კორონავირუსით გარდაცვლილი მერვე პაციენტი 72 წლის ქალია, რომელიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.
კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის განცხადებით, დაღუპულია 72 წლის ქალი, რომელიც კლინიკაში 14 აპრილს შეიყვანეს.
„ბიოლოგიური სიკვდილი 72 წლის ქალთან დაფიქსირდა. ის კლინიკაში შემოვიდა 14 აპრილს სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მწვავე რესპირატორული დისტრესი, მწვავე მიოკარდიულ-ვირუსული ენდოკარდიტის დიაგნოზით. ანამნეზში ქალს ჰქონდა გულის უკმარისობა მეორე-მესამე კლასის, არტერიული ჰიპერტენზია, მორბიდული სიმსუქნე. მიუხედავად ჩატარებული ღონისძიებებისა დილით დაფიქსირდა გულის გაჩერება”, – განაცხადა რატიანმა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ კორონავირუსმა მე-8 პაციენტი იმსხვერპლა.
კომენტარები