• რეკლამა
  • კონტაქტი
17:00, პარასკევი, 3 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ქვეყნის ევროპული გზიდან არანაირი გადახვევა არ მომხდარა და მთავრობა, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობამ აირჩია, მზად არის გახსნას მოლაპარაკებები ევროპასთან – მოქალაქეები ევროკავშირს პეტიციით მიმართავენ

ალია ავტორი - ალია
12:10 12-06-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
203

არანაირი გადახვევა ქვეყნის ევროპული გზიდან არ მომხდარა და მთავრობა, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობამ აირჩია მზად არის გახსნას მოლაპარაკებები ევროპასთან, – საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირს პეტიციით მიმართავენ. პეტიციაში საუბარია ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ პროცესებზე. მოქალაქეებიის მოთხოვნაა, ევროკავშირმა საქართველოს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გახსნას.

„ჩვენ, კეთილდღეობის მოსურნე საზოგადოება ხმამაღლა ვაფიქსირებთ, რომ ვგმობთ ყველანაირ ძალადობას, ყველა მხრიდან. გვინდა გავაგებინოთ საზოგადოებას, რომ ჩვენთვის, საზოგადოების უმრავლესი ნაწილისთვის, წარმოუდგენელია ის ყველაფერი რაც ბოლო დღეებია ხდება ჩვენს ქვეყანაში. ასეთი ზიზღი, ბულინგი, თავდასხმა და ერთმანეთის ვერ ატანა – არ ახსოვს საქართველოს. ჩვენ უნდა შევძლოთ ამ ყველაფერზე მაღლა დადგომა – ერთმანეთისთვის, ჩვენი მომავლისთვის, ჩვენი სამშობლოსთვის. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით ვაფიქსირებთ, რომ ვგმობთ და ვემიჯნებით ძალადობას ყველა მხრიდან, როგორც ფიზიკურს ისე ფსიქოლოგიურს – დაუშვებელია ქართველი- ქართველს ასე ექცეოდეს, დაუშვებელია ამ გზით გვინდოდეს ევროპული მომავლის შენება!

ჩვენ უნდა გავხდეთ მაგალითები ჩვენი შვილებისთვის, რომ ზიზღით და ურთიერთდაპირისპირებით, მომავალი ვერ აშენდება და ამით მხოლოდ მტერს ვახარებთ. ამიტომ გამოვდივართ ინიციატივით, გავერთიანდეთ, შევიკრიბოთ და მთელს მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ერთად ვდგავართ ჩვენი შვილების, შვილიშვილების ევროპული მომავლისთვის, ყოველგვარი ძალადობისა და დაპირისპირების გარეშე. პროცესებმა ნათლად აჩვენა, რომ არანაირი გადახვევა ქვეყნის ევროპული გზიდან არ მომხდარა და მთავრობა, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობამ აირჩია მზად არის ხელი მოაწეროს და გახსნას მოლაპარაკებები ევროპასთან, რასაც ცხადყოფს მათი განცხადებები და ქმედებები. ჩვენ, მზად ვართ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და კონსტიტუციური უფლება იმისთვის, რომ დავიცვათ მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანი, რომელსაც სურს საქართველოს ევროინტეგრაცია და ქვეყნის ურყევი, მშვიდობიანი განვითარება. შესაბამისად, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, რომელმაც ჩვენი არჩევანი 26 ოქტომბერს მკაფიოდ დავაფიქსირეთ, ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისა და მშვიდობიანი განვითარების უზრუნველსაყოფად – მივმართავთ ევროკავშირს – გახსენით მოლაპარაკებები.

#გახსენითვაწერთ“, – ნათქვამია მიმართვის ტექსტში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved