• რეკლამა
  • კონტაქტი
14:36, სამშაბათი, 31 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ქოცს შეუძლია 31 აგვისტომდე ფორმალურად მაინც მოიქცეს ისე, რომ უვიზო არ შეგვიჩერონ” – ნინო ჯანგირაშვილი

ალია ავტორი - ალია
00:00 07-21-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,800

ჟურნალისტი, ,,კავკასიის” დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი:

,,რომ ვიცოდეთ როგორ იტყუება რუს/ქოცური პროპაგანდა და ყოველთვის მზად გვქონდეს პასუხი.

ქოცი ამტკიცებს, რომ ევროკავშირი მოითხოვს ჩვენგან ლგბტ პროპაგანდის დაშვებას და ქალის კაცად და კაცის ქალად გადაკეთებას, წინააღმდეგ შემთხვევაში გვემუქრება უვიზოს წართმევით. და ამიტომ, ჯობს უარი ვთქვათ ვიზებზე, ვიდრე ამ “უბედურებაში ჩავცვივდეთ“. რომ მთელი ევროპა გაერთიანდა საქართველოს გასანადგურებლად და მხოლოდ ბ–ნ ბიძინას შეუძლია დაგვიცვას. რომ ეს არის გლობალური ომის პარტიის გეგმები საქართველოს ომში ჩასართავად და შანტაჟის მიზნით გვართმევენ უვიზოს.

სინამდვილეში, ევროკომისიის წერილი, რომელშიც ჩამოთვლილია 8 მოთხოვნა ემყარება მხოლოდ ოფიციალურ გაწერილ წესებს და პროცედურებს. ეს არის ევროკავშირის ვიზების რეგლამენტის მუხლი8 რომელსაც ბოლო დროს დაემატა კრიტერიუმები. ეს კრიტერიუმები საშუალებას აძლევს ევროკავშირს აამოქმედოს უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი, თუ:

1. უცებ და მნიშვნელოვნად არის გაზრდილი არალეგალური მიგრაციის რისკი.
2. არსებობს უსაფრთხოების ან საზოგადოებრივი წესრიგის გამოწვევები.
3. არსებობს მაღალი დონის კორუფციის საქმეები, რომელთა გამოძიება არ ხდება ან არ ხდება მათზე რეაგირება დამოუკიდებლად და ეფექტურად.
4. ფიქსირდება ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა, მათ შორის დისკრიმინაციის შემთხვევები.
5. მოქმედებს ინვესტიციების მეშვეობით მოქალაქეობის მიღების სქემები, რომლებსაც შეუძლიათ გავლენა მოახდინონ უსაფრთხოებაზე.

მიუხედავად იმისა, რას ფიქრობენ ევროპარლამენტის წევრები, როგორც პოლიტიკოსები და რას წერენ რეზოლუციებში, მიუხედავად იმისა, როგორ აფასებენ ქოცხელისუფლებას ევროპელი ლიდერები, ევროკავშირი სამართლებრივი სივრცეა და პირველ რიგში პროცედურებს მიყვებიან. შესაბამისად, ქოცებისთვის გამოგზავნილ წერილში დიდი არაფერი წერია ისეთი, რაც ჩვენ ემოციურად გვესიამოვნებოდა. მაგალითად, არანაირი მწვავე შეფასება, არანაირი ლანძღვა, არანაირი რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა. წერილი არის საქმიანი. ძალიან კონკრეტული საკითხებზე კონცენტრირებული.

რაც შეეხება უშუალოდ მოთხოვნებს, ისინი ჩამოყალიბებულია მხოლოდ ვიზების რეგლამენტიდან გამომდინარე, მშრალად და კონკრეტულად. და ჰოი საოცრებავ, ლგბტ–ზე მხოლოდ ერთი წინადადება წერია. ისიც იმ პაკეტის გაუქმების რეკომენდაცია, რომელიც შარშან მიიღეს ქოცებმა და რომლითაც ლგბტ თემს ფაქტიურად ადამიანად ყოფნის უფლება ჩამოართვეს. დანარჩენი ეხება როგორც კორუფციას, ასევე სავიზო პოლიტიკის თავსებადობას და ა.შ. იმის მაგივრად, რომ ამ ყველა საკითხზე ევროკომისიასთან თანამშრომლობა დაეწყო და ეთქვა, რომ კი, მოვაგვარებთ, აი, მაგალითად კორუფციასთან დაკავშირებულ საკითხებს, შევამსუბუქებთ რეპრესიულ კანონებს, რამე, თუნდაც ერთი ნაბიჯი გადაედგათ, რაც ევროკავშირს საშუალებას მისცემდა რომ უვიზოს შეჩერების პროცესი არ დაეწყო, ქოცმა თქვა, რომ არაფერი არ აინტერესებს და არ შეასრულებს არაფერს. აიღო ერთი წინადადება და ჩაუშვა პროპაგანდისტული ნიაღვარი. რეალურად ქოცს კიდია უვიზოს შეწყვეტა. ზუსტად იცის, რომ რა რეჟიმსაც ახლა აშენებს, იმ რეჟიმის პირობებში ადრე თუ გვიან უვიზო მაინც შეგვიწყდება და მათთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს ადრე შეგვიწყდება თუ გვიან. ახლა თავისი ჭკუით მაგარ თემას მოახტნენ და აჭენებენ–აი როგორ გვათახსირებს ევროპა და საერთოდ რაღა გვინდა მანდ.

თუმცა, როცა ვინმე ქოცი შემოგხვდებათ წივილკივილით, რომ ევროპამ ქალ/კაცობის წართმევა მოგვინდომა, ეს ჩამონათვალი გქონდეთ მაინც. კარგი იქნება ჟურნალისტებიც თუ თან იქონიებენ ხოლმე, როცა კობახიძესთან “შერკინებას“ გადაწყვეტენ.

რეკომენდაციები საქართველოს მიმართ ევროკომისიის მეშვიდე ანგარიშიდან ვიზების შეჩერების მექანიზმის ფარგლებში:

1. უზრუნველყოს და დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის გაერთიანების, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, პირადი ცხოვრების დაცვა, საჯარო ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება და დისკრიმინაციის აკრძალვა.
2. აირიდოს და გააუქმოს ნებისმიერი კანონი, რომელიც ზღუდავს ფუნდამენტურ უფლებებს და ეწინააღმდეგება ანტიდისკრიმინაციულ პრინციპს ან შეუთავსებელია ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან. კონკრეტულად, გაუქმდეს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი და “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ პაკეტი. შეიცვალოს ადამიანის უფლებათა ნაციონალური სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რათა სრულად იყოს დაცული LGBTIQ პირთა უფლებები.
3. საქართველოს სავიზო პოლიტიკა დაუახლოვდეს ევროკავშირის სიას მესამე ქვეყნებისა, რომლებსაც ევროკავშირში სამოგზაუროდ ვიზა მოეთხოვებათ. განსაკუთრებით იმ ქვეყნებთან მიმართებაში, საიდანაც მომდინარეობს არალეგალური მიგრაცია ან უსაფრთხოების რისკები ევროკავშირისთვის.
4. გაძლიერდეს ქმედებები დაუსაბუთებელი თავშესაფრის მოთხოვნებისა და არალეგალური ყოფნის საკითხების აღმოსაფხვრველად, როგორიცაა საინფორმაციო კამპანიები და საზღვრის გაძლიერებული კონტროლი.
5. შეიქმნას ქონების დაბრუნებისა და მართვის ოფისები და გაგრძელდეს მუშაობა ქონების ძიების, გაყინვის, მართვის, კონფისკაციისა და განკარგვის მიმართულებით.
6. მიიღოს ახალი ანტიკორუფციული სტრატეგია და მოქმედების გეგმა. მოიზიდოს შესაბამისი რესურსები და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს მაღალი დონის კორუფციული საქმეების გამოძიებას, გასამართლებას და დასჯას.
7. შეიცვალოს ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ კანონი ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად – განსაკუთრებით დამოუკიდებლობის, პოლიტიკურად ნეიტრალური ფუნქციონირებისა და უფლებამოსილებების ნაწილში.
8. პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონი დაუახლოვდეს ევროკავშირის კანონმდებლობას.

მოკლედ, ქოცს შეუძლია 31 აგვისტომდე ფორმალურად მაინც მოიქცეს ისე, რომ უვიზო არ შეგვიჩერონ. თუმცა ის ამას არ აკეთებს. პროპაგანდამ უკვე ღიად დაიწყო იმის ქადაგება, რომ არ გვჭირდება უვიზო და არც ევროპა. ასე რომ, ქოცების ხელიდან უვიზო უკვე შეწყვეტილია და შეგვიძლია სექტემბერს არ ველოდოთ ამ დასკვნის გამოსატანად. ევროკავშირს უბრალოდ ფორმალურადაც კი სხვა გზა აღარ რჩება გარდა იმისა, რომ უვიზო შეგვიწყვიტოს.“

თეგები: ნინო ჯანგირაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:51 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved