• რეკლამა
  • კონტაქტი
20:55, ორშაბათი, 21 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, რა დაგემართათ მართლა? ასე როგორ გაბოროტდით ყველა” – ნანა გეგეჭკორი

ალია ავტორი - ალია
00:33 11-29-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
7,700

ექიმი ნანა გეგეჭკორი:

,,საქართველოში დიდიხანია მივეჩვიეთ რომ ექიმები პოლიტიკოსები არიან, პოლიტიკოსები კი საექიმო დასკვნებს დებენ და მერე უსასრულოდ განიხილავენ ათასგვარ აბსურდს.

ერთ-ერთ ასეთ აბსურდზე…

ყოფილი პრეზიდენტი არ მინახავს, არ ვარ ჩახედული მის სამედიცინო ისტორიაში, თვალს ვადევნებ მხოლოდ მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გაკეთებულ კომენტარებს, აბსურდულებსაც და შედარებით აზრიანებსაც. ეს პოსტი არაა მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, იმ უგუნურობაზეა რითიც ყოველ დღე გკვებავენ ტელეეთერებიდან “მკითხავი პოლიტიკოსები” და ხშირად “მკითხავი ექიმებიც”.

ადამიანის ორგანიზმი უჭკვიანესი, დინამიური მექანიზმია, რომელსაც თავისივე თავში აქვს კონსტრუირებული ათასგვარი საკომპენსაციო რეაქციების ჯაჭვი, რაც რომელიმე ორგანოს ფუნქციის დარღვევისას, დარღვეული ბალანსის აღდგენაში ეხმარება.

მაგალითად, შეიძლება ადამიანის გულის კუნთი იმდენად იყოს დაზიანებული, რომ ის ფუნქციას მესამედითაც ვერ ასრულებდეს, მაგრამ საკომპენსაციო მექანიზმები გარკვეული დროის განმავლობაში ახერხებდნენ კლინიკური წონასწორობის შენარჩუნებას და პაციენტმა შეიძლება არც კი იგრძნოს რომ მის ორგანიზმში უმძიმესი დაავადება დაიწყო. სულ ერთი კვირის წინ გავწერე, აფრიკის ერთ-ერთი ქვეყნიდან ნიუ იორკში ოჯახთან სტუმრად მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქცია 11% ჰქონდა. ვისაც ესმის ეს რას ნიშნავს მიხვდება რა სიმძიმის პაციენტზეა საუბარი. თუ ამ მდგომარეობას შექცევადი მიზეზი არ აქვს, და ის ვერ გაუმჯობესდა დღეს არსებული მაქსიმალური მედიკამენტოზური მკურნალობის ფონზე, მალე პაციენტს მხოლოდ გულის გადანერგვაღა შეუნარჩუნებს სიცოცხლეს. მამაკაცმა არც კი იცოდა, რომ მას საერთოდ რაიმე დაავადება აქვს. პირველად ცხოვრებაში, ქუჩაში გონება დაკარგა და ასე აღმოჩნდა ჩვენთან. ის მძიმე ფიზიკური შრომით ირჩენს თავს თავის ქვეყნაში და ამ ბუნებრივი ვარჯიშის წყალობით საოცრად ათლეტური აგებულებისაა. გარეგნულად რომ შეხედოთ ოდნავადაც არ დაგრჩებათ შთაბეჭდილება, რომ მძიმე ავადმყოფია. დიახ, ის უმძიმესი ავადმყოფია. უმძიმესი, შექცევადი მიზეზის არმქონე, გულის უკმარისობით (გამოკვლევებით დადგინდა რომ მის კარდიომიოპათიას შექცევადი მიზეზი არ აქვს). სწორედ ამ დაავადების გამო განუვითარდა ვენტრიკულარული ტაქიკარდია და გონება დაკარგა. რომ არა, ნიუ იორკის არაჩვეულებრივად აწყობილი 911 და უსწრაფესად აღმოჩენილი საუკეთესო დახმარება იქვე დაასრულებდა სიცოცხლეს, ისე რომ ვერც კი გაიგებდა რა დაავადება ჰქონდა. ამ დროისთვის მას უკვე აქვს დიაგნოზი და ის უმძიმეს ავადმყოფად ითვლება გულის კუნთის დაკარგული ფუნქცის გამო, თუმცა ჩვენ მოვახერხეთ მისი რისკების კომპენსირება ისე, რომ შეუძლია ჯერ-ჯერობით ოჯახურ გარემოში გააგრძელოს ცხოვრება, მისდიოს ექიმების რეკომენდაციებს, იყოს უწყვეტი მეთვალყურეობის ქვეშ. ჯერ-ჯერობით მისივე ორგანიზმში ჩაშენებული საკომპენსაციო მექანიზმები ნაწილობრივ ეხმარება გარკვეული ბალანსის შენარჩუნებაში, რაღაც ნაწილი კი მედიკამენტებით და კანქვეშ ჩამონტაჟებული, ჭკვიანი, თანამედროვე მოწყობილობებით ჩავანაცვლეთ და ასე გააგრძელებს მისი ორგანიზმი ფუნქციონირებას. ივლის სტუმრად მეგობრებთან, დაესწრება დისშვილების უნივერსიტეტის დამთავრების ცერემონიას, ეყვარება, გაიცინებს, სევდა შეიპყრობს ისევე როგორც მანამდე. ქუჩაში რომ გადაეყაროთ ათლეტური გარეგნობით მიიპყრობს თქვენს ყურადღებას და ვერც იფიქრებთ რომ უმძიმესი ავადმყოფია.

რატომაა უმძიმესი ავადმყოფი თუ ჩვეულებრივ ფუნქციონირება შეუძლია? მას ჩვენ ჩავუნაცვლეთ საკომპენსაციო მექანიზმები რომელიც ორგანიზმის სტაბილურად ფუნქციონირებას უზრუნველყოფდა. თავისი ძალებით უკვე ამას ვეღარ შეძლებს. მისი ხარისხის გულის უკმარისობის მქონეთა პროგნოზი კი გვეუბნება, რომ გარკვეული დრო ამ პლატოზე იტივტივებს მერე კი თანდათან დაიწყებს დამძიმებას და მეტი და მეტი ჩანაცვლებითი თერაპია დასჭირდება, რაღაც დროის შემდეგ კი ხელოვნური მარცხენა პარკუჭი ხიდად გულის გადანერგვამდე ან პირდაპირ ტრანსპლანტაცია მოუწევს.

მიხვდით იმედია, რის თქმას ვცდილობ. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმეს განსაზღვრავს არა ის თუ როგორ გამოიყურება გარეგნულად, არამედ რამდენად დიდია მედიკამენტების ან ჭკვიანი მოწყობილობების წილი ბუნებრივი საკომპენსაციო მექანიზმების ჩანაცვლებაში, არის თუ არა მთავარი პრობლემა შექცევადი ეტიოლოგიის, როგორია მისი ძირითადი დაავადების პროგნოზი და რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ მკურნალობას შეწყვეტს.

სწორედ ეს უნდა იყოს ამოსავალი წერტილი, როცა ექიმი პაციენტის მდგომარეობას განსაზღვრავს და არა ის რამდენად სიმპათიური, დავარცხნილი და დაბანილია მისი პაციენტი იმ კონკრეტულ დღეს. გაგიკვირდებათ და არც ნორმალური ლაბორატორიული კვლევის შედეგები გამოდგება არგუმენტად როცა საუბრობთ, რომ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუ თქვენ ამ მონაცემებს ათასგვარი ჩანაცვლებითი თერაპიებით ინარჩუნებთ. მითუმეტეს არ შეიძლება თქვათ, რომ პაციენტი სტაბილურია თუ მას გაურკვეველი ეტიოლოგიის სიმპტომების კომპლექსი აქვს და თქვენ არ გაქვთ პასუხი რა მექანიზმითაა ისინი განპირობებული. თუ დიაგნოზი არ იცით ვერც პროგნოზი გეცოდინებათ, თუ დაავადებულის სიცოცხლის რისკების პროგნოზირება არ შეგიძლიათ ვერ იტყვით, რომ ასეთი პაციენტი დამაკმაყოფილებელ მდგომატეობაშია. ზუსტად არ ვიცი როგორ ვთარგმნო სამედიცინოდ გამართულად relatively stable, ეს ტერმინი მაინც გამოიყენეთ, რომ დაუშვათ დესტაბილიზაციის ალბათობა. თუ არ იცით რასთან გაქვთ საქმე ხომ ვერ გამორიცხავთ, რომ უცებ პაციენტი შეიძლება დრამატულად დაგიმძიმდეთ?

პოლიტიკოსებს კი ვერ მოგთხოვთ ამ ცოდნას, მაგრამ ემპათია ხომ უნდა გაგაჩნდეთ, რომ თანდათან დამდნარ პაციენტზე არ იყვიროთ, მგელი, მგელი იძახეთ და რატომ არ მოკვდა აქამდეო. ექიმები მეტი გყავთ პარტიებში ვიდრე პოლიტიკოსები და დაეკითხეთ მაინც რატომ არის აუცილებელი ხმაური, მანამ სანამ პაციენტის სიცოცხლის რისკები სრულად არ ამოიხსნება და დარწმუნებული არ იქნები, რომ უეცრად მდგომარეობა დრამატულად არ შეიცვლება.

რა დაგემართათ მართლა? ასე როგორ გაბოროტდით ყველა, რომ უბრალო ადამიანური თანაგრძნობის უნარი სრულად გამქრალი გაქვთ? ვის რად უნდა თქვენი წაკითხული წიგნების რაოდენობა და ეკრანიდა ნასროლი ჭკვიანი ფრაზები თუ ნებისმიერი (ნებისმიერი და არა მხოლოდ თქვენი პარტიის წევრი) მოქალაქის ბედის განცდა არ შეგიძლიათ? როგორ უნდა განდოთ მოქალაქეებმა თავიანთი შვილების ბედი, როცა ხედავენ როგორ ამცირებთ, დასცინით, აბულინგებთ ციხის საკანში თვალსა და ხელს შუა გალეულ ტუსაღს, რომელსაც თქვენი “ჭკვიანი პოლიტიკით” ნამართი ქვეყნის ჯანდაცვამ ისიც კი ვერ გაუგო, რატომ აქვს ცხელება თვეების განმავლობაში?

ადამიანებად მაინც დარჩით, პოლიტიკოსებად რომ ვერ შედეგით ეს ხომ ისედაც ყველასთვის ცხადია…”

თეგები: ნანა გეგეჭკორი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

გაატარე ზაფხული შენებურად –  ახალი თიბისი ბარათი მომხმარებლებს საზღვარგარეთ მოგზაურობის უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს
ახალი ამბები

გაატარე ზაფხული შენებურად – ახალი თიბისი ბარათი მომხმარებლებს საზღვარგარეთ მოგზაურობის უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს

18:15 07-21-2025
თიბისისა და VELI.store-ის 1-თვიანი პარტნიორობა დაიწყო – არ გამოტოვოთ განსაკუთრებული შეთავაზებები
ახალი ამბები

თიბისისა და VELI.store-ის 1-თვიანი პარტნიორობა დაიწყო – არ გამოტოვოთ განსაკუთრებული შეთავაზებები

12:53 07-19-2025
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს – თიბისი
ახალი ამბები

2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს – თიბისი

18:59 07-18-2025
თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines საქართველოში პირველ სამოგზაურო ბარათს ქმნიან
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines საქართველოში პირველ სამოგზაურო ბარათს ქმნიან

15:54 07-18-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved