ყოფილი პარლამენტარი, ნაცმოძრაობის წევრის მეგი გოცირიძის შეფასებით, პაატა ბურჭულაძეს ატყუებდნენ:
,,პაატა ბურჭულაძემ, გამოსვლამდე თქვა, რომ დაველოდოთ, რეგიონებიდან კოლონები მოდიან და დიდი მარში გვიერთდებაო და სულ რამდენიმე წუთში დაიწყო გამოსვლა ისე, რომ მე იქ არც კოლონები მინახავს რეგიონებიდან შემოერთებული და არც რაიმე , დიდი თუ პატარა მარში….
ანუ, რა გამოდის, ბოლო წუთამდე ატყუებდნენ ? და ვინ ატყუებდა? !
პ.ს. ბოლო 10 დღე რეგიონებში დავდიოდი და არავითარი მობილიზაცია არ ჩანდა, ჩემით მოვდივარო ბევრმა მითხრა და ვწერდი კიდეც, მაგრამ ორგანიზებულად ჩამოსვლაზე როცა მეკითხებოდნენ პასუხი არ მქონდა. ვკითხე სამ ადამიანს , მათ შორის ორ ორგანიზატორს და პასუხი ??? ფაქტია, მთელი საქართველო აქ იდგებაო ბურჭულაძე როცა ამბობდა, ვიღაც აიმედებდა და ვინ იყო ის?! მართლა მთელი საქართველი რომ გამოსულიყო ფილარმონიიდან თავისუფლებაზე დაიდგმებოდა ის სამი სცენა, რაც გეგმაში იყო და სრულიად საკმარი იქნებოდა ყოველგვარი ღობეგლეჯიობის გარეშე 4-ში დაწყებული, აბსოლუტურად მშვიდობიანად დამთავრებულიყო 4-შივე…”
კომენტარები