• რეკლამა
  • კონტაქტი
16:35, პარასკევი, 19 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა გადაზღვევა გააკეთა ჯანდაცვამ ექთნის გარდაცვალების შემდეგ და სად აიკრძალა ვაქცინაცია? – თამარ გაბუნია

ალია ავტორი - ალია
16:04 03-19-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
28

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „იმედის დღეში“ განაცხადა:

“ის, რომ ანაფილაქსიური მაჩვენებლები ფიქსირდებოდა, ამის შესახებ ვაქცინის გვერდით მოვლენებში აქამდეც მითითებული იყო. სამწუხაროა, რომ ჩვენ ძალიან ადრე და ერთ-ერთი პირველები მოვხვდით ამ ანაფილაქსიური რეაქციების სიაში და გამოსავალიც ასეთი ცუდი მივიღეთ

ქვეყანას აქვს მოულოდნელი გვერდითი რეაქციების მართვის შესაძლებლობა და ჩვენ ასევე გუშინ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვაქცინაცია გაგრძელდეს კონცეტრირებულად მრავალპროფილურ სტაციონარებში. გუშინდელი შემთხვევაც კლინიკაში მოხდა, ერთი წუთიც არ დაგვიკარგავს არც ტრანსპორტირებაზე და არც იმაზე, რომ პაციენტს დროულად მიეღო შესაბამისი დახმარება. სადაც იმუნიზაცია ტარდება, ყველა კაბინეტი აღჭურვილია შოკის მართვის შესაძლებლობებით. როდესაც ეს ამბულატორიაში ხდება, გარკვეული დრო შეიძლება დაიკარგოს ტრანსპორტირებაზე, მაგრამ როდესაც სტაციონარში ხდება, რაც გუშინ მოხდა, ამ შემთხვევაში არცერთი წუთი არ დაკარგულა.

სამომავლოდ რომ გადაზღვეულები ვიყოთ, სადმე დრო რომ არ დაიკარგოს, გვირჩევნია ეს ყველაფერი გაგრძელდეს მულტიპროფილურ სტაციონარებში, სადაც იქვე არის რეანიმაციული განყოფილება“

ეს გადაწყვეტილება რატომ მივიღეთ მხოლოდ ახლა, მხოლოდ ექთნის გარდაცვალების შემდეგ, თუ წინასწარ ვიცოდით და ვაქცინის გვერდით მოვლენებშიც ეწერა, რომ შესაძლოა, ანაფილაქსიური მაჩვენებლები დაფიქსირდეს? იყო, თუ არა მზად საჭირო დოზა ალერგიული რეაქციის შემთხვევაში მყისიერად გასაკეთებლად, (როგორც ამაზე ექიმმა ნანა გეგეჭკორმა ისაუბრა), თამარ გაბუნიას ამაზე კომენტარი არ გაუკეთებია. რა წერია კიდევ ვაქცინის ანოტაციაში? გაუკეთებთ, თუ არა აცრას, გაუშვით, ინტერვიუები ჩაწეროს, რაც უნდა აკეთოსო? უნდა დააკვირდეთ მინიმუმ ამდენი წუთიო, არ წერია? როგორ და ვინ უნდა დააკვირდესო, რა წერია? – არც ამაზე გვაქვს პასუხი ჯანდაცვის სამინისტროდან.

საქმის ძიება დაიწყო შსს-მ, მაგრამ ამ კითხვებზე პასუხს თუ ვერ მიიღებს, ისე გამოვა, რომ ან არავისი ბრალი იქნება ახალგაზრდა ექთნის გარდაცვალება და ან ერთ კონკრეტულ ექიმს დაადებს ხელს, არადა, აგერ, ჯანდაცვის სამინისტრომ აღიარა, რომ იცოდა მსგავს გართულებებზე, თუმცა, მაინც ამბულატორიებშიც ახორციელებდა აცრას. მაგალითად, დღეს, ამ მიზეზით აიკრძალა ვაქცინაცია ხულოში, ქედაში, შუახევსა და ხელვაჩაურში. რამდენი ასეთი ცეტრი იყო ვაქცინაციის სულ ქვეყანაში, ამაზეც არ ავრცელებს სამინისტრო, ამ ეტაპზე, ინფორმაციას.

თეგები: თამარ გაბუნია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
ახალი ამბები

მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!

12:50 12-19-2025
გახსენი 20-21 დეკემბრის შეთავაზებები თიბისის საახალწლო კალენდარზე
ახალი ამბები

გახსენი 20-21 დეკემბრის შეთავაზებები თიბისის საახალწლო კალენდარზე

12:43 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved