რუსთავში, მოზარდი ქუჩაში ნაცემი და უგონო მდგომარეობაში იპოვეს, – “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, მას ფიზიკურად თანატოლები გაუსწორდნენ და ეზოში მიატოვეს.
არასრულწლოვანი თავდაპირველად სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა “რუსთავში” შეიყვანა, საიდანაც კატასტროფის ეკიპაჟმა ბოკერიას სახელობის კლინიკაში გადაიყვანა.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავების მხრიდან გამოვლენილია რამდენიმე არასრულწლოვანი.
კომენტარები