აგვისტოს ომი სამუდამოდ ჩაიწერა ჩვენს უახლეს ისტორიაში ტრაგიკულ ფურცლად. რა დროც არ უნდა გავიდეს, იმ საშინელი დღეების დავიწყება შეუძლებელია – განაცხადა კახა კალაძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, სადაც რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს
“უდანაშაულო ადამიანების სიკვდილი, ნგრევა, დევნილად ქცეული მოსახლეობა.
შეუძლებელია შეეგუო ოკუპაციას, საკუთარ მიწაზე გავლებულ მავთულხლართებს, ტერიტორიების დაკარგვას.
სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს იმისკენ რაც შესაძლებელია, რისი ვალდებულებაც გაგვაჩნია ჩვენი ქვეყნისა და სამშობლოსთვის ბრძოლაში შეწირულ გმირთა ხსოვნის წინაშე – მხედველობაში მაქვს დეოკუპაცია, ქვეყნის მშვიდობიანი გზით გაერთიანება.
დიდება და ხსოვნა აგვისტოს ომში გარდაცვლილ ჩვენს გმირ ჯარისკაცებს, ომს შეწირულ მშვიდობიან მოსახლეობას!”- განაცხადა კახა კალაძემ.
რუსეთ-საქართველოს ომიდან დღესბ 13 წელი გავიდა.
კომენტარები