• რეკლამა
  • კონტაქტი
09:14, პარასკევი, 30 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ქობულეთის მერიაში ხმაურია, შენობაში ოპოზიციის წევრებს და ჟურნალისტებს არ უშვებენ

ალია ავტორი - ალია
12:54 02-08-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
84

ქობულეთის მერიაში ხმაურია – ნაციონალური მოძრაობა მერთან შეხვედრას მოითხოვს. 

ოპოზიციას კითხვები აქვს აუდიტის დასკვნასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა.

დასვკნაში დარღვევები რამდენიმე მიმართულებით გამოიკვეთა, ერთ-ერთი პრობლემური საკითხი კი დაუსაბუთებლად გაზრდილი ხელფასებია. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, შენობაში არ უშვებენ არც მედიის წარმომადგენლებს.

“საკრებულოს წევრებს განცხადება უნდათ შენობის შიგნით,მთელ კრიმინალურ დანაშაულებებს აქვს ადგილი ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ბიუჯეტიდან მილიონობით თანხას იპარავენ. ამ კითხვების დასასმელად საკრებულოს წევრები მოვიდნენ მერთან, რომელიც იმალება ჯებირის უკან და არ აძლევს საკრებულოს წევრებს გადაადგილების უფლებას. უკანონოდ მოიყვანეს პოლიციელები, ჩააყენეს აქ და დაცვის სამსახურის უფროსს რომ ვეკითხებით, პოლიცია აქ რატომ არის, განმარტებას ვერ აკეთებენ”, – ამბობს ენმ-ს წევრი, ქობულეთის საკრებულოს დეპუტატი ბონდო თედორაძე.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის აუდიტის ანგარიშის თანახმად, ქობულეთში დარღვევის არაერთი ფაქტია აღმოჩენილი.

კერძოდ, მუნიციპალიტეტს არ ჩაუტარებია ბალანსზე რიცხული 212 231 482 ლარის ღირებულების უძრავი ქონების ფინანსური აქტივების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაცია. 

დოკუმენტის თანახმად, 2019 წელს მერიაში დასაქმებული პირების ხელფასები გაზრდილია 24%-ით, 2020 წელს კი – 30,4%-ით.

დასკვნაში ნათქვამია, რომ  შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ხარჯების ზრდა დაუსაბუთებელია, განსაკუთრებით, 2020 წელს COVID-19 პანდემიის გავრცელების პირობებში, როდესაც არ ხდებოდა თანამშრომლების სამუშაოზე გამოცხადების აღრიცხვა ან/და შესრულებული სამუშაოს სხვა ფორმით დადასტურება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: იანვარი 2026
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: იანვარი 2026

14:21 01-29-2026
ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე
ახალი ამბები

ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე

14:58 01-27-2026
თიბისი ბარათის მრავალფეროვანი შეთავაზებები პარტნიორ ობიექტებში- დაიბრუნე 30% Extra-ზე
ახალი ამბები

თიბისი ბარათის მრავალფეროვანი შეთავაზებები პარტნიორ ობიექტებში- დაიბრუნე 30% Extra-ზე

13:59 01-27-2026
თიბისი კამპუსი ახალ სეზონს განახლებული ფორმატით იწყებს
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი ახალ სეზონს განახლებული ფორმატით იწყებს

12:52 01-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved