ქუთაისში, მეხანძრე-მაშველებმა ბუნებრივი აირით დატვირთული მანქანის აალების საფრთხე დროულად აღკვეთეს.
სიმონ გუგუნავას ქუჩაზე, სატვირთო ავტომობილზე განთავსებული ცისტერნიდან ჟონავდა დიდი რაოდენობით ბუნებრივი აირი და საჭირო იყო მეხანძრე-მაშველების დახმარება.
უსაფრთხოების მიზნით, მოქალაქეებს დაატოვებინეს მიმდებარე ტერიტორია.
ცისტერნიდან ბუნებრივი აირის გამოდინება დროულად იქნა შეჩერებული და აალების საფრთხე აღკვეთილი. ამ დროისთვის პრობლემა უკვე სრულად არის აღმოფხვრილი.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობდა 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.
კომენტარები