ქუთაისში “ნიუპოსტის” ჟურნალისტს გიგა გელხვიიძეს მე-14 საარჩევნო უბანთან ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც ჩვენი ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ აღნიშნულ უბანთან ოცნების აგიტატორები სიების მიხედვით ფულს არიგებდნენ, ადგილზე მისვლაც სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, იქ მისულმა კი აშკარა კანონდარღვევა დააფიქსირა. ოცნების აგიტატორები აგრესიაზე გადავიდნენ, რის შედეგადაც ჩვენს კორესპონტენტს კისრის არეში დაზიანება მიაყენეს:
“მომაწოდეს ინფორმაცია, რომ ქუთაისის მე-14 საარჩევნო უბანზე არიგებდნენ თანხებს, ჰქონდათ სიები, სადაც ამომრჩევლების პირადი მონაცემები იყო შეყვანილი, პირადობის მოწმობების ნომრებით და მითითებული იყო თანხები. ვისაც უკვე ხმა ჰქონდა მიცემული, ის დაპლიუსებული იყო. დარღვევის ფაქტი რომ გამოვავლინე, სიები გამოვტაცე ხელიდან, რათა დამადასტურებელი დოკუმენტი მქონოდა მათი მხილებისთვის. ჩემმა ქმედებამ მათი გაღიზიანება გამოიწვია, რის შემდეგაც ჩემს მიმართ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაზე გადმოვიდნენ. ეცადნენ, ჩემი ოპერატორისთვის კამერა დაეზიანებინათ” – აცხადებს გიგა გელხვიიძე.
კომენტარები