• რეკლამა
  • კონტაქტი
16:53, შაბათი, 24 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა გეგმები აქვს „უთაოდ“ დარჩენილ „ნაცმოძრაობას“? -„ოპოზიციის უუნარობის გამო, „ოცნებას“ თავხედობა ყოფნის, რომ ამაზე იფიქროს“

ალია ავტორი - ალია
20:10 06-05-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
634

ანი დვალიშვილი

რამდენიც არ უნდა ვამტკიცოთ, ცუდია თუ კარგი ხელისუფლება, ფაქტი ის გახლავთ, რომ სწორედ „ოცნებამ“ მოახერხა და ოპოზიცია ქვეყანაში პრაქტიკულად, მოკლა. ეს კარგი არ არის, ჯანსაღი ოპოზიცია აუცილებელია, თუმცა არც ჯანსაღი და არც დისკრედიტირებული, პრაქტიკულად, აღარ გვყავს. ჯერ მიხეილ სააკაშვილის, შემდეგ კი ნიკა გვარამიაას დაპატიმრებით, ოპოზიცია უთაოდ დარჩა, ანუ დარჩა პირის გარეშე, რომერიც აძლევდა პოლიტიკურ მიმართულებას და ახლა დარჩა პიარის გარეშე, ანუ გვარამიას მიერ ეთერით აწეული თემები აღარ არსებობს. რა შეუძლია მარტო დარჩენილ ოპოზიციას, პარლამენტში მინისტრების საათზე გამოჩნდა, სადაც მათ პრემიერმა უბრალოდ, ცივი წყალი გადაასხა და ყველა კომპონენტში დაჩაგრა.

თუ აკვირდებით, ლიდერების გარეშე დარჩენილი ოპოზიციის წევრები ცდილობენ რამე ისეთი თქვან, რასაც აჟიოტაჟი მოჰყვება, მაგრამ ამ საქმიდანაც არაფერი გამოდის . ამის ფონზე, თითქოს „ოცნებაში“ ყველაფერი რიგზე უნდა იყოს, მაგრამ ნურას უკაცრავად – უმრავლესობის წევრები ყოველდღიურად ზეწოლას განიცდიან და მათ მუდმივად უმეორებენ, რომ არცერთი სიტყვა არ თქვან ჟურნალისტებთან, თუ ის შეთანხმებული არ იქნება ირაკლი კობახიძესა და ირაკლი ღარიბაშვილთან. ჰო, სწორედ ეს ორი კაცი განსაზღვრავს ახლა იმას, ვინ რა და სად უნდა თქვას. შესაძლოა, ვინმემ კახა კალაძე მოიკითხოს, მაგრამ კახა მთლიანად დედაქალაქით არის დაკავებული და თანაც, საკმარისი მრჩევლები ჰყავს იმისთვის, რომ ისეთი არაფერი წამოსცდეს, რაც გუნდს არ მოეწონება. ბოლო მაგალითს გეტყვით, როცა ოპოზიციამ წინა პლანზე კვლავ ივანიშვილის თემა წამოსწია – „ოცნებამ“ იმდენი მოახერხა, რომ ივანიშვილი ყველა ბრუნვაში ატრიალა, მაგრამ არა როგორც პოლიტიკოსი, არამედ როგორც განზე მდგარი მეცენატი…

„ალიას“ ინფორმაციით, ნაციონალური მოძრაობა, უკვე მერამდენედ, სერიოზულ საკადრო ცვლილებებს გეგმავს, მაგრამ ვინ უნდა დანიშნონ კონკრეტულ მიმართულებებზე, არავინ იცის. სააკაშვილიც მიხვდა, რომ მის გარეშე ეს პოლიტიკური ერთობა უბრალოდ მკვდარია და ვერც ციხის საკნიდან და ვერც საავადმყოფოს პალატიდან ვერ ახერხებს იმდენს, რომ მუხტი ასწიოს და უკვე მიშას ოჯახიც მიხვდა, რომ დაანონსებული აქციები არ და ვერ გამოვა – პარტიას ადამიანური რესურსი არ აქვს. აკი თქვა კიდეც გიული ალასანიამ, რა ხდება, ვერ გავიგე, ყველა უკმაყოფილო როგორ იყო, მიშას მხარდამჭერები სად არიანო?! და მთავარი – გადაიყვანენ თუ არა სააკაშვილს საზღვარგარეთ სამკურანალოდ?!

„ამ თემაზე პარტიაში რამდენჯერმე იყო საუბარი და პასუხი ყოველთვის უარყოფითი გახლდათ. „ოცნება“ არც კი განიხილავს სააკაშვილის ქვეყნიდან გაშვებას და რაც მთავარია, ამას სერიოზულ დონეზე ვერც დასავლელი პარტნიორები სთხოვენ. საპარლამენტო არჩევნებამდე წელიწადნახევარია დარჩენილი და არჩევნებამდე მიშას გათავისუფლება გამორიცხულია“,- გვეუბნება „ოცნების“ მაღალჩინოსანი.

ფიზიკურზე მეტად, ციხეში სააკაშვილს ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის პრობლემები უფრო აქვს და მომდევნო ორი წლის განმავლობაში, ეს პრობლემები ბევრად უფრო გაღრმავდება. მმართველი გუნდი სააკაშვილს, როგორც პოლიტიკოსს, ბოლომდე ანადგურებს და ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, ის ისეთივე აქტიური უნდა იყოს, როგორც მაგალითად ბაჩო ახალაია ან ვანო მერაბიშვილი არიან, რომლებიც თითქოს კულუარულად ცდილობენ, რაღაც გავლენები შეინარჩუნონ, მაგრამ ამ საქმიდან ბევრი არაფერი გამოდის. რეალურად თუ ვიმსჯელებთ, ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, აქტიურობა გიგი უგულავამ სცადა და გამოუვიდა, მაგრამ დაგვეთანხმებით, რომ ციხემდე და ციხის შემდეგ, უგულავას ავტორიტეტი თუნდაც თანაპარტიელებს შორის, ბევრად დაცემულია და მის ლიდერობას სერიოზულად არც არავინ უყურებს.

„ოცნების“ დეპუტატები ახლა იმით არიან დაკავებული, რომ რაც შეიძლება მეტად გაიმყარონ პოზიციები, მეტი ფული იშოვონ, რათა 2024 წელს, როცა არჩევნები სრულად პროპორციული იქნება, გამსველ სიაში ადგილი დაიბევონ. დღეს არსებული რეალობის გათვალისწინებით, „ოცნებას“ თავხედობა ჰყოფნის და 2024 წლისთვისაც ხელისუფლებაში ერთპიროვნულად დარჩენას აპირებს! და თუ ამას მოახერხებს, მერე უკვე მნიშვნელობაც აღარ ექნება, ვინ ციხეში იქნება და ვინ გარეთ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის
ახალი ამბები

WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის

17:22 01-23-2026
თიბისი კაპიტალმა 2025 წლის შემაჯამებელი მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წლის შემაჯამებელი მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

16:43 01-22-2026
2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად
ახალი ამბები

2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად

14:24 01-22-2026
თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება

14:04 01-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved