩევებს მოგცემენ. შესაძლებელია ერთობლივი კომერციული თუ შემოქმედებითი საქმიანობის დაწყება.

თევზები

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს საკუთარი გეგმების შესახებ არავის უამბოთ. კრიტიკისა და უსიამოვნო შენიშვნების გარდა, ვერაფერს მოისმენთ და განწყობას დიდი ხნით გაიფუჭებთ. ამის ნაცვლად, ეცადეთ, ყურადღება სამუშაოზე გადაიტანოთ. მოერიდეთ კოლეგებთან კამათს, რათა თქვენთვის საჭირო ურთიერთობა არ დააზარალოთ. ხელსაყრელი დღეა აქტიური დასვენებისთვის. ბევრი თევზი ახალ გატაცებას აღმოაჩენს, რომელიც ცხოვრებას უფრო საინტერესოს გახდის.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად
ახალი ამბები

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად

15:30 04-01-2026
რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved